სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    19.07.2013

    იპოთკით გაცემულ სესხებზე 6-თვიანი მორატორიუმი ცხადდება. 49 დეპუტატი მზად არის მორატორიუმს მხარი დაუჭიროს. მორატორიუმის ფარგლებში უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამ საკითხს უმტკივნეულოდ დაარეგულირებს. სპეციალიტების აზრით კი, მორატორიუმით ირღვევა ბანკებისა და კერძო იპოთეკარების უფლებები, არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ბანკი გაკოტრებამდეც კი მივიდეს.

    მაკა ხარაზიშვილი
    18.07.2013

    "ყაზტრანსგაზში" ყაზახი მმართველები დაბრუნდებიან. "რეზონანსის" ინფორმაციით, კომპანიის ვალში ყაზახეთის მიმართ არსებული სახელმწიფო ვალის გაქვითვა არ მოხდება, თუმცა ორივე მხარე ვალის რესტრუქტურიზაციაზე თანხმდება.

    მარი ჩიტაია
    18.07.2013

    თხილის კომპანიები რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიან. ჯერჯერობით უცნობია სტანდარტი, რისი დაკმაყოფილებაც ქართულ ნაწარმს მოეთხოვება. თხილის რუსეთში ექსპორტისთვის მთავარ ბარიერად სერტიფიცირება მიიჩნევა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის ძირითადი წინააღმდეგობა, რის გადალახვაც თხილის მწარმოებელ კომპანიებს მოუწევთ.

    მაკა ხარაზიშვილი
    17.07.2013

    ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი ისევ მცირდება. საერთო ჯამში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა წინა წლის მაჩვენებელს ჩამორჩება. ექსპორტის გაზრდის პარალელურად მცირდება უარყოფითი სავაჭრო სალდოს მაჩვენებელი.

    ნატა გიორგაძე
    16.07.2013

    თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ქ# კატეგორიის სატრანზიტო ნომრიან ავტოტრანსპორტზე ახალი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდა. თუ აქამდე საქართველოსკენ მომავალ აღნიშნული ტიპის ტრანსპორტზე სპეციალური შეღავათები მოქმედებდა, 1-ელი ივლისიდან ეს შეღავათები გაუქმდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ სატრანზიტო სანომრე ნიშნით მოძრავ ავტომობილებზე თურქეთის საზღვარზე ფინანსური გადასახადების გაუქმებასთან დაკავშირებით, თურქეთთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია.

    მარი ჩიტაია
    16.07.2013

    წლევანდელი სეზონი უალკოჰოლო სასმელების ბიზნესისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ქართული კომპანიების წარმომადგენელთა განმარტებით, რეალიზაციის მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს მნიშვნელოვნად აჭარბებს. მათი შეფასებით, გაყიდვა გავლენა ამინდმა განაპირობა და აქტიურ ტემპს სეზონის ბოლომდეც შეინარჩუნებენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    13.07.2013

    უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა შემცირდა. ამ პროცესს მოტივად პოლიტიკური სარჩული უდევს - მოსახლეობა, ასევე ბიზნესმენები ფულის დასაბანდებლად არჩევნების დასრულებას ელიან.

    ელზა წიკლაური
    13.07.2013

     1-ლი ოქტომბრიდან "ბორჯომისა" და "ნაბეღლავის" მწარმოებლები მინერალურ წყლებზე გაზრდილ მოსაკრებელს გადაიხდიან. სწორედ ამ პერიოდიდან ბაზარზე აღნიშნული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციაც გაძვირდება. მინერალური წყლებისგან განსხვავებით, დღემდე უცნობია, რა ბედი ეწევა უალკოჰოლო სასმელებს. პროდუქციის ელექტრონული მარკირების საკითხი დღემდე ღიად რჩება.

    ნატა გიორგაძე
    12.07.2013

    ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, "საქართველოს რკინიგზამ" მგზავრობის ტარიფი გააძვირა. 10 ივლისიდან მატარებლის ბილეთის ფასმა, საშუალოდ, 20-60%-ით მოიმატა. მათგან განსხვავებით, მგზავრობის ტარიფი არ გაუძვირებიათ სამარშრუტო ტაქსებს და ავტობუსებს. როგორც "რეზონანსს" თბილისის ავტოსადგურებში განუცხადეს, ბილეთის ფასის გაზრდა არც უახლოეს მომავალში იგეგმება.

    ელზა წიკლაური
    11.07.2013

    მსოფლიო ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი, შესაძლოა, კიდევ შემცირდეს. ცნობილია, რომ პრობლემა ექმნება ევროპას, მათ შორის, იტალიას. საიმედო სიტუაციაში არ არიან არც ევროპის სხვა ქვეყნები, თურქეთს კი, "გეზი" პარკის მოვლენების გამო, მსოფლიო ბანკმა ეკონომიკური ზრდის საპროგნოზი მაჩვენებელი 4%-დან 3,6%-მდე შეუმცირა.

    თიკო ოსმანოვა
    11.07.2013

    სპეციალურად "რეზონანსისთვის" გურჯაანიდან

    წვიმებისა და სეტყვის მიუხედავად, წლეულს კახელები ატმის მოსავალს არ უჩივიან, თუმცა ამჯერად პრობლემა რეალიცაზიაშია. ადგილობრივები ამბობნენ რომ ხილს ჩალის ფასი დაადეს, თუმცა გასაღებას მაინც ვერ ახერხებენ. გლეხები მთავრობას დახმარებას სთხოვენ. ადგილობრივი ხელისუფლება კი პრობლემის მოგვარების პირობას დებს.

    ელზა წიკლაური
    10.07.2013

    წინა ხელისუფლების ანალოგიურად, ტურისტების მოზღვავებას მოქმედი მთავრობაც ელოდება. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, წლის ბოლომდე ქვეყანაში 5,5 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვა, საიდანაც 57%, ანუ დაახლოებით 3,2 მილიონი უშუალოდ ტურისტი იქნება. მომატებული ტურისტების ფონზე კი ქვეყანაში უკვე სასტუმროების დეფიციტიც შეიქმნა, საქართველოს ყველა რეგიონში სასტუმროს ნომრები თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში უკვე დაჯავშნულია.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×