სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა წიკლაური
    10.11.2009

    ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე თავდასხმა სულ უფრო დაუფარავ ფორმას იძენს. "ნიკორას", "ტავ ურბან ჯორჯიას", "ელიტ ელექტრონიქსის", "შირნჰოფერის" შემდეგ, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "ჯეოსელის" რიგიც დადგა. მნიშვნელოვანი ფინანსური დარღვევების გამო "ჯეოსელი", შესაძლოა, 100 მილიონი ლარით დააჯარიმონ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებენ ფინანსთა სამინისტროში, ბაინდურაშვილის უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ "ჯეოსელის" საგადასახადო დოკუმენტაციის შემოწმების შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

    მაკა ხარაზიშვილი
    10.11.2009

    მთავრობისთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტი აღარ არის. 2010 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება განახევრდა. მთავრობამ საჭიროდ აღარ ჩათვალა, მელიორაციისა და მექანიზაციის პროგრამების დაფინანსება. იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის სოფლის მეურნეობა მეორეხარისხოვანი იყო, თუმცა ზეპირად ხელისუფლება მის პრიორიტეტულობას მაინც აღიარებდა ხოლმე.

    მაკა ხარაზიშვილი
    08.11.2009

    მთავრობამ 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, ამჯერად, ყატარიდან დაგეგმა. ინვესტორების მოსაძებნად მთავრობის წევრები დაუღალავად დაძრწიან. როგორც ჩანს, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან საინვესტიციო ნაკადი დაიშრიტა, მთავრობას არც ეგვიპტელებმა გაუმართლეს. ამ ქვეყნიდან წელს დაგეგმილი 1,1 მილიარდი დოლარიდან ნახევარიც ვერ შემოდის.

    რუსიკო მაჩაიძე
    04.11.2009

    საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში ფინანსური კრიზისი დასრულდა. ამის თქმით საფუძველს კი საბანკო სექტორში არსებული სამი ფაქტორი აძლევს. თუმცა, ექსპერტთა ნაწილი ამ დამამშვიდებელ განცხადებას გადაჭარბებულად მიიჩნევს, რადგან, მათი თქმით, ეს სამი ფაქტორი ამ დასკვნის გაკეთებისთვის საკმარისი არ არის.

    ელზა წიკლაური
    03.11.2009

    "ნაბუკომ", შესაძლოა, აზერბაიჯანულ გაზზე უარი განაცხადოს, - აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს და ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ევროპული კომპანიების მიერ ირანთან დაწყებულ მოლაპარაკებებს ასახელებს. ბაქოს პროექტიდან გამოთიშვას არარეალურს უწოდებენ ქართველი ექპერტები და აცხადებენ, რომ აზერბაიჯანულ მედიაში გაკეთებულ განცხადებებს მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

    მაკა ხარაზიშვილი
    03.11.2009

    დაახლოებით 30 წელიწადში მეცნიერები საკვები პროდუქტების დეფიციტს ელიან. ამის გამო, განვითარებული ქვეყნები სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსებას იწყებენ. საქართველოში კი სოფელი მთავრობის პრიორიტეტი მხოლოდ სიტყვიერად რჩება. პირიქით, მთელი სახელისფლებო მანქანა მუშაობს საიმისოდ, რომ სოფლის მეურნეობა წამგებიან დარგად იქცეს.

    მაკა ხარაზიშვილი
    29.10.2009

    მთავრობას სტატისტიკის დეპარტამენტი აღარ სჭირდება. 2010 წლიდან ამ სტრუქტურის გაძლიერების ნაცვლად, მისი კიდევ უფრო დაკნინება მოხდება. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში სტატისტიკის დეპარტამენტის დაფინანსება განახევრდა. შემცირებული თანხიდან ნახევარზე მეტი ხელფასებზე მოდის, გარკვეული წილი, როგორც ყოველთვის, პრემიებს დასჭირდება, ქვეყნის ეკონომიკა კი, რომლის ხერხემალიც სტატისტიკა უნდა იყოს, ჭირსაც წაუღია.

    მაკა ხარაზიშვილი
    28.10.2009

    პარლამენტი განახლებული ბიუჯეტის განსახილველად ემზადება. ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტართა მოთხოვნების გათვალისწინება 1-ელ ნოემბრამდე უნდა მოასწროს. ძირითადი კრიტიკა სოციალური ხარჯების შემცირებამ გამოიწვია. საერთოდ, 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები - სოციალური გარემოსა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. თუ გავითვალისწინებთ, იმას, რომ ბევრი სოციალური ხარჯი მცირდება, ამჟამინდელი ბიუჯეტი მხოლოდ ინფრასტრუქუტრაზე ორიენტირებული გამოდის. ოფიციალურად კი მას "პოსტკრიზისული ბიუჯეტი" ეწოდება.

    მარიამ ხიდაშელი
    23.10.2009

    საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს რუსეთში წელსაც განახორციელებს. ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, წლეულს საქართველოში ზამთრის პერიოდში სამართლიანი იქნება კითხვა: რა მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტს განახორციელებს საქართველო და არა კითხვა, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა მოსახლეობას - ექნებოდა თუ არა მას ელექტროენერგია.

    ქეთი თოდუა
    22.10.2009

    წლების წინ ჯართის, მაკულატურისა და მინის ტარის ჩაბარება სერიოზული ბიზნესი იყო. ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებოდით ჯიხურებს წარწერებით - "ვიბარებთ ჯართს", "ვიბარებთ ბოთლებს!" ეზოებშიც ხშირად გაიგონებდით მსგავს ფრაზებს. დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი ჩამოივლიდა, რომელიც ან ჯართს, ან ბოთლებს იბარებდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    22.10.2009

    მალე საგარეო ვალის მომსახურებას ბიუჯეტის 26%-მდე დასჭირდება. შესაბამისად, მთავრობამ ან პარიზის კლუბში სირბილი უნდა დაიწყოს ან კიდევ სოციალურ ხარჯები მკვეთრად შეამციროს. თუმცა ამ პრობლემების გადაჭრა, ახალ ხელისუფლებას მოუწევს. ასე რომ, 2013 წელს ბიუჯეტიდან 1,3 მილიარდი ლარი ვალების გასტუმრებას მოხმარდება.

    ქეთი თოდუა
    20.10.2009

    ბოლო პერიოდის განმვალობაში საქართველოში შაქარი საგრძნობლად გაძვირდა. დღეს ერთი კილოგრამი შაქარი ზოგან 1.8 ლარი, ზოგგან კი 1.85 ლარი ღირს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შაქრის ფასმა ახალი წლისთვის, შესაძლოა, ორ ლარსაც კი უწიეს. საცალო ქსელში კი შაქრის ღირებულება 1.6 ლარია.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter