სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    22.06.2013

    ივლისის დასაწყისში რუსეთში ქართულ ხილ-ბოსტნეულს ელოდებიან. მეზობლის ბაზარზე 22 ათას ბოთლამდე კონიაკი უკვე გავიდა, ასევე რუსულ მაღაზიებში ქართული ღვინო და "ბორჯომი" იყიდება.

    მაკა ხარაზიშვილი
    21.06.2013

     თამბაქოზე აქციზის გაზრდით სახელმწიფო ბიუჯეტი დამატებით 70 მილიონ ლარამდე მიიღებს. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, 2014 წლის 1-ლი იანვრის ნაცვლად, თამბაქოზე აქციზი 1-ლი სექტემბრიდან გაიზრდება. თამბაქოს იმპორტიორი კომპანიები სიგარეტის გაძვირებას გარდაუვლად მიიჩნევენ, თუმცა რამდენი თეთრით, ჯერ დათვლილი არ არის.

    მაკა ხარაზიშვილი
    21.06.2013

    ქართველი მეწარმეების ნაწილი ენერგოტარიფის შემცირებას ითხოვს. ისინი აპირებენ, ტარიფის გადახედვის თხოვნით მთავრობასაც მიმართონ. სპეციალისტები კი ტარიფის შემცირებას შეუძლებლად მიიჩნევენ.

    მარი ჩიტაია
    21.06.2013

    სამშენებლო კომპანია "ევორდის" დაზარალებულთა პრობლემა ისევ გადაუჭრელია. ისინი პროკურატურის უნიათობაზეც ალაპარაკდნენ. მობინადრეებს აქვთ ეჭვი, რომ კომპანიის ხელმძღვანელი ლევან საყვარელიძე საერთო ენას ახალ ხელისუფლებასთანაც პოულობს და პასუხისმგებლობის ასაცილებლად ყველა ნაცად ხერხს მიმართავს. დაზარალებულები კატეგორიულად ითხოვენ, რომ "ევორდის" საკუთრებაში არსებული ქონება გადაეცეთ საკუთრებაში მათ ან მათ მიერვე დაფუძნებულ კომპანიას.

    მაკა ხარაზიშვილი
    20.06.2013

    კახეთში ყურძნის არნახულ მოსავალს ელიან. მიუხედავად იმისა, რომ შარშან სეტყვამ გურჯაანის რაიონში ვაზი ძალიან დააზიანა, ყურძენს მაინც კარგი პირი უჩანს. ამჯერად გლეხების სადარდებელი ისევ სეტყვაა. მთავრობაში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დანერგვაზე მუშაობენ, თუმცა ამბობენ, რომ წლეულს ამ სისტემის ლამონტაჟება ვერ ესწრება.

    მაკა ხარაზიშვილი
    19.06.2013

    საქართველოში შემოსული პირების მხოლოდ 57%-ია ტურისტი, დანარჩენი ვიზიტორია. ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილია თბილისი. სხვათა შორის, ტურისტები უფრო ხშირად დადიან მარნეულში, ვიდრე მცხეთაში. ტურიზმის ახალი ხელმძღვანელობა დარგში რევოლუციურ გადატრიალებას გეგმავს და აცხადებს, რომ შეიქმნება სტრატეგია და გადაწყვეტილებები ერთი კაცის ნება-სურვილით აღარ მიიღება.

    მაკა ხარაზიშვილი
    18.06.2013

    საშუალო ხელფასი, დაახლოებით, 8%-ით გაიზარდა. სპეციალისტების განცხადებით, ასევე საინტერესოა სტატისტიკის სამსახურის მორიგი კვლევა, გაიზარდა თუ არა დასაქმების მაჩვენებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთეულებისთვის გაზრდილი ანაზღაურება სოციალურ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.

    ელზა წიკლაური
    18.06.2013

     ბაზარზე, შესაძლოა, ოჯახურ პირობებში დაკლული პირუტყვის ხორცი დაბრუნდეს. ეს საქმე, სავარაუდოდ, მხოლოდ სასაკლაოების ხელში აღარ იქნება და ცხოველის დაკვლის უფლება, ხორცის შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ოჯახური წარმოების სუბიექტებსაც მიეცემათ. აღნიშნული ინიციატივის ავტორი დეპუტატი კობა დავითაშვილია, რომლის თქმით, მის მიერ მომზადებული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში ხორცის არალეგალური ბაზარი აღარ იარსებებს და პროდუქტზე ფასიც შემცირდება.

    ელზა წიკლაური
    18.06.2013

    საქართველო - 226 მლნ დოლარი, სომხეთი - 131 მლნ დოლარი, აზერბაიჯანი - 1,2 მლრდ დოლარი, ბელორუსი - 1,1 მლრდ დოლარი - ასე გამოიყურება 2013 წლის პირველი კვარტალის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ზემოთ ჩამოთვლილ ოთხივე ქვეყანაში. საქართველოსა და სომხეთში, როგორც ორივე ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, 2012 წელთან შედარებით, წლეულს ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია, განსხვავებით აზერბაიჯანისა და ბელორუსისგან, სადაც უცხოური კაპიტალი თითქმის 40-48%-ითაა გაზრდილი.

    მაკა ხარაზიშვილი
    15.06.2013

    დეფლაცია კიდევ უფრო ღრმავდება. ზაფხულისთვის ფასების შემცირება ისედაც დამახასიათებელია, შესაბამისად, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დეფლაცია უკვე საშიშ სახეს მიიღებს - იზღუდება ეკონომიკური ზრდა.

    ელზა წიკლაური
    15.06.2013

    "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არსებულ სამართლებრივ ხვრელებზე საუბრობს და ხელისუფლებას მისი გამოსწორებისკენ მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, 2012 წელს 800 მილიონი ლარის კონტრაქტი ბუნდოვან ვითარებაში გაფორმდა. ორგანიზაციის კვლევას ნაწილობრივ ეთანხმება იურისტი ლევან ალაფიშვილი. მისი თქმით, ტენდერის ჩატარებისას სისტემური ხარვეზები არ არსებობს, პრობლემები ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იწყება.

    მარიამ ხიდაშელი
    06.12.2011

      2011 წელი ნავთობპროდუქტების ბაზრისთვის წარმატებულად მიიჩნევა. წინასწარი მონაცემებით, ამ ბაზარზე წლეულს გაცილებით მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე შარშან. გარდა ამისა, გორის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გაიხსნა მულტიფუნქციური ავტოგასამართი სადგურები. ამასთანავე, ბაზარზე შემოვიდა კიდევ ერთი მსხვილი ნავთობკომპანია - "გალფი". უფრო დაწვრილებით, ნავთობპროდუქტების ბაზარს, ახალი წლის პირველ თვეს, ტრადიციულად, ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირი შეაჯამებს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved