სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ქეთი თოდუა
    09.12.2009

    დამოკიდებულება ადამიანს შეიძლება ბევრი საგნისადმი გაუჩნდეს. ზოგიერთი წიგნზეა დამოკიდებული და დღეში რამდენიმე გვერდი აუცილებლად უნდა წაიკითხოს, ზოგიერთი კომპიუტერულ თამაშებზეა დამოკიდებული, ნაწილი კი აზარტულ თამაშებს ვერ ანებებს თავს.
    სარეკლამო ბილბორდებიდან სიგარეტის მწარმოებელი კომპანიები გვაფრთხილებენ, რომ მოწევა იწვევს მიჩვევას.

    მარი ჩიტაია
    04.12.2009

       მართალია, არაჯანსაღი ეკონომიკური გარემოს პირობებში ლარის კურსი მდგრადობას ინარჩუნებს, მაგრამ მისი მსყიდველუნარიანობა დღითი დღე იკლებს. წუწუნი იმის გამო, რომ ლარი ის აღარ არის, რაც ვთქვათ, 2 წლის წინათ იყო, საზოგადოებაში ხშირად ისმის და არც თუ უსაფუძვლოდ. გარკვეულწილად, ამ ნეგატიურ ტენდენციას სამომხმარებლო ბაზარზე არსებული მდგომარეობაც იწვევს. ცხადია, ფასების ზრდა ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

    მაკა ხარაზიშვილი
    03.12.2009

       ეკონომიკის სამინისტრო ნელ-ნელა უქმდება. მას უკვე გამოაცალეს გზების დეპარტამენტი და რეგიონების არქიტექტურული ზედამხედველობა, დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება სტატისტიკის დეპარტამენტი, პრივატიზაციის ახალი პოლიტიკის მიხედვით, სამინისტროები თავიანთ კუთვნილ ქონებას თვითონვე გაყიდიან, ხოლო მილიონ ლარზე ნაკლები ღირებულების ქონების რეალიზებას ადგილობრივი თვითმმართველობები მოახდენენ.  პოლოლიკაშვილის უწყება ამჯერად, კიდევ ერთ ფუნქციას კარგავს, ჩამორთმეულ ქონებას ფინანსთა სამინისტრო გაყიდის.

    მარი ჩიტაია
    03.12.2009

       შრომის უფლებები საქართველოში თითქმის ყოველდღიურად და კატასტროფულად ირღვევა. ამ პრობლემის არსებობა ეკონომიკურმა კრიზისმა განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩინა. საჯარო სტრუქტურებში დასაქმებისა და სხვა იშვიათი გამონაკლისის გარდა, ძნელია, მოიძებნოს ისეთი სფერო და პროფესია, სადაც ადამიანები პროფესიულ დეპრესიას არ განიცდიან და შედარებით მშვიდად გრძნობდნენ თავს.

    მარი ჩიტაია
    02.12.2009

      უკვე აშკარაა, რომ ქვეყანაში ფულის დეფიციტია და მომავალი წლიდან ამ პრობლემის კიდევ უფრო გაღრმავებაა მოსალოდნელი. მართალია, სახელისუფლო სტრუქტურების წარმომადგებლები ირწმუნებიან, რომ წლის ბოლომდე ყველაფერი მოგვარდება და დავალიანებებიც დაიფარება, არსებული რეალობა სრულიად საწინააღმდეგო სურათს გვაძლევს.

    მარიამ ხიდაშელი
    02.12.2009

       სექტემბერთან შედარებით ფასები 2,2%-ით გაიზარდა.  ექსპერტების განცხადებით, ერთ თვეში ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში ქვეყანაში ნულოვანი ინფლაცია ფიქსირდებოდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    02.12.2009

       ბიზნესების დალუქვა გრძელდება. უფრო მეტიც, შემოსავლების სამსახური აღარავის ინდობს, არა აქვს მნიშვნელობა ობიექტი ვინ არის - დევნილი მეწაღე, ფეხსაცმელის გამპრიალებელი თუ მსხვილი დისტრიბუტორი.

    მაკა ხარაზიშვილი
    01.12.2009

       ევროპელები ქართულ საინვესტიციო გარემოს აკრიტიკებენ.  მთავრობას კი ჩავარდნილი საინვესტიციო წლის კომპენსირების იმედი გაისად აქვს.

    მაკა ხარაზიშვილი
    01.12.2009

    2010 წლიდან სურსათზე ხარისხის კონტროლი უნდა აღდგეს.  მთავრობას კანონპროექტი პარლამენტში ჯერ არ შეუტანია.  გამორიცხული არ არის, ხელისუფლებამ კანონის ამოქმედება მესამედაც გადაავადოს.

    ელზა წიკლაური
    01.12.2009

     ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით საზოგადოებაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. პოლიტიკური რისკებისა და მცირე ეკონომიკური შედეგების გამო, ექსპერტთა ერთი ნაწილი საზღვრის გახსნას და თანაც მხოლოდ სომხური ტვირთებისთვის, მიუღებლად მიიჩნევს. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ მიუხედავად მცირე ეკონომიკური შედეგისა, საზღვარი აუცილებლად უნდა გაიხსნას.

    ელზა წიკლაური
    01.12.2009

       ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო გეგმა ბოლომდე ჩაუვარდა. პრივატიზაციიდან 76 მილიონი ლარის ნაცვლად, მხოლოდ 10 მილიონი ლარის მობილიზება მოხდება. დანაკლისის ასანაზღაურებლად სამინისტრო 2010 წელს დიდ პრივატიზაციას გეგმავს.

    ელზა წიკლაური
    01.12.2009

       თუ ორიოდე წლის წინ ეროვნულ ბანკს ფინანსური ზედამხედველობის უფლებამოსილება უცერემონიოდ ჩამოართვეს და მაკონტროლებელი ორგანო ბანკის გარეთ შექმნეს, დღეს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო კვლავ ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში გადადის.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter