სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    24.12.2009

    კონტროლის პალატას ფინანსთა სამინისტროს მიერ "საბიუჯეტო კოდექსის" დაწერისთვის გახარჯული 180 ათასი დოლარის მიზნობრიობა აეჭვებს. ასევე დიდი ინტერესი არსებობს გზების მშენებლობისთვის დახარჯულ თანხასთან დაკავშირებითაც. ამასთან, კონტროლის პალატის პრიორიტეტს წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გახარჯული 70 მილიონი ლარის გამოკვლევა და დიპლომატების მიერ დახარჯული 80 მილიონი ლარის მიზნობრიობის შესწავლა.

    მაკა ხარაზიშვილი
    18.12.2009

    ოქტომბერსა და ნოემბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ კლება გააგრძელა. სპეციალისტების განცხადებით, ეს მაჩვენებელი იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, ვინაიდან საქართველოში მყოფი და ქვეყნის გარეთ გადახვეწილი ქართველები სამსახურს კარგავენ.

    მარი ჩიტაია
    18.12.2009

    საშობაო-საახალწლო სეზონის დადგომამ ტურისტული კომპანიების მუშაობა საგრძნობლად გამოაცოცხლა, თუმცა ეს ერთი შეხედვით. ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები არსებულ ვითარებას არაერთგვაროვნად აფასებენ. მათი მცირე ნაწილი სეზონით კმაყოფილია. უმეტესობა კი აცხადებს, რომ პრობლემები ჯერაც რჩება და მომსახურების პაკეტის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, მოსახლეობა დასვენებისთვის ხარჯებს ზღუდავს.

    მაკა ხარაზიშვილი
    17.12.2009

    2010 წელს ფინანსთა სამინისტრო 360 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებებს გამოუშვებს. სახაზინო სამსახურის უფროსის კახა სეხნიაშვილის განმარტებით, ვალდებულებების გამოშვება ერთობ წარმატებული გამოდგა. მისი თქმით, ბიუჯეტს დამატებითი წყარო გაუჩნდა, ფინანსურმა ბაზარმა განვითარების თვალსაზრისით დიდი წინსვლა განიცადა, ხოლო ბანკებს გარანტირებული შემოსავალი აქვთ.

    მაკა ხარაზიშვილი
    17.12.2009

    2010 წლიდან იმპორტირებული პროდუქტის დიდი ნაწილი, რომელთა წარმოება საქართველოშიც ხდება, 12%-იანი დაბეგვრის რეჟიმში მოექცევა. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით გაკეთდა. ექსპერტების განცხადებით, ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების ხარისხი საკმაოდ მაღალია, ამიტომ ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მისასალმებელია.

    მაკა ხარაზიშვილი
    16.12.2009

    უცხოური ინვესტიციები მინუსებში გადავიდა. თუ ორი კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 226 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამჯერად, ეს მაჩვენებელი მესამე კვარტალში 223,578 მილიონ დოლარამდე შემცირდა. გამოდის, რომ მატების ნაცვლად, ინვესტიციებმა 3 მილიონი დოლარით დაიკლო.
    ეს კიდევ არაფერი. სტატისტიკის დეპარტამენტმა გაუგონარი რამ გააკეთა და პირველი და მეორე კვარტლის უკვე გამოქვეყნებული მონაცემები გადაასწორა.

    მარი ჩიტაია
    12.12.2009

    გაძვირებისკენ მიმართული ტენდენცია, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობსა და ნავთობპროფუქტებზე აღინიშნებოდა, შეიცვალა. ფასმა კლებისკენ იცვალა გეზი. პროდუქციის გაიაფება 1 კვირის წინ დაიწყო და ამ ეტაპისთვის 1 ბარელი ნავთობის ფასი 77-78-დან 70 დოლარამდე ჩამოვიდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    11.12.2009

    გზების მშენებლობისთვის თანხები იზრდება, სარეაბილიტაციო გზის ოდენობა კი მცირდება. საეჭვო კითხვები, გომბორი-თელავის გზის მონაკვეთის შემდეგ, ამჯერად სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის მიმართულებით გაჩნდა. ეს პროექტი "ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის" ფარგლებში ფინანსდება.

    მაკა ხარაზიშვილი
    11.12.2009

    მთავრობა პირობას არ ასრულებს. ამ პირობის თანახმად კი, ენერგეტიკაში ჰიდროენერგეტიკის წილის გაზრდის შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფი ეტაპობრივად უნდა შემცირებულიყო. თავის დროზე ტარიფის გაზრდის მიზეზი გაძვირებული გაზი გახდა, ვინაიდან ენერგეტიკაში თბოსადგურების წილი 30% იყო. ამჟამად ელექტროენერგიის 85 პროცენტი ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით, ხოლო 15 პროცენტი თბოელექტროსადგურების ხარჯზე იწარმოება.

    მაკა ხარაზიშვილი
    10.12.2009

       პრეზიდენტის ეკონომიკურ ოპტიმიზს სპეციალისტები ეჭვის თვალით უყურებენ. კერძოდ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, შეუძლებელია 226 მილიონი დოლარიდან უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს. ასევე შეუძლებელია 4-პროცენტიანი ვარდნის შემდეგ ეკონომიკის სწრაფი ზრდა. გაისად ეკონომიკა რომ დიდად არ გაიზრდება, ამაზე წლევანდელი რეცესია და საკმაოდ პესიმისტურად დაგეგმილი მომავალი წლის ბიუჯეტიც მიუთითებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    09.12.2009

    დეკემბრიდან პენსიონერები 5 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ, თუმცა ლარის მსყიდვითუნარიანობის შემცირების გამო, ამჟამინდელ გაზრდილ 80-ლარიან პენსიას შევარდნაძის დროინდელი 14-ლარიანი პენსია ბევრით არაფრით ჩამოუვარდება.

    მარი ჩიტაია
    09.12.2009

    ეკონომიკურმა კრიზისმა და ამ მიზეზით გამოწვეულმა ნეგატიურმა პროცესებმა საქართველოში ბიზნესის განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა. ქართული ბიზნესისთვის ხელისშემშლელი იყო ბიუროკრატიული მექანიზმიც, სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი ჩარევა და სხვა, რამაც სერიოზული პრობლემები შექმნა. სპეციალისტების ვარაუდით, მდგომარეობის გამოსწორება მომდევნო 2010 წლისთვისაც ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა, არის მთელი რიგი ფაქტორები, რამაც ბიზნესის განვითარებაზე, შეიძლება, გარკვეული პოზიტიური გავლენა იქონიოს.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter