სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა წიკლაური
    20.07.2013

    მიუხედავად მაღალი ფასებისა, საქართველოს ტურისტულ რეგიონებში სასტუმროებისა თუ რესტორნების მომსახურება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი დამსვენებლების უკმაყოფილებას იწვევდა. მომსახურების დაბალ დონეზე საუბრობდნენ დარგის ექსპერტებიც და მთავრობას ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა წლების განმავლობაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მხრივ პრაქტიკულად, არაფერი კეთდებოდა, არადა, ტურიზმი წინა მთავრობის მიერ პრიორიტეტულ დარგად იყო გამოცხადებული.

    მარი ჩიტაია
    19.07.2013

    რუსეთში უკვე 1,16 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო წლის ბოლოსთვის ამ მაჩვენებლის 5 მილიონ ბოთლამდე გაზრდას პროგნოზირებს. სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პირველი საექსპორტო პარტია წარმატებით იყიდება. თუმცა ფალსიფიკაციის შემთხვევა გახშირდა, რამაც შეიძლება ღვინის ქართულ ნაწარმს რუსულ ბაზარზე სერიოზული პრობლემა შეუქმნას.

    ელზა წიკლაური
    19.07.2013

    საზოგადოებრივი ტუალეტის პრობლემის გამო უცხოელი და ადგილობრივი დამსვენებლები პრეტენზია უკვე დიდი ხანია, გამოთქვამენ. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი უკვე არსებობს, ხელისუფლებამ, ვერც წინამ და ჯერჯერობით ვერც ახალმა, ამ პრობლემის მოგვარება დღემდე ვერ შეძლო. არადა, ჯერ კიდევ 2012 წელს ჩატარებული ტენდერის შედეგად, ცნობილი იყო, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 33 ტუალეტის მშენებლობა იმავე წლის ბოლოს დასრულდებოდა და ეს მთავრობას 2,3 მლნ ლარი დაუჯდებოდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    19.07.2013

    იპოთკით გაცემულ სესხებზე 6-თვიანი მორატორიუმი ცხადდება. 49 დეპუტატი მზად არის მორატორიუმს მხარი დაუჭიროს. მორატორიუმის ფარგლებში უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამ საკითხს უმტკივნეულოდ დაარეგულირებს. სპეციალიტების აზრით კი, მორატორიუმით ირღვევა ბანკებისა და კერძო იპოთეკარების უფლებები, არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ბანკი გაკოტრებამდეც კი მივიდეს.

    მაკა ხარაზიშვილი
    18.07.2013

    "ყაზტრანსგაზში" ყაზახი მმართველები დაბრუნდებიან. "რეზონანსის" ინფორმაციით, კომპანიის ვალში ყაზახეთის მიმართ არსებული სახელმწიფო ვალის გაქვითვა არ მოხდება, თუმცა ორივე მხარე ვალის რესტრუქტურიზაციაზე თანხმდება.

    მარი ჩიტაია
    18.07.2013

    თხილის კომპანიები რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიან. ჯერჯერობით უცნობია სტანდარტი, რისი დაკმაყოფილებაც ქართულ ნაწარმს მოეთხოვება. თხილის რუსეთში ექსპორტისთვის მთავარ ბარიერად სერტიფიცირება მიიჩნევა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის ძირითადი წინააღმდეგობა, რის გადალახვაც თხილის მწარმოებელ კომპანიებს მოუწევთ.

    მაკა ხარაზიშვილი
    17.07.2013

    ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი ისევ მცირდება. საერთო ჯამში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა წინა წლის მაჩვენებელს ჩამორჩება. ექსპორტის გაზრდის პარალელურად მცირდება უარყოფითი სავაჭრო სალდოს მაჩვენებელი.

    ნატა გიორგაძე
    16.07.2013

    თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ქ# კატეგორიის სატრანზიტო ნომრიან ავტოტრანსპორტზე ახალი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდა. თუ აქამდე საქართველოსკენ მომავალ აღნიშნული ტიპის ტრანსპორტზე სპეციალური შეღავათები მოქმედებდა, 1-ელი ივლისიდან ეს შეღავათები გაუქმდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ სატრანზიტო სანომრე ნიშნით მოძრავ ავტომობილებზე თურქეთის საზღვარზე ფინანსური გადასახადების გაუქმებასთან დაკავშირებით, თურქეთთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია.

    მარი ჩიტაია
    16.07.2013

    წლევანდელი სეზონი უალკოჰოლო სასმელების ბიზნესისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ქართული კომპანიების წარმომადგენელთა განმარტებით, რეალიზაციის მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს მნიშვნელოვნად აჭარბებს. მათი შეფასებით, გაყიდვა გავლენა ამინდმა განაპირობა და აქტიურ ტემპს სეზონის ბოლომდეც შეინარჩუნებენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    13.07.2013

    უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა შემცირდა. ამ პროცესს მოტივად პოლიტიკური სარჩული უდევს - მოსახლეობა, ასევე ბიზნესმენები ფულის დასაბანდებლად არჩევნების დასრულებას ელიან.

    ელზა წიკლაური
    13.07.2013

     1-ლი ოქტომბრიდან "ბორჯომისა" და "ნაბეღლავის" მწარმოებლები მინერალურ წყლებზე გაზრდილ მოსაკრებელს გადაიხდიან. სწორედ ამ პერიოდიდან ბაზარზე აღნიშნული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციაც გაძვირდება. მინერალური წყლებისგან განსხვავებით, დღემდე უცნობია, რა ბედი ეწევა უალკოჰოლო სასმელებს. პროდუქციის ელექტრონული მარკირების საკითხი დღემდე ღიად რჩება.

    ნატა გიორგაძე
    12.07.2013

    ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, "საქართველოს რკინიგზამ" მგზავრობის ტარიფი გააძვირა. 10 ივლისიდან მატარებლის ბილეთის ფასმა, საშუალოდ, 20-60%-ით მოიმატა. მათგან განსხვავებით, მგზავრობის ტარიფი არ გაუძვირებიათ სამარშრუტო ტაქსებს და ავტობუსებს. როგორც "რეზონანსს" თბილისის ავტოსადგურებში განუცხადეს, ბილეთის ფასის გაზრდა არც უახლოეს მომავალში იგეგმება.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×