მარი ჩიტაია
22.04.2014

სულ რამდენიმე დღეა, რაც ბელორუსის რესპუბლიკაში ქართული ღვინის მიწოდება განახლდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებას დადებითი შედეგი მოჰყვა და ექსპორტი ბელორუსის მიმართულებით შეუფერხებლად გაგრძელდება.

ელზა წიკლაური
22.04.2014

"კავკასუს-ონლაინს" სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, - "ბიზნეს-რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ კომპანიამ ბაზარზე ახალი პაკეტები გამოიტანა და მომსახურება გააძვირა. ფინანსურ პრობლემებს კატეგორიულად უარყოფენ "კავკასუს ონლაინში". რაც შეეხება პაკეტების განახლებას, კომპანიაში ამბობენ, რომ ეს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად გაკეთდა.

ელზა წიკლაური
22.04.2014

ქართველ ავტოდილერებს მორიგი "სიურპრიზი" ელით. უახლოეს მომავალში საქართველოდან სომხეთში ავტომანქანების რეექსპორტი, შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს. მიზეზი სომხეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა, სადაც წევრი ქვეყნებისთვის განბაჟების ერთობლივი ტარიფი მოქმედებს და იქ, მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს დამატებით, საკმაოდ მაღალი გადასახადებია დაწესებული.

მარი ჩიტაია
19.04.2014

შარშანდელთან შედარებით, სააღდგომო ფასები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ზოგიერთი დასახელების პროდუქტი მცირედით გაიაფდა კიდეც. ასეთია ხორცის ნაწარმი და თევზეული. ბოსტნეულის ფასი კი მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა. მიუხედავად ამისა, მოვაჭრეები სააღდგომო ვაჭრობით მაინც უკმაყოფილოები არიან. მათი თქმით, მყიდველის ნაწილმა სუპერმარკეტებში გადაინაცვლა.

ელზა წიკლაური
19.04.2014

გაზსადენი "სამხრეთ ნაკადი", შესაძლოა, აღარ აშენდეს. აღნიშნული პროექტის მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა უკვე მიიღო. ევროპელი კანონმდებლების პოზიციით, "სამხრეთის ნაკადი" არ უნდა აშენდეს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მიწოდების სხვა წყაროები. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბულგარეთმა თავის ტერიტორიაზე იმ მილების დემონტაჟი განახორციელა, რომლებიც "გაზპრომის" წარმომადგენლებთან ერთად, როგორც "სამხრეთ ნაკადის" დაწყების სიმბოლო, ისე დამონტაჟდა.

მარი ჩიტაია
18.04.2014

უცხოურ ბაზრებზე ოქრო იაფდება. ანალიტიკოსები ფასების შემცირებას მოთხოვნის ვარდნას უკავშირებენ. გაიაფების ტენდენცია წინა კვირას აღინიშნა ჩინეთში, რომელიც ძვირფასი ლითონის უმსხვილესი მომხმარებელია.

მაკა ხარაზიშვილი
18.04.2014

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა ისევ მკვეთრად იზრდება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო რჩება უარყოფითი მიგრაციული სალდოს მქონე ქვეყნად. მძიმე სოციალური ფონის გამო, ემიგრანტები სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, გასვლის სურვილი კი ისევ ბევრს აქვს.

მაკა ხარაზიშვილი
18.04.2014

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა იზრდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების, სათადარიგო ტრასის მოწყობის ან საერთოდ ახალი აეროპორტის აშენების გეგმა ერთ ადგილზე გაიყინა.

მარი ჩიტაია
17.04.2014

საქართველოს სამკურნალო კურორტებზე წელს გაძვირება მოსალოდნელი არ არის. იქ დასვენება ისედაც ძვირი სიამოვნებაა და მორიგი გაძვირება მომხმარებელს დააფრთხობს.

მაკა ხარაზიშვილი
16.04.2014

აღდგომის წინ, ანუ მაშინ, როდესაც ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობაა, ბენზინი გაძვირდა. ნავთობიმპორტიორები ამ ფაქტს საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის მატებით ხსნიან. "პლატცის" მიხედვით, 1 ტონა ბენზინი 30-40 დოლარით გაძვირდა. ეს საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ქართულ ბაზარზე საწვავის ფასი 5 თეთრით გაზრდილიყო.

მარი ჩიტაია
16.04.2014

ქართველი მეჩაიეები სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ჩაის ადგილობრივი წარმოება გაჭირვებაშია და ამ პრობლემის მთავრობისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტა წარმოუდგენელია. ისინი დარგის სუბსიდირებას ითხოვენ და დასძენენ, რომ ქვეყანაში ნედლეულის მნიშვნელოვანი დეფიციტია, რის გამოც წარმოება ვერ ვითარდება.

ელზა წიკლაური
15.04.2014

ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმებისა თუ სანქციების შედეგად სულ 650,8 მლნ ლარი შევიდა. მართალია, 7 და 8 მლრდ-იანი ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირებაში ამ ციფრს სერიოზული გავლენის მოხდენა არ შეიძლებოდა ჰქონოდა, თუმცა 650 მლნ ლარი საქართველოს ტიპის, ზომის თუ რიცხოვნობის ქვეყნისთვის მაინც ძალიან დიდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ 5 წლის განმავლობაში საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ (4 მლნ ადამიანი) ჯარიმის სახით 160 ლარი გადაიხადა, ანუ წელიწადში 32 ლარი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×