ია აბულაშვილი
30.07.2020

წმინდა დიდმოწამე მარინეს საქართველოში ოდითგანვე დიდ პატივს მიაგებენ და ჩვენს წინაპარს მის სახელზე არაერთი ეკლესი აუგია. მარინეს სახელობის ეკლესიები არის კახეთში, გურჯანიის რიონში სოფელ ზეგაანში და ვაჩნაძიანში, რომლებიც მე-5 საუკუნით თარიღდება. თმოგვის ციხის შიგნით, განმარტოებულ ბორცვზე დგას მარინეს სახელობის ელკესია, რომელიც 1303 წელს აუგიათ.

მარინე სახელობის ეკლესიები მრავლადაა ქართლში, იმერეთში, გურიაში და საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. თბილისში მარინე სახელობსი ეკლესია ავლაბარში 1830 წელს აუგიათ.

წმინდა მარინე, რომელიც ქრისტიანობისთვაის ეწამა, 15 წლის ასაკში სიკვდილით დასაჯეს. იგი ბავშვობიდან ქრისტიანული რწმენით იზრდებოდა. როცა დიოკლეტიანემ ქრისტიანების დევნა დაიწყო, ანტიოქიაში გამოაგზავნა თავისი ეპარქი ოლიმბრი, მართლმორწმუნეების დასასჯელდა. მას გზაში შევხდა მარინე და მოიხიბლა მისი სილამაზით. ბრძანა მისი შეპყრობა. ანტიოქიის შესასვლელში ეპარქმა თაყვანი სცა კერპეს, სადაც ერთი ქრისტიანი ნახა ყველა ციხეში ჩაყარა და აწამა. მარინეს კი უთხრა, თუ კერპებს თაყვანს სცემდა ტანჯვასაც ასცდებოდა და ცოლადაც მოიყვანდა.

მარინემ უარი უთხა ეპარქს ამ ცდცნებაზე "მე არ მივაგებ პატივს კერპებს, თაყვანს ვცემ იესო ქრისტეს". მაშინ, ეპარქმა მარინეს დასჯა ბრძანა. იგი გააშიშვლეს და აწამეს. მიწაზე დაგდებული რკინის სამთითიებით დაჯიჯგნეს და საპყრობილეში ჩააგდეს. იმ ღამით მარინეს ანგელოზი გამოეცხადა, გაამხნევა და უთხრა, რომ ღმერთის რჩეული იყო. დილით მარინეს ნაირაევები აღარ ეტყობოდა. ხალხი განაცვიფრა ამ სასწაულმა და ქრისტიანად მოინათლნენ. ეპარქის ბრძანებით, ახლა მარინე წყლით სავსე ჭურჭკლში ხელ-ფეხ შეკრული ჩააგდეს, მაგრამ უცებ ბორკილები გაეხსნა. განრისხებულმა ეპარქმა მარინეს თავი მოჰკვეთა.

დიდმოწამე მარინეს წმინდა ნაწილები 908 წლამდე ანტიოქიაში ესვენა, შემდეგ კონსტანტინეპოლში გადმოასვენეს, ქალაქის დაცემის შემდეგ, მისი წმინდა ნაწილები იტალიაში გადაასვენეს. წმინდანის ერთი მკლავი ათონის ვათოპედის მონასტერში ესვენა, მეორე კი საქართველოში, ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. ისტორიული წყრაოების მიხედვთი წმინდანის მკლავი საქართველოში ყლოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართთან და სხვა სიწმინდებთან ერთად ჩამოუტანიათ. ამის შესახებ წერდა სამეგრელოში მოგზაურობის დროს მისიონერი ჯუზეპე ძამბა, რომელმაც აღწერა ხობის მონასტრის სიძველეები "აქვე ვნახე ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოქროს ლასკუმში გამხმარი...წმინდა მარინეს მკლავი"- წერდა ჯუზეპე ძამპა. დღეს ეს უნიკალური სიწმინდე ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმშია დაცული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×