სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    10.08.2013

    საქართველოში საწვავის მორიგი გაიაფება ჯერ არ იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასი დაბლა დაეშვა, ქართველი იმპორტიორები არ ჩქარობენ და მოვლენების შემდგომ განვითარებას ელოდებიან. ნავთობპროდუქტების კომპანიების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ერთკვირიან სავაჭრო პერიოდში მიმდინარე პროცესი საფასო ტენდენციის ჩამოსაყალიბებლად არასაკმარისია.

    მარი ჩიტაია
    09.08.2013

    დასაქმების ონლაინ-სააგენტოებს მთავრობის სახით ახალი კონკურენტი გამოუჩნდათ. წლის ბოლომდე ამოქმედდება დასაქმების ონლაინ-ბირჟა, რომელიც დამსაქმებელს საჭირო კადრების მარტივად მოძიების საშუალებას მისცემს. უახლოეს მომავალში კი შრომის ბაზრის შესწავლას, სოციალური მომსახურების აგენტები მთელ საქართველოში დაიწყებენ.

    მარი ჩიტაია
    09.08.2013

    საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია მესტიაში სათხილამურო ტრასის მშენებლობას გეგმავს. 10-12 კმ-იან მონაკვეთზე ახალი სათხილამურო მარშრუტი 2014 წლის მარტამდე აშენდება. ამავე პერიოდში იგეგმება კურორტ "თეთნულდის" გახსნაც. სერიოზული ცვლილებებია დაგეგმილი "წყალტუბოს" რეკონსტრუქციაშიც.

    ელზა წიკლაური
    08.08.2013

    კომერციულმა ბანკებმა, შესაძლოა, კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით ასაკობრივი ზედა ზღვარი დააწესონ. ასეთი შემთხვევა უკვე მოხდა, ერთ-ერთ რესპონდენტს კომერციულ ბანკში (რომლის დასახელებიგან შეგნებულად თავს ვიკავებთ) სესხის გაცემაზე უარი მხოლოდ იმიტომ უთხრეს, რომ ის 55 წლისაა. მას განუმარტეს, რომ ახალი წესი აქვთ, რომლის მიხედვითაც 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის კრედიტის გაცემა არ ხდება. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ სესხის გაცემასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს და ასეთი გადაწყვეტილება თუ მითითება მათ არ გაუციათ.

    მაკა ხარაზიშვილი
    07.08.2013

    სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დაწყებული უპრეცედენტო პროგრამის ერთი ნაწილი - სასოფლო-სამეურნეო ბარათის დარიგება და განაღდება დასრულდა. წლების შემდეგ, პირველად საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი თითქმის სრულად დამუშავდა. ორჯერ გლეხებს შესაძლებლობა მიეცათ განეახლებინათ და შეეძინათ სასოფლო-სამეურნეო იარაღები; საკუთრ ნაკვეთებში, ეკონომიის გარეშე, შეეტანათ ხარისხიანი მცენარეთა დაცვის საშუალებები, სათესლე მასალა.

    მარი ჩიტაია
    07.08.2013

    სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებისთვის საკანონმდებლო ბაზა შემუშავდა. კანონპროექტი სრულყოფილად სექტემბრიდან ამოქმედდება. 1 წელიწადში საქართველოს კოოპერატივებში 15 ათასი ადამიანი მაინც გაერთიანდება,

    მარი ჩიტაია
    06.08.2013

    საქართველოში სარეკლამო ბიზნესს პრობლემები აქვს. ტენდენცია, რომელიც ქვეყანაში სარეკლამო ბიზნესის მდგომარეობას ასახავს, არჩევნების შემდეგ კლებისკენაა. სტატისტიკური მონაცემების არარსებობა კომუნიკაციის სფეროს ექსპერტებსა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს პროცესების ზუსტი შეფასების საშუალებას არ აძლევს. ბოლო პერიოდში კონკრეტული მონიტორინგი და ბაზრის კვლევა არც კი ჩატარებულა.

    მარი ჩიტაია
    06.08.2013

    ბოლო პერიოდში ველოსიპედი აქტიური სატრანსპორტო საშუალება გახდა. ქართულ ბაზარზე ე.წ. ველობიზნესი ერთ-ერთი გამონაკლისი შემთხვევაა, სადაც მომხმარებელი განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენს. გაყიდვის თვალსაზრისით კარგი მაჩვენებელი ფიქსირდება როგორც სპორტული ინვენტარების სავაჭრო ქსელში, ასევე მაღაზიებსა და ბაზრობებზე.

    ელზა წიკლაური
    06.08.2013

    მთავრობა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის "დაკონსერვებას" აპირებს. ცნობილია, რომ ხაზის მშენებლობა იმ დრომდე შეჩერდება, სანამ არ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება თუ როგორ უნდა გაგრძელდეს დედაქალაქის ცენტრიდან სარკინიგზო ხაზის გადატანის გეგმა. შემოვლითი რკინიგზის პროექტის "დაკონსერვებას" არასწორ გადაწყვეტილებას უწოდებს თბილისის მერი გიგი უგულავა.

    მარი ჩიტაია
    06.08.2013

    დასავლეთ საქართველოში სტიქიამ სიმინდის ყანების დიდი ნაწილი ძლიერ დააზიანა. მოსახლეობის ვარაუდით, მოსავალი შეუმცირდებათ, რამდენიმე რაიონში, შეიძლება, განახევრდეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამინდი თავდაპირველად საუკეთესო იყო და დიდ მოსავალსაც ელოდნენ, თუმცა, სტიქიის გამო, ყანების ნაწილი განადგურდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    03.08.2013

    ქართველი ექსპორტიორები ამერიკაში პროდუქტის გატანისას GSPსისტემით ვეღარ ისარგებლებენ. ეს ნიშნავს, რომ ამერიკაში ქართული ნაწარმი გაძვირდება და მათი კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო შემცირდება.

    მარი ჩიტაია
    03.08.2013

    აჭარაში ციტრუსის რუსეთში გასატანად სამზადისი დაიწყო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტრანსპორტირებისა და სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. მალე ქართული ციტრუსი ახალი ტექნოლოგიებით დახარისხდება და დაფასოვდება.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved