სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    07.07.2010

      ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას გადაწყვეტილებას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარის კონკურსის წესით არჩევის შესახებ საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად აფასებს. არსებობს მოსაზრება, რომ ამ თანამდებობაზე მოვიდეს ისეთივე შემთხვევითი ადამიანი, როგორიც თავად ვერა ქობალიაა მინისტრის ამპლუაში.

    მაკა ხარაზიშვილი
    06.07.2010

      მაგისტრალური გაზსადენის ყიდვის სურვილი რუსული "გაზპრომის" პარტნიორმა "ყაზმუნაიგაზმა" გამოთქვა. უფრო მეტიც, საინფორმაციო სააგენტო "ტრენდთან" საუბარში "ყაზმუნაიგაზის" წარმომადგენელმა კაირგელდი კაბილდინმა ისიც აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს მართავს. ენერგეტიკის მინისტრმა ალეკო ხეთაგურმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბარში მაგისტრალურ გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების არსებობა უარყო.

    მაკა ხარაზიშვილი
    06.07.2010

      ქონების რეალიზაციიდან მიღებული ნამეტი შემოსავალი საშემოსავლო გადასახადით აღარ დაიბეგრება. თუმცა, გადაწყვეტილება არ შეცვლილა კომპანიიების წილებთან დაკავშირებით, წილების გაყიდვიდან მიღებული ნამეტი შემოსავალი ისევ დაბეგვრის ბაზაში რჩება. ამ თვალდებულებისგან მხოლოდ უძრავი ქონება გათავისუფლდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    03.07.2010

      სახლის, მიწის თუ სხვა უძრავი ქონების რეალიზაცია 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება. "უსამართლო, უპასუხისმგებლო, არაკვალიფიციური" - ასეთ შეფასებებს აძლევენ სპეციალისტები ახალ კოდექსში ჩადებულ ამ გადაწყვეტილებას. მათი განცხადებით, საგადასახადო კოდექსის ინიციატორებმა ერთი ხელის მოსმით, მოსახლეობას ქონების რეალიზაცია ისე დაუბეგრეს, რომ არ გაითვალისწინეს ამ წლების განმავლობაში ამ ქონებისთვის გაწეული ხარჯი, შეძენის პერიოდში ფინანსური ბაზრის მდგომარეობა და არც ის, რომ უმრავლესობამ ეს ქონება მემკვიდრეობით მიიღო.

    მაკა ხარაზიშვილი
    02.07.2010

      წლეულს ხორბლის ყველაზე ცუდი მოსავალი იქნება. კახეთში ალოობა დაიწყო, თუმცა გლეხები და ფერმერები შარშანდელი მოსავლის ნახევარსაც არ ელიან. ზოგიერთმა გლეხმა ისიც განაცხადა, რომ ბევრი ყანა ისეა გაფუჭებული, ხორბლის აღებას აზრიც აღარ აქვს.

    მაკა ხარაზიშვილი
    01.07.2010

      მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის ცდუნება მთავრობამ ვერ დაძლია. ექსპერტების განცხადებით, გაზსადენის ერთადერთი მყიდველი მხოლოდ კრემლი, ანუ "გაზპრომია", ვინაიდან ამ ობიექტის ყიდვის კომერციული ინტერესი არ არსებობს. გაზსადენი "გაზპრომს" რეგიონში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად სჭირდება. გარდა ამისა, საკუთარი ობიექტის დაცვის მიზნით, მოსკოვს ლეგალური უფლება ექნება გაზსადენის გასწვრივ თავისი შეიარაღებული ძალები დააყენოს.

    მარი ჩიტაია
    30.06.2010

      ეკონომიკური წინსვლის შესახებ ქვეყნის ხელისუფალთა ოპტიმიზმს ბოლო დროს დამაჯერებლობა დააკლდა. მთავრობის წევრთა ფრთიანი განცხადებები ხშირად ქართული სინამდვილისგან მოწყვეტილია. იმ მაჩვენებელს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გვთავაზობს, საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. მოლოდინი არც არჩევნების შემდგომმა პერიოდმა გაამართლა. ამ ერთი თვის განმავლობაში არცერთი სერიოზული ინვესტიცია ქვეყნის მასშტაბით არ დაფიქსირებულა. ამ მხრით დადებითი ტენდენციები უახლოესი პერიოდის განმავლობაში ნაკლებად არის სავარაუდო.

    ელზა წიკლაური
    29.06.2010

      "დღეისათვის ინვესტორები საქართველოს რეგიონული ეკონომიკის ცენტრად განიხილავენ", - ეს განცხადება პრემიერმა ნიკა გილაურმა ქართულ-ავსტრიულ ბიზნეს-ფორუმზე გააკეთა და ევროპელების თავის მოსაწონად იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ ქმნის ხელისუფლება ინვესტორებისთვის მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს. თუმცა ერთია სიტყვა და მეორეა ციფრები, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ინვესტიციების მხრივ საქართველო რეგიონის ლიდერი კი არა, ღრმა აუტსაიდერია.

    ია აბულაშვილი
    26.06.2010

      პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში თითქოსდა სტაბილურია, დასრულებულმა თვითმმართველობის არჩევნებმა ხელისუფლების პოზიცია კიდევ უფრო გაამყარა, ოპოზიცია დღეისათვის რეალურ საფრთხეს ხელისუფლებისათვის ვერ ქმნის, მაგრამ ხელისუფლებას აქვს უდიდესი გამოწვევა და დიდი საფრთხე - ეს არის საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, ძალიან მაღალი დონის უმუშევრობა და სიღარიბე, რომელიც საშიში მასშტაბებით პროგრესირებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    26.06.2010

      სტიქიამ კახეთი მნიშვნელოვნად დააზარალა. რეგიონი დანაკარგს ითვლის. წინასწარი ინფორმაციით, 19-24 ივნისის ჩათვლით სტიქიამ კახეთს მინიმუმ 10 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება აღუთქვა და ზარალის შემსწავლელი სპეციალური კომისიაც უკვე ადგილზე მუშაობს, ხალხს დანაკარგის ანაზღაურების იმედი ნაკლებად აქვს. მათი თქმით, არ შერჩათ შინაური ფრინველი, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნაწილი განადგურებულია და ისეთი ზარალი მიადგათ, რომლის ანაზღაურება მთავრობის დახმარების შესაძლებლობებს სცილდება.

    მაკა ხარაზიშვილი
    25.06.2010

      რამდენიმე დღეა ლარის კურსმა მკვეთრი გამყარება დაიწყო, თუმცა ვალუტის გაუფასურების გამო გაძვირებული პროდუქტი ჯერ არ გაიაფებულა. როგორც ყოველთვის, საზოგადოებაში გაჩნდა იმის ეჭვი, რომ ლარის მოულოდნელი გაუფასურებით ვიღაცამ იხეირა და დიდი ფული "გააკეთა". ექსპერტების განცხადებით კი, ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების პროცენტის გაზრდა და დოლართან მიმართებაში ევროს გამყარებაა.

    მაკა ხარაზიშვილი
    24.06.2010

      საქართველო ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს მასპინძლობს. ღონისძიებებს 42 ქვეყნიდან 300-ზე მეტი სტუმარი ესწრება. ხელისუფლებასა და მეღვინეებს იმედი აქვთ, რომ კონგრესი ქართული ღვინის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს, რაც თავის მხივ ამ პროდუქტის რეალიზაციას გაზრდის. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ღვინის რეალიზაცია სოფლის მეურნეობაში ერთადერთი პრობლემა არ არის. რა გეგმებია სხვა დარგების განვითარების თვალსაზრისით, ამ საკითხზე "რეზონანსი" სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბაკურ კვეზერელს ესაუბრა.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter