მაკა ხარაზიშვილი
26.06.2014

"რთველი 2014"-ის ორგანიზება უკვე დაიგეგმა. წელს შენარჩუნდება სუბსიდირების სისტემა. კერძოდ, მეღვინეები "შეღავათიანი კრედიტის" მე-5 კომპონენტის ფარგლებში მიიღებენ დაბალპროცეტიან სესხს, რომელსაც ყურძნის შესაძენად გამოიყენებენ. შეგახსენებთ, რომ შარშან ყურძნის ღირებულება 1 ლარიდან იწყებოდა 2 ლარსაც აღწევდა.

მაკა ხარაზიშვილი
26.06.2014

კომერციული ბანკები "საქართველოს განვითარების ბანკს" კონკურენტად მიიჩნევენ. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ვინაიდან კომერციული ბანკები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე არ ზრუნავენ, ისინი ინარჩუნებენ მაღალ საპროცენტო განაკვეთებს და სესხების გაცემისას კონსერვატიულ მიდგომას, ამიტომ დადგა სახელმწიფო ბანკის შექმნის აუცილებლობაც.

მარი ჩიტაია
26.06.2014

ჯერ ივლისი არ დამდგარა, შესაბამისად, საზღვაო სეზონის არ დაწყებულა, მაგრამ შავი ზღვისპირეთში დამსვენებლები უკვე აქტიურობენ. მომსახურების ფასები ჯერ არ შეცვლილა, თუმცა ზაფხულის განმავლობაში საოჯახო ტიპის სასტუმროებში სერიოზულ საფასო ცვლილებებს ელიან.

მარი ჩიტაია
25.06.2014

მალე ავტოდილერებს მუშაობა მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლისთვის მოუწევთ. იმპორტიორების განმარტებით, ეს მათი საქმიანობის დასასრულს ნიშნავს, რადგან შიდა ბაზარზე ავტომობილების მთლიანი რეალიზაციის მხოლოდ 10 პროცენტი მოდის და ასეთ ვიწრო სეგმენტზე გათვლა ბიზნესს პირწმინდად დააზარალებს.

მაკა ხარაზიშვილი
24.06.2014

 6 თვის ბიუჯეტის შესრულებას, სავარაუდოდ, 100-110 მილიონი ლარი დააკლდება. ბიუჯეტის გარღვევის მიზეზი ისევ გრანტები და კრედიტებია. "ბიზნეს-რეზონანსის" ინფორმაციით, 5 თვის მონაცემებით, ქვეყანაში დაგეგმილი გრანტების 46,5% შემოვიდა, ხოლო საგარეო ვალდებულებების კუთხით - 34,7%.

მაკა ხარაზიშვილი
24.06.2014

რუს მართლმადიდებელ მეცენატთა კლუბის წევრების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე "ნამახვანჰესია". წლის ბოლომდე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე მეორედ უნდა დასრულდეს, თუმცა მანამდე ინვესტორი, ალბათ, შეირჩევა კიდეც, რომელიც რუსული კლუბიდან იქნება.

მაკა ხარაზიშვილი
24.06.2014

დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი ყოველწლიურად იზრდება. ოპერატიული მონაცემებით, შემოდგომა-გაზაფხულზე 412 ათასი ჰექტარი მიწა დამუშავდა, რაც 5 ათასი ჰექტრით მეტია 2013 წელზე, ხოლო 108 ათასი ჰექტრით მეტი 2012 წლის მაჩვენებელზე. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნათესი ფართობების ნახტომისებურ ზრდას სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებმა შეუწყო ხელი.

მარი ჩიტაია
24.06.2014

ფეხბურთის ჩემპიონატის გავლენა სპორტული ინვენტარის ბიზნესშიც იგრძნობა. მართალია, ამ მხრივ სპორტულ მაღაზიებს ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ვითარება აქვთ, მაგრამ უმეტეს ნაწილში აღიარებენ, რომ გაყიდვის საერთო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს.

მაკა ხარაზიშვილი
21.06.2014

საქართველოში ინფლაციის ეტაპობრივი ზრდა გრძელდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ 2014 წელი, სავარაუდოდ, 6%-იანი ინფლაციით დასრულდება. ამას ადასტურებს ეროვნული ბანკიც.

მარი ჩიტაია
21.06.2014

რიკოთის ჩაკეტვას ქართველი გადამზიდავებისთვის პრობლემა არ შეუქმნია. გადაზიდვა უმეტესწილად შემოვლითი გზით განხორციელდა, ხოლო ზოგიერთ კომპანიაში ლოდინი არჩიეს და გადაადგილება მხოლოდ გზის გახსნას შემდეგ მოახერხეს.

მაკა ხარაზიშვილი
20.06.2014

კახეთში პარაზიტული მცენარე - კელაპტარა მზესუმზირას ანადგურებს. ქიზიყელები ამბობენ, რომ ამ სარეველასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია, რის გამოც მზეუმზირის ნათესების ნაწილი ხმება. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ კელაპტარა არის პარაზიტი, რომელიც მცენარის ფესვებზე სახლდება და იწოვს მცენარისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებსა და წყალს. ამიტომაც ფერმერებს ურჩევენ, მზესუმზირის დათესვამდე მიწა სპეციალური ფერმენტებით დაამუშავონ, რაც საკმაოდ ძვირია.

ელზა წიკლაური
20.06.2014

თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას. იმის გამო, რომ დედაქალაქის ახალ საკრებულოში უმრავლესობას "ქართული ოცნება" წარმოადგენს, მერიაში კი არჩევნების მეორე ტურის დანიშვნამდე ისევ ნაცმოძრაობა რჩება, პროექტების განხორციელება, გამორიცხული არ არის, რომ შემოდგომამდე გადაიდოს. ამ მოსაზრებას დაფინანსებაშეწყვეტილი მუსიკისა და დრამის თეატრის შენობის მშენებლობის შეჩერება და "პანორამა თბილისის" პროექტიც ამყარებს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×