ელზა წიკლაური
29.04.2014

წყალტუბოში, "ნაცმოძრაობის" დროს დაწყებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების უდიდისი ნაწილი ამ დროისათვის შეჩერებულია. ადგილობრივების თქმით, თითქმის არსად მიმდინარეობს. მთელი ქალაქი, გადათხრილ-გადაჩიჩქნილია. საკურორტო ზონის რეაბილიტაცია, რომელიც ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, გამორიცხული არ არის, რომ 2014 წლის ბოლომდეც ვერ მოესწროს.

მაკა ხარაზიშვილი
29.04.2014

წინა ხელისუფლების დროს "საგადასახადო ოაზისში" მყოფი ბიზნესმენები, რომლებიც გადასახადებს მალავდნენ, ბიუჯეტს აზარალებდნენ და კონკურენტებს ავიწროვებდნენ, ისევ ოაზსში დარჩნენ. ახლა მათ ახალი ფავორიტებიც შეემატათ. ამის მაგალითია, თუნდაც "საქართველოს ფოსტა".

მარი ჩიტაია
29.04.2014

მაისის ბოლოდან აფხაზეთში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. დიდი ალბათობით, ოკუპირებული რეგიონის მიმართ წელს ინტერესი შესუსტდება, რადგან რუსების უმრავლესობა, თუნდაც პოლიტიკური მოსაზრების გამო, საზაფხულო შვებულების გატარებას ყირიმში შეეცდება.

მაკა ხარაზიშვილი
29.04.2014

რას შეცვლის თვითმმართველობის არჩევნები რეგიონებში სოცალურ-ეკონომიკური კუთხით? მართალია, რაიონები ფინანსურად კარგა ხანს ისევ ცენტრალურ ბიუჯეტზე იქნებიან დამოკიდებულნი, მაგრამ სპეციალისტები არჩევნების შემდეგ განვითარების უფრო მეტ პერსპექტივას ხედავენ.

ელზა წიკლაური
26.04.2014

1-ლი ივნისიდან მსხვილი იმპორტიორებისთვის იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი უქმდება. შედეგად, 200 000 ლარზე მეტი ბრუნვის მქონე იმპორტიორები შეღავათით ვეღარ ისარგებლებენ. მსხვილი და მცირე მეწარმე-იმპორტიორების დღგ-ით დაბეგვრის ერთიან რეჟიმში მოქცევას აკრიტიკებენ ექსპერტები. ერთი ნაწილის აზრით, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ იმპორტირებული პროდუქციის გაძვირება გამოიწვიოს.

მაკა ხარაზიშვილი
26.04.2014

"საქართველოს განვითარების ბანკის" 49%-ს მსხვილი ბიზნესმენები გაიყოფენ, მათ შორის, ერთ-ერთ აქციონერად ბიძინა ივანიშვილიც მოიაზრება. სპეციალისტების აზრით, "განვითარების ბანკი" მცირე და დამწყებ ბიზნესზეც უნდა იყოს ორიენტირებული, ხოლო მისი მმართველი ფინანსისტი არავითარ შემთხვევაში პოლიტიკოსი ან ექიმი. "საქართველოს განვითარების ბანკის" კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მომავალი კვირიდან დაიწყება.

მაკა ხარაზიშვილი
26.04.2014

დედაქალაქის მერიაში წუხან, რომ ცენტრალური ხელისუფლება თბილისში ტრამვაის პროექტისთვის ინვესტორს არ ეძებს, არადა, ეს პროექტი ახალი ხელისუფლების პრიორიტეტი არ ყოფილა. იდეა, თბილისის უფლებაშეჩერებულ მერ გიგი უგულავას ეკუთვნის.

მაკა ხარაზიშვილი
25.04.2014

რეფინანსირების სესხის მოცულობა ახალ რეკორდს ამყარებს. წინა კვირას ეროვნულმა ბანკმა 600 მილიონი ლარის 4%-იანი სესხი 5 კომერციულ ბანკს გაუნაწილა. წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რეფინანსირების სესხის მოცულობამ 8 მილიარდს გადააჭარბა.

მარი ჩიტაია
25.04.2014

საქართველოს მინერალური წყლების საექსპორტო მაჩვენებელი მატულობს. 2014 წლის პირველი კვარტალის ოფიციალური მონაცემებით, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს, მინერალური წყლების ექსპორტმა 34 415 აშშ დოლარი შეადგინა. შარშან, ანალოგიურ პერიოდში, ეს მაჩვენებელი 15 616 დოლარი იყო. გამოდის, რომ წყლების ექსპორტში 125%-იანი მატებაა.

მაკა ხარაზიშვილი
24.04.2014

"ჩვენი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ვალის შემცირებით, ეკონომიკის შემდგომი აღმავლობა მოვახდინოთ", - ამბობს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. რეალურად კი, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2014 წელს მთავრობამ ყველაზე დიდი ვალის აღება დაგეგმა. მარტო საგარეო ვალი 1,036 მილიონი ლარით იზრდება.

ელზა წიკლაური
24.04.2014

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების 30%-ზე მეტი, ანუ დაახლოებით 1 მლნ ჰექტარი ეროზირებულია, რის გამოც ყოველწლიურად 30-50%-მდე მოსავალი იკარგება. აქედან გამომდინარე, ეროზია ქვეყანაში ერთ-ერთი უმთავრეს პრობლემაა, თუმცა სპეციალისტების განცხადებით, ვერც წინა და ვერც ახლანდელი ხელისუფლება პრობლემის სიმწვავეს ვერ აცნობიერებს.

მარი ჩიტაია
24.04.2014

"რედიქსის" სამშენებლო სამუშაოებმა მოსახლეობა დააზარალა. მშენებლობისთვის დაშვებული დროებითი სამშენებლო ღობე საკადასტრო რუკის საზღვრებს გასცდა და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ დამონტაჟდა. კომპანიის წარმომადგენლები თავს იმართლებენ იმით, რომ კუთვნილი საზღვრები უსაფრთხოების მიზნით გააფართოვეს. თბილისის მერიაში საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით, "რედიქსმა" უსაფრთხოების წესები დაარღვია, რისთვისაც კომპანიას გამოსასწორებელი ვადა დაუწესდა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×