ელზა წიკლაური
21.05.2014

კომერციული ბანკების მოგება ბოლო 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 400%-ით გაიზარდა. თუ 2010 წლის იანვარ-აპრილში ბანკების წმინდა მოგება 24,3 მლნ ლარი იყო, 2014 წლის იმავე პერიოდში 119,8 მლნ ლარი შეადგინა. კომერციული ბანკების თითქმის გაოთხმაგებულ მოგებას ექსპერტთა ერთი ნაწილი ბანკების პორტფელის რაციონალურად მოწყობას უკავშირებეს. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ბანკების მოგების გაზრდა ინფლაციამ და სავალუტო რყევამ გამოიწვია.

მარი ჩიტაია
21.05.2014

მეცხოველეობის სტატისტიკაში დიდი არეულობაა. განსაკუთრებით გაუგებარია ღორის სულადობის ამსახველი მონაცემები. არც სურსათის ეროვნული სააგენტო, არც რეგიონული სტრუქტურები ღორის სულადობის 38%-მდე კლებას არ ადასტურებენ. ამ დროს კი სტატისტიკოსები გულდაგულ ამტკიცებენ, თითქოს ბოლო ერთ წელიწადში ქვეყანაში ღორების მესამედზე მეტი გაწყდა.

მარიამ ხიდაშელი
21.05.2014

1-ელი ივნისიდან ფოთის პორტში საპორტო-სატერმინალო მომსახურების ტარიფები 40%-ით გაიზრდება. შესაბამისად, გაძვირდება ფოთის პორტიდან შემოსული პროდუქტიც. გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელთა განცხადებით, ვინაიდან ფოთის პორტის მმართველი კომპანია "ეიპიემ ტერმინალსი" მონოპოლისტია, სახელმწიფო ტარიფების განსაზღვრაში თავად უნდა ერეოდეს.

მაკა ხარაზიშვილი
20.05.2014

მთავრობას, უფრო ზუსტად კი ეკონომიკის სამინისტროს, 2014 წელს ინვესტიციების შემოსვლასთან დაკავშირებით პოზიცია არ გააჩნია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეკონომიკის სამინისტროს ჟურნალისტის კითხვებზე პასუხი არ აქვს. პარლამენტში 1-მილიარდიან პროგნოზს აღფრთოვანებით შეხვდნენ, ხოლო ექსპერტებს შარშანდელ მაჩვენებელზე "გასვლაც" კი აეჭვებთ.

მარი ჩიტაია
20.05.2014

რუსეთში ქართულმა ღვინომ აფხაზურ ნაწარმს რეალიზაციის პრობლემა შეუქმნა. სპეციალისტების ინფორმაციით, აფხაზური ჯიშებიდან დღესდღეობით თითქმის არც ერთი აღარ არსებობს, ხოლო აფხაზეთის სახელით გატანილი ღვინო სინამდვილეში მოლდოვური მასალისგანაა დამზადებული, რომელიც რუსულ ბაზრებზე ქართულ ღვინოს კონკურეციას ისევე ვერ უწევს, როგორც ღვინის მოლდოვური ნაწარმი.

მაკა ხარაზიშვილი
20.05.2014

საქართველოში განახლებადი ენერგორესურსების გამოყენებით მინიმუმ 50 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიის წარმოებაა შესაძლებელი. ამ დროისთვის, აქცენტი, ძირითადად, ჰიდრორესურსებზე კეთდება, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სერიოზული მუშაობა მიდის მზისა და ქარის რესურსის ათვისებაზე. წლის დაასაწყისში კახა კალაძემ ქარის ელექტროენერგიის მშენებლობაც დაანონსა, რომელიც მაისში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ინვესტორის გამოსავლენად ჯერ ტენდერიც არ ჩატარებულა.

მარი ჩიტაია
17.05.2014

თხილის ფასმა ყველა რეკორდი მოხსნა. დასავლეთ საქართველოში მდებარე ქარხნები 1 კგ თხილს 6 ლარად იბარებენ. ნედლ, ჯერ კიდევ მსხმოარე ნაწარმს მოსახლეობა წინასწარ 2,50-3 ლარად ყიდის. ასეთი რამ აქამდე არავის ახსოვს.

მაკა ხარაზიშვილი
17.05.2014

2014 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, ექსპორტი 19 მილიონი დოლარით შემცირდა. ამ მაჩვენებელზე გავლენა უკრაინასთან გაუარესებულმა სავაჭრო ურთიერთობამ მოახდინა. სპეციალისტების განცხადებით, უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა ექსპორტზე კვალს აუცილებლად დატოვებს, ვინაიდან საქართველოსთვის იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ქვეყანაა.

მარი ჩიტაია
16.05.2014

ეკონომიკის ზრდის პროგნოზებში ამჯერადაც უზარმაზარი ცდომილებაა. ევრობანკი, სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი აბსოლუტურად განსხვავებულ პარამეტრებს ასახელებენ. სხვაობა იმდენად დიდია, რომ ექსპერტებიც კი დაიბნენ. ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ.

მაკა ხარაზიშვილი
16.05.2014

ევროკავშირის ბაზრის გახსნას ქართველი ფერმერები მოუმზადებლები ხვდებიან. მიზეზი არის ის, რომ ისინი ვერ ახერხებენ დააკმაყოფილონ ევროსტანდარტები, მიიღონ საკმაოდ ძვირადღირებული სერტიფიკატები და საკუთარი პროდუქტი ევრობაზარზე გაიტანონ. გამოდის, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულებით საქართველო სავაჭრო კუთხით თითქმის ვერაფერს იხეირებს.

მაკა ხარაზიშვილი
15.05.2014

"ხუდონჰესის" მშენებლობის კანონიერება ეჭვქვეშაა. სახალხო დამცველმა საკითხი შეისწავლა, სადაც რამდენიმე პრობლემა იკვეთება - არ არსებობს ეკონომიკური ანალიზი, თუ რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა ჰესისგან, უცნობია, გაითვალისწინა თუ არა ინვესტორმა გარემოს დაცვის სამინისტროს 111 შენიშვნა, არ არის მომზადებული განსახლების გეგმა და გაურკვეველია რა კომპენსაცია გადაეცემა, მოსახლეობას ან საერთოდ თუ გადაეცემა.

მაკა ხარაზიშვილი
15.05.2014

წლის ბოლოს სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გამოცხადებული მორატორიუმის ვადა იწურება. მიწების რეგისტრაცია და დახარისხება კი ჯერაც არ დაწყებულა. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 80% დასარეგისტრირებელია.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×