ელზა წიკლაური
24.09.2014

ევროპულ ავტომანქანებზე საბაჟო გადასახადი უკვე გაუქმდა, შესაბამისად, იმპორტიორი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნიდან ავტომანქანის შემოყვანას გადაწყვეტს, ერთ მანქანაზე, საშუალოდ, 150-300 ლარს დაზოგავს. საბაჟო გადასახადის გაუქმებით შემოსავალი შეუმცირდება ბიუჯეტსაც, თუმცა უმნიშვნელოდ - ხაზინას ამით ყოველწლიურად მხოლოდ 8-10 მლნ ლარი დააკლდება. რაც შეეხება აქციზის გადასახადს, რომელსაც ავტომანქანის განბაჟების საერთო ღირებულებაში ყველაზე მაღალი წილი უკავია, არ შემცირდება. ამ მხრივ ცვლილება ჯერჯერობით არ იგეგმება.

მაკა ხარაზიშვილი
24.09.2014

223 400 გადასახადის გადამხდელს სახელმწიფოს მიმართ 4,5 მილიარდ ლარზე მეტი მართებს. აქედან პარლამენტი მხოლოდ იმ დავალიანებას ჩამოწერს, რომელიც ამა თუ იმ კომპანიას 2005 წლამდე დაუგროვდა და იგი ბაზრიდან საერთოდ გამქრალია. საგადასახადო კოდექსში ცვლილება არ შეეხება იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში "საგადასახადო ოაზისში" იმყოფებოდნენ.

მარი ჩიტაია
24.09.2014

აჭარაში მომხდარ სტიქიას ციტრუსი ჯერჯერობით გადაურჩა. ფერმერების ინფორმაციით, დანაკარგი არ აქვთ, თუმცა ნაადრევად აციებამ, შესაძლოა, ციტრუსის ხარისხზე ცუდად იმოქმედოს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნებისმიერი ზარალი, რომელიც შესაძლოა, ციტრუსს მიადგეს, აგროდაზღვევის ფარგლებში ანაზღაურდება.

მაკა ხარაზიშვილი
23.09.2014

9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 350 მილიონი ლარით გაირღვევა. მესამე კვარტალში სახელმწიფო უწყებებმა გრანტების მობილიზება, ასე თუ ისე მოახერხეს, მაგრამ რთული მდგომარეობაა საგარეო ვალდებულებების ზრდის კუთხით. მძიმეა ვითარება ხარჯების გეგმის შესრულების მიმართულებითაც. სამინისტროები ვერ ახერხებენ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა სკოლების, გზების, სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

მაკა ხარაზიშვილი
23.09.2014

ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე 329 საწარმო ირიცხება. მათი უმეტესობა ამორტიზებულია და რაც დრო გადის კიდევ უფრო ნადგურდება. ექსპერტები როგორც წინა, ისე ამჟამინდელ მთავრობას საპრივატიზაციო პოლიტიკას უწუნებენ. ისინი, აღნიშნავენ, რომ საწარმოები, რომლებიც ეკონომიკას ამუხრუჭებს, სასწრაფოდ ნულოვანი აუქციონითა და საინვესტიციო პირობებიც უნდა გაიყიდოს.

მაკა ხარაზიშვილი
23.09.2014

საქართველოს სანავთობო ბაზარზე აბსოლუტური განუკითხაობაა. მსხვილი ნავთობიმპორტიორები უფრო მეტად ყვლეფენ ავტომფლობელებს, ვიდრე ამას წინა მთავრობისას სჩადიოდნენ. უკვე რამდენიმე თვეა, მთელ მსოფლიოში ნავთობის ფასი ქვემოთ მიექანება, საქართველოში კი საწვავის გაიაფებას არავინ აპირებს. ამ პროცესზე უკვე აღარც მთავრობა რეაგირებს. მთავრობის სიჩუმე კი მოსახლეობაში ისევ ბადებს კითხვას - ამჯერად ვის ჯიბეში მიექანება სანავთობო სექტორში შესული დიდი მოგების წილი?

მარი ჩიტაია
23.09.2014

ქართველი მძღოლების უმეტესობა ტექდათვალიერების პროცესისთვის მზად არ არის. მათთვის ისიც უცნობია, როგორ მომზადდეს ავტომობილი ტექდათვალიერებისთვის.

მარი ჩიტაია
20.09.2014

მთავრობამ უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების ახალი წესი დაამტკიცა. ახალი რეგულაციებით, მთლიანად იცვლება ძველი მიდგომა და ახლებურად განისაზღვრა ყველა კონკრეტული შემთხვევა, რომელიც უცხოელს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შეძენის უფლებას აძლევს.

მარი ჩიტაია
20.09.2014

უკრაინაში ქართული ღვინის ექსპორტმა იკლო. ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამ ჩვენი პროდუქციის საექსპორტო მაჩვენებელზე ცუდად იმოქმედა. 2014 წლის ბოლო რვა თვის მონაცემებით, შარშანდელ პერიოდთან შედარებით, უკრაინაში ღვინის ექსპორტი 25%-ით შემცირდა. რაც შეეხება რუსეთს, იქ ქართულ ღვინოს მყარი პოზიცია აქვს და მისი წილი ამ ბაზარზე მთლიანი ექსპორტის 70%-ს შეადგენს.

მაკა ხარაზიშვილი
20.09.2014

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ყოველთვიურად ათასობით ბიზნეს სუბიექტი რეგისტრირდება, თუმცა აქედან შეიძლება აქტიური 10 კომპანიაც კი არ იყოს. არადა, როდესაც ბიზნესის ხელშეწყობაზეა საუბარი ხელისუფლებაში, სწორედ რეგისტრაციის მაჩვენებლის ზრდით აპელირებენ. ბოლო მონაცემებით საქართველოში 476 ათასი მკვდარი ფირმაა.

მაკა ხარაზიშვილი
19.09.2014

სახაზინო ვალდებულებებითა და ობლიგაციების გამოშვების შედეგად სახელმწიფოს შიდა ვალმა 1,2 მილიარდს მიაღწია. ექსპერტების ერთი ნაწილის განცხადებით, ეს არის ფინანსური პირამიდა, რომელმაც არ არის გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს სახელმწიფო დეფოლტის წინაშეც კი დააყენოს. თუმცა ამ ეტაპზე სპეციალისტები ამის საშიშროებას ვერ ხედავენ. სხვათა შორის, 7 თვეში შიდა ვალი ნახევარი მილიარდით გაიზარდა და წელს რეკორდი ამ მხრივაც დამყარდა.

მარი ჩიტაია
19.09.2014

ქართველი ფერმერების უმეტესობა ევროპულ ბაზარზე პროდუქტის გატანას ვერ ახერხებს. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, 1-ლი სექტემბრიდან ევროკავშირის ბაზარზე ქართული წარმოების პროდუქტისთვის გზა გაიხსნა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×