სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    09.02.2011

    გარემოს დაცვის სამინისტრო უქმდება. მისი ფუნქციები ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს გადაუნაწილდებათ. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს ჩამოერთმევა ბუნებრივი რესურსების გამოყენებისთვის ლიცენზიების გაცემის უფლება და ეს ფუნქციაც ენერგეტიკის მინისტრს გადაეცემა. ექსპერტების განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, პრემიერი ნიკა გილაური საკუთარი ლობირების ქვეშ მყოფ ენერგეტიკის სამინისტროს გააძლიერებს, რომელიც, ფაქტობრივად, უფუნქციოდ იყო დარჩენილი.

    მაკა ხარაზიშვილი
    08.02.2011

    ეკონომიკის სამინისტრო ტყის მასივის კიდევ 5%-ს გაიტანს აუქციონზე. ამ დროისთვის, კომერციული ტყის მასივების 15% უკვე ათვისებულია. რა შემოსავალს იღებს სახელმწიფო აწ უკვე გაჩეხილი ტყეებიდან, ეს ინფორმაციაც, თურმე კომერციულია და სახელმწიფო უწყებებს მისი გაცემის უფლება არ აქვს.

    მაკა ხარაზიშვილი
    05.02.2011

    1 წლის განმავლობაში საქართველოში ბოსტნეული თითქმის 51%-ით გაძვირდა, ხილი კი - 38%-ით. მთლიანობაში 2011 წლის იანვარში, 2010 წლის იანვართან შედარებით, ინფლაციის დონემ 12.3% შეადგინა. მარტო ერთ თვეში სურსათი 4,2%-ით გაძვირდა. ეს ბოლო 7 წლის რეკორდია.

    ელზა წიკლაური
    03.02.2011

    მიუხედავად საკანონმდებლო ორგანოს მოწოდებისა, კომერციული ბანკების დიდი ნაწილი კომუნალური გადასახადების გადახდისას მომხმარებელს მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის გადასახადთან თუ სხვა კომუნალურ ხარჯებთან ერთად, ბანკში ე.წ. მომსახურების გადასახადს - საკომისიოს ახდევინებს. საკომისიოს გადასახადი კი 40 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს. პარლამენტარების რჩევა მხოლოდ "ლიბერთი ბანკმა" გაითვალისწინა და ეს გადასახადი გააუქმა, "პროკრედიტ ბანკი" კი მომხმარებელს საკომისიოს არც არასდროს ახდევინებდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    02.02.2011

    შეიძლება თუ არა არაბულ ქვეყნებში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოში ინვესტიციების შემოსვლა შეაფერხოს? მთავრობამ, აზიაში მოგზაურობისას საინვესტიციო ფსონი სწორედ არაბულ ქვეყნებზე დადო.

    მაკა ხარაზიშვილი
    01.02.2011

    საქართველოში რეალური სექტორის (სოფლის მეურნეობა, მრეწველობა) წილი სულ უფრო და უფრო მცირდება. თუ 2003 წელს ამ სექტორის წილი, სხვა სექტორებთან მიმართებაში (ფინანსები, ტურიზმი, მმართველობა) 43%-შედგენდა, ამჯერად ეს მაჩვენებელი 27%-მდე ჩამოვიდა. ექსპერტების განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა მუდმივად საფრთხის ქვეშ დგას. რეალური სექტორის შემცირება ინფლაციურ პროცესებს იწვევს, ზრდის უმუშევრობის მაჩვენებელს და აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას. შესაბამისად, საქართველო მუდმივად დგას იმ საფრთხის წინაშე, რომელშიც ამჟამად აზიური ქვეყნები იმყოფებიან.

    ელზა წიკლაური
    01.02.2011

    "საქართველო - 11,2%, სომხეთი - 9,5%, აზერბაიჯანი - 5,7%", - ეს ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელია, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში 2010 წელს დაფიქსირდა. ამ ციფრებიდან აშკარაა, რომ თითოეულ ქვეყანაზე მსოფლიო სასურსათო კრიზისი და ფასების მატება სხვადასხვაგვარად აისახა.

    ელზა წიკლაური
    28.01.2011

    საქართველოს მთიანეთში თოვლი კი მოვიდა, მაგრამ ის იმდენად მცირეა, რომ ტურისტის მოზიდვას ნამდვილად ვერ შეძლებს. ასეთი მცირე თოვლი კი, რაოდენ "კარგი ხარისხისაც" უნდა იყოს (სააკაშვილმა ორიოდე დღის წინათ აღნიშნა, რომ საქართველოში ყველაზე კარგი ხარისხის თოვლი მოდის) არათუ უცხოელს, არამედ ქართველ ტურისტსაც ვერ აღუძრავს სამთო კურორტებზე დასვენების სურვილს. შესაბამისად, ზამთრის ტურისტული სეზონი, პრაქტიკულად, ჩავარდნის საფრთხის წინაშეა და ქვეყანაც ამის გამო საკმაოდ სოლიდურ თანხას, დღეში, საშუალოდ, 1 მლნ ლარს კარგავს.

    მაკა ხარაზიშვილი
    27.01.2011

    ელექტროენერგია ექსპორტზე 4,3 თეთრად გადის, ფაქტობრივად, გენერაციის ფასად. სპეციალისტების განცხადებით, დანარჩენ სხვაობას შუამავალი კომპანიები იღებენ და ელექტროენერგიის ექსპორტიდან სახელმწიფოს თითქმის შემოსავალი არ აქვს. ექსპორტი გადასახადებისგან თავისუფალია, ხოლო ელექტროენერგია არც აქციზით არ იბეგრება. აქედან გამომდინარე, ქვეყანა ელექტროენერგიის ექსპორტიდან მნიშვნელოვან შემოსავალს კარგავს. გარდა ამისა, ქართველი მომხმარებლისთვის ტარიფი მაღალია და ადგილობრივი წარმოების განვითარებაც ვერ ხერხდება. ექსპერტების განცხადებით, მაღალი ტარიფის გამო, საქართველოში ელექტროენერგიის ძირითადი მოხმარებელი მოსახლეობაა და მისი ეკონომიკაში გამოყენება ვერ ხერხდება.

    მაკა ხარაზიშვილი
    25.01.2011

    30 წლის შემდეგ საქართველოში შეიძლება 40-50 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიის წარმოება გახდეს შესაძლებელი. თუ იმ პერიოდისთვის ქვეყნის ეკონომიკა განვითარდა 1 სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარებამ 8 ათასი კვტ/სთ მაინც უნდა შეადგინოს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანას ექსპორტზე გასატანი თითქმის აღარაფერი დარჩება, თუმცა ექსპერტების განცხადებით, საკუთარი ელექტროენერგიით შექმნილი პროდუქტი ქვეყანას გაცილებით დიდ მოგებას მოაუტანს. მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში 1 კვტ/სთ ენერგიიდან 3 დოლარის მთლიანი შიგა პროდუქტი იქმნება.

    მაკა ხარაზიშვილი
    23.01.2011

    საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი რამდენიმე დღეა, 100 დოლარს მიუახლოვდა. საზოგადოებაში უკვე ჩნდება კითხვები, რა მოუვა ჯერ კიდევ კრიზისში მყოფ მსოფლიო ეკონომიკას, თუკი ნავთობის ფასი მაგიურ 100 დოლარს გადააჭარბებს. ექსპერტების განცხადებით, ნავთობის გაძვირება ეკონომიკის განვითარებას არ შეაფერხებს, უბრალოდ, მსოფლიო ახალ ფასებს უნდა შეეგუოს. ექსპერტთა ერთი ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ნავთობის ფასი 100 დოლარს არ გადასცდება.

    ნატა გიორგაძე
    22.01.2011

    ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებას ცდილობს და პრობლემების თავიდან აცილების გზების ძიებას იწყებს. სწორედ ამ თემაზე გუშინ ბანკის ხელმძღვანელობა ექსპერტებს შეხვდა და მათთან მიკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ ისაუბრა, მათ შორის ინფლაციური პროცესების გამომწვევ მიზეზებსა და საბანკო სექტორში არსებულ ვითარებაზე.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved