სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    07.09.2011

    ყულევში თხევადი აირის ტერმინალის მშენებლობა შეიძლება, ჩაიშალოს. მას შემდეგ, რაც სამი ქვეყანა - საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი - თხევადი გაზის შექმნასა და ყულევში ტერმინალის აშენებაზე შეთანხმდნენ, ეს იდეა რუსეთის პრემიერისთვის, ვლადიმერ პუტინისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. კრემლში გადაწყდა, რომ მსგავს ტერმინალს შავ ზღაზე თვითონ ააშენებენ. ექსპერტების ვარაუდით, ვიდრე სამი ქვეყანა დაფინანსების საკითხებზე შეთანხმდება, არ არის გამორიცხული რუსეთმა ტერმინალის შექმნის იდეა სასწრაფოდ განახორციელოს, მით უმეტეს, რომ ასეთი მიზნებისთვის კრემლი თანხებს არ იშურებს. ენერგეტიკის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ პროექტს ჩაშლის საფრთხე არ ემუქრება და ამ ეტაპზე პროექტის ტექნიკური შესწავლა მიმდინარეობს.

    მაკა ხარაზიშვილი
    02.09.2011

    ქართული ექსპორტი კვლავ ნეგატიური დინამიკით ხასიათდება. ივლისში უარყოფითი სავაჭრო სალდო გაიზარდა და ექსპორტი ივნისთან შედარებით 180,4 მილიონი დოლარიდან 149,2 მილიონ დოლარამდე დაეცა. მაშინ როდესაც, იმპორტმა 565,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ბოლო წლებში ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო სალდო შეუქცევადად იზრდება, რაც ქართული ეკონომიკის იმპორტზე დამოკიდებულებას ზრდის. ექსპერტული გათვლებით, ეს იმის მანიშნებელია, რომ არ ხდება ქვეყნის ეკონომიკის ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტზე ორიენტირებული სექტორების განვითარება, რაც პირდაპირ კავშირშია სიღარიბის დონესთან და დასაქმების პრობლემასთან.

    მაკა ხარაზიშვილი
    01.09.2011

    სტატისტიკური კვლევების მიხედვით მთლიან შიგა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი წლიდან წლამდე მცირდება. 2009 წლისთვის იგი 1996 წელთან შედარებით ზუსტად 4.0-ჯერ, ხოლო 2003 წელთან შედარებით 2.3-ჯერ შემცირდა მხოლოდ 8.3 პროცენტი შეადგინა, მდგომარეობა გაუარესდა 2010 წელს. ეს მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობაზე საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 57.0 პროცენტი მოდის, უფრო მეტი, დასაქმებული მოსახლეობის 63.2 პროცენტი, ხოლო თვითდასაქმებული მოსახლეობის 81.5 პროცენტი და დაქირავებით დასაქმებულების 30.5 პროცენტი.

    მარიამ ხიდაშელი
    01.09.2011

    საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა. ეკონომიკის ზრდის შემცირებას პროგნოზირებენ საქართველოშიც. თუმცა ექსპერტების განცხადებით, ქართული ეკონომიკის დაბალი ტემპები, მსოფლიო ეკონომიკასთან კავშირში არ არის.

    მაკა ხარაზიშვილი
    31.08.2011

    ექსპერტები წლის ბოლოსთვის მინიმუმ 9%-იან ინფლაციას ვარაუდობენ. ეროვნული ბანკის პროგნოზით, კი ინფლაციამ 6%-ს არ უნდა გადააჭარბოს. ექსპერტებს სებ-ის ინფლაციასთან დაკავშირებული ოპტიმიზმი აკვირვებთ. ბანკში კი აცხადებენ, რომ 6%-იანი მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაშია განსაზღვრული, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 2011-2013 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საფუძვლად 6 პროცენტიანი საშუალო წლიური ინფლაციია უდევს.

    ნატა გიორგაძე
    28.08.2011

    ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, საქართველოში ხორბლის იმპორტი 32%-ით გაიზარდა. "საქსტატის" ინფორმაციით, 2011 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქართველოში 97 მლნ. 105 ათას 700 დოლარის ხორბლის იმპორტი, მოხდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 73 მლნ. 798 ათას 400 დოლარის ხორბლის იმპორტის მატებას მეხორბლეთა ასოციაციაში რუსეთის მიერ ექსპორტის განახლებას და დაბალ ფასებს უკავშირებენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    27.08.2011

    კახეთში ხილისა და ბოსტნეულის უხვი მოსავალი მოვიდა, თუმცა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაცია ისევ პრობლემად რჩება. რეგიონებში გადამამუშავებელი მცირე საწარმოები თითქმის არ არსებობს. გლეხმა არ იცის, სად წაიღოს ღვთის ბოძებული მოსავალი.

    ელზა წიკლაური
    24.08.2011

    "დღეისათვის საქართველოში საკრედიტო ბიუროს საქმიანობა საერთოდ არ რეგულირდება სახელმწიფოს მიერ. თვით "კრედიტინფო საქართველოს" მიერ შემუშავებული შიდა მოხმარების დოკუმენტი არის მცდელობა იმისა, რომ შევსებულ იქნას სამართლებრივი სიცარიელე მისი საქმიანობის სფეროში", - აცხადებს "ბიზნეს რეზონანსთან" საუბარში ექსპერტი საბანკო საკითხებში ლია ელიავა და მიაჩნია, რომ ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობისთვის საკმარისი არ არის.

    მაკა ხარაზიშვილი
    20.08.2011

    ინფლაციის შემცირებით დაიმედებულმა ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი - 7,5 პროცენტამდე დაიყვანა. წლის ბოლომდე სებ-მა ინფლაციის 6 პროცენტამდე შემცირება უნდა შეძლოს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია მიმდინარე წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოსცდება, ხოლო შემცირების ტენდენცია გაისადაც გაგრძელდება. ექსპერტების ნაწილი შიშობს, რომ ინფლაციის ვარდნა, ტრადიციულად, სეზონურ ფაქტორს უკავშირდება და სექტემბრის ბოლოდან ფასები ისევ მოიმატებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    20.08.2011

    საქართველოში ტყეების განახლების ღონისძიებები არ ტარდება. ტყეები მხოლოდ სამეწარმეო მიზნით იჩეხება ან უბრალოდ იწვება. მათ განახლებაზე არავინ არ ზრუნავს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ფიარ-აქციას, როდესაც სხვადასხვა ჩინოვნიკი საზოგადოების წინაშე პოზირებს, რამდენიმე ცალ ხეს რგავს.

    მაკა ხარაზიშვილი
    18.08.2011

    ამერიკის საკრედიტო რეიტინგის გაზრდას ნავთობის გაძვირება მოჰყვა. ცოტა ხნის წინ სარეიტინგო კომპანია "თეფტვფკე$ზწწკ"-მა ამერიკას საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა. იმ დღიდანვე ნავთობის ფასმა ვარდნა დაიწყო, მაშინვე, თითქოსდა, ავარიულად რამდენიმე ნავთობწარმოებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. რეალური მიზანი ბაზარზე საწვავის დეფიციტის დემონსტრირება და მასზე მაღალი ფასების შენარჩუნება იყო. ამასობაში, მეორე სარეიტინგო კომპანია "ფიჩმა" ამერიკას მაღალი რეიტინგები შეუნარჩუნა, შედეგად ობამას რეიტინგმა და ნავთობის ფასმა ზრდა ისევ დაიწყო. ექსპერტების ერთი ნაწილი დიდი ხანია აცხადებს, რომ სარეიტინგო კომპანიები სპეკულაციების მოედნად იქცა.

    ელზა წიკლაური
    13.08.2011

    ხელისუფლების გადაწყვეტილება სახელმწიფო კომპანიების აქციების საერთაშორისო ბირჟებზე განთავსებასთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მიუხედავად პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის განცხადებისა, რომ საერთაშორისო ბირჟებზე აქციების მხოლოდ 25% განთავსდება, ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ მთავრობა საბოლოო ჯამში ყველა სტრატეგიულ ობიექტს გაყიდის, რაც ქვეყნისთვის დამღუპველი აღმოჩნდება.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved