სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    23.07.2010

      ახალი "რევოლუციური" საგადასახადო კოდექსის პროექტი ნელ-ნელა ისევ ძველ მოდელს უბრუნდება. ამჯერად, მთავრობამ დღგ-ს ზღვარი ისევ 100 ათასზე დატოვა, თანაც ისე ჩუმად, რომ საზოგადოება საქმის კურსში არ ჩაუყენებია. არადა, ერთ-ერთი დიდი წარმატება ამ ზღვარის 200 ათასამდე გაზრდა იყო.

    მაკა ხარაზიშვილი
    20.07.2010

      "ხუდონჰესს" ბრიტანელი ინდოელები ააშენებენ. ენერგეტიკის სამინისტროს ჰესის მშენებლობის უფლება, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული - "ტრანსელექტრიკისთვის" 2007 წელს პირდაპირ გადაუცია. არც ტენდერი ან კონკურსი, აუქციონი, ან ამის მსგავსი არაფერი ჩატარებულა. უფრო მეტიც, საზოგადოებისთვის ეს თემა სრულიად უცნობია, ასევე უცნობია პარლამენტარებისთვისაც.

    მარი ჩიტაია
    17.07.2010

      საქართველოს სავაჭრო ბრუნვის ბოლოდროინდელი მაჩვენებლები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საიმედო განწყობის საბაბს არ იძლევა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივას კვლავ უარყოფითად წარმოგვიდგენს. მნიშვნელოვან კლებას განიცდის ექსპორტის მოცულობა და იმპორტთან მიმართებაში კიდევ უფრო თმობს პოზიციებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    16.07.2010

      ენგურჰესის ერთობლივ მართვაზე "ინტერ რაოეესთან" გაფორმებულმა მემორანდუმმა შეიძლება "ჩაილურის წყალი" დალიოს. ხელშეკრულების გასაფორმებლად ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსულ კომპანიას შორის მოლაპარაკებები გაყინულია. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე "ინტერ რაოსთან" ხელშეკრულების გაფორმება აქტუალური აღარ არის. მით უმეტეს, რომ გერმანელებმა "ენგურჰესის" 2 აგრეგატის დაფინანსება დაიწყეს.

    მაკა ხარაზიშვილი
    15.07.2010

      ხელისუფლებამ საზოგადოება კიდევ ერთხელ გაასულელა. როგორც აღმოჩნდა, მთავრობა არა მარტო მაგისტრალურ გაზსადენს გაყიდის, არამედ სახელმწიფო ბალანსზე არსებული ყველა გაზსადენს, საქართველოს ნავთობის საბადოებს, ხოლო ტრანზიტის მართვის უფლებას უცხო პირს გაუყოფს. სამშაბათს პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა მილსადენის პრივატიზებას კი არ გეგმავს, არამედ ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების 25%-ს გაასხვისებს, რომლის ბალანსზეც მაგისტრალურ გაზსადენთან ერთად სხვა უამრავი ობიექტია.

    მაკა ხარაზიშვილი
    13.07.2010

      "თუ მთავრობა რუსეთს ყველაფერს მიყიდის, მერე უნდა ნატოში შევიდეს, უნდა მარსზე გაფრინდეს", - ეს სიტყვები საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმ დროს განაცხადა, როდესაც ქვეყანას ედუარდ შევარდნაძე მეთაურობდა. ეს დრო კი არც ისე დიდი ხნის წინათ იყო. მაშინ ახალგაზრდა "ნაციონალები" საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ქვეყანა სტრატეგიული ობიექტებს უნდა გაფრთხილებოდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი "ნაციონალებისთვის" სიტყვა სტრატეგიული მიუღებელი აღმოჩნდა, იმის გამო, რომ "ფულს სუნი არ ასდის".

    მარიამ ხიდაშელი
    13.07.2010

      საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სავალუტო ფონდის კრიტიკა უარყო. მთავრობამ ასევე უკან წაიყო დაპირება გადასახადების რეფერენდუმის გზით გაზრდის შესახებ და შედეგმაც არ დააყოვნა. 9 ივლისს საქართველოსთვის მორიგი ტრანში 75 მილიონი დოლარი გამოყო. არადა, უკრაინულ "კომერსანტთან" მიცემულ ინტერვიუში ნიკა გილაური სწორედ იმას ამბობდა, რომ ფონდის კრედიტები ძვირი და არახელსაყრელია.

    მარიამ ხიდაშელი
    10.07.2010

      სავალუტო აუქციონები კვირაში მხოლოდ ერთხელ გაიმართება. ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის, რომ გაიზარდა სავალუტო ბაზრის მოცულობა და გარიგების სიხშირე. აქამდე სავალუტო აუქციონები კვირაში ორჯერ იმართებოდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    09.07.2010

      თბილისის სასაქონლო ბირჟაზე პირველი ვაჭრობა 15 ივლისს შედგება. ბირჟის ხელმძღვანელის, ალექსანდრე გორგიჯანიძის ინფორმაციით, ამისთვის უკვე ყველაფერი მზად არის, ბროკერებმა სერტიფიცირება გაიარეს და შესაბამისი სერტიფიკატებიც აიღეს. ამ ინიციატივის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ბირჟის ამოქმედების შემდეგ ქვეყანაში ფასები გაცილებით რეალური და კონკურენტული იქნება, ანუ ბირჟა შექმნის ფასების რეგულირების შესაძლებლობას.

    მაკა ხარაზიშვილი
    07.07.2010

      საქართველოს ეკონომიკას ამერიკისგან ყველაზე მეტად თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება სჭირდება, ისეთივე როგორც ჩინეთთან აქვს. თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ინვესტორების დაინტერესებას გაზრდიდა, ინვესტიციები კი სამუშაო ადგილებს. თუმცა, საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ დათმობაზე წასვლა ამერიკისგან ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია. "მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის აზრით, ამერიკას ჩინეთის სახით ამგვარი ურთიერთობების საკმაოდ ცუდი გამოცდილება აქვს.

    მარი ჩიტაია
    07.07.2010

      ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას გადაწყვეტილებას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარის კონკურსის წესით არჩევის შესახებ საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად აფასებს. არსებობს მოსაზრება, რომ ამ თანამდებობაზე მოვიდეს ისეთივე შემთხვევითი ადამიანი, როგორიც თავად ვერა ქობალიაა მინისტრის ამპლუაში.

    მაკა ხარაზიშვილი
    06.07.2010

      მაგისტრალური გაზსადენის ყიდვის სურვილი რუსული "გაზპრომის" პარტნიორმა "ყაზმუნაიგაზმა" გამოთქვა. უფრო მეტიც, საინფორმაციო სააგენტო "ტრენდთან" საუბარში "ყაზმუნაიგაზის" წარმომადგენელმა კაირგელდი კაბილდინმა ისიც აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს მართავს. ენერგეტიკის მინისტრმა ალეკო ხეთაგურმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბარში მაგისტრალურ გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების არსებობა უარყო.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter