სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა წიკლაური
    27.08.2013

    ექსპორტი ისევ გაიზარდა, იმპორტი კი კვლავ შემცირდა. შედეგად ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 948,5 მილიონ ლარით განისაზღვრა, რაც 2010 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია. საერთო ჯამში, საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2%-ით დაიკლო. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორთა სამეულში კი ისევ თურქეთი (830 მლნ. დოლარი), აზერბაიჯანი (715 მლნ. დოლარი) და უკრაინა (411 მლნ. დოლარი) შედიან. საგარეო ვაჭრობაში ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობას მთლიანი ვაჭრობის 26% უჭირავს, დსთ-ს ქვეყნებს - 33%, სხვა ქვეყნებს - 41%.

    მარი ჩიტაია
    27.08.2013

    რთველის წლევანდელი სეზონი, განვლილი პერიოდისგან განსხვავებით, ბევრად გამორჩეულია. ამისთვის მთავრობამ სეზონის დაწყებამდე იზრუნა და მაქსიმალურად შეეცადა, ყურძნის კრეფა და დაბინავება ნაკლები პრობლემით ჩატარდეს. სპეციალურად ამ მიზნით გაიხსნა "რთველი 2013"-ის საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს.

    ელზა წიკლაური
    24.08.2013

    ეკონომიკური ვარდნის მიუხედავად, ქართული საბანკო სექტორის მოგება ისევ იზრდება. 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოგება 90 მილიონით, წინა თვესთან შედარებით კი 40 მილიონით არის გაზრდილი და ივლისის მონაცემებზე 192 მილიონით მეტია. ექსპერტთა ერთი ნაწილი საბანკო სექტორის მოგების ზრდას წინა წლებში გაცემული ჭარბი რაოდენობით სესხებისგან მიღებულ პროცენტებს უკავშირებს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ მოგების საერთო მაჩვენებელის ზრდა შარშან ზარალზე მყოფი რამდენიმე ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებამ გამოიწვია.

    ელზა წიკლაური
    24.08.2013

    ქართული ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების შემდეგ, რუსეთში ხილ-ბოსტენეულის ექსპორტიც განახლდება. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და სექტემბრიდან ჩრდილოეთისკენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაც დაიძვრება. "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენელი ალქსეი ალექსეენკოს განცხადებით, სექტემბრის ბოლომდე რუსეთი საქართველოდან ვაშლის, ბოსტნეულის, თხილისა და ციტრუსის იმპორტს განაახლებს.

    მარი ჩიტაია
    23.08.2013

    თურქეთის ტერიტორიაზე ფურგუნის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტრანზიტის გადასახადი გამარტივდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ თურქულ მხარესთან შეთანხმებას მხოლოდ დიდი ძალისხმევის შემდეგ მიაღწია. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ საკითხი ერთი უწყების პრეროგატივას უნდა გაცდეს და საქმეში მთავრობები ჩაერთონ. მათი აზრით, უნდა მომხდარიყო შეღავათის არა შემცირება, არამედ საერთოდ მისი გაუქმება, რადგან თავის დროზე უმართებულოდ დაწესდა.

    ელზა წიკლაური
    22.08.2013

    დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა "არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში" დროებითი მმართველი დანიშნა. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ დროებითი მმართველი კომპანიაში სულ რაღაც 2 თვე დარჩება და მას ფინანსური პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. თუკი ამ პერიოდში სიტუაცია არ გამოსწორდა, "არქიმედეს გლობალ ჯორჯია" სახელმწიფო პროგრამებს გამოეთიშება და აღნიშნული პროგრამების სხვა სუბიექტზე გადაბარების პროცესი დაიწყება.

    მარი ჩიტაია
    22.08.2013

    საარსებო მინიმუმის დასადგენად სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც მედიაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა და ექსპერტებიც გააქტიურდნენ, საარსებო მინიმუმის დადგენის ახალ მექანიზმზე ხელისუფლებაც ალაპარაკდა.

    მარი ჩიტაია
    21.08.2013

    კვერცხის იმპორტი რეკორდული სისწრაფით იზრდება, ქართველი მეწარმეებისთვის მდგომარეობა კი ძალიან საგანგაშოა. არ არის გამორიცხული, წარმოება საერთოდაც შეჩერდეს. იმპორტის 795%-იანი ზრდა ნიშნავს, რომ ქართველ მეწარმეებს კრიზისი აქვთ.

    მარი ჩიტაია
    20.08.2013

    უამინდობამ დასავლეთ საქართველოში მეჩაიეობის დარგს სერიოზული პრობლემა შეუქმნა, რაც საბოლოოდ მოსავლის რაოდენობაზე ცუდად აისახება. არ არის გამორიცხული, ჩაის მოსავალი 30%-ით შემცირდეს, სავარაუდოდ, 2300 ტონამდე. შარშან ამ მაჩვენებელმა 3500 ტონა შეადგინა.

    მაკა ხარაზიშვილი
    20.08.2013

    მარი ჩიტაია

    "ტრაქტორების საქმეზე" გამოძიება გრძელდება. დაკავებული მაღალჩინოსნები და მეცნიერები გირაოთი გაათავისუფლეს. ამჯერად, საზოგადოების დიდი ნაწილი მათთვის ბრალის მოხსნის გადაწყვეტილებას ელოდება. სხვადასხვა დასკვნის საფუძველზე დასტურდება, რომ "ნიუ ჰოლანდის" მიერ წარმოებულ ტრაქტორებს "ზეტორ ფროქსიმას" ტრაქტორები ყველა მახასიათებლის მიხედვით სჯობნის. შესაბამისად, განადგურების პირას მყოფი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის "ზეტორის" წარმოებული მაღალი სიმძლავრის მქონე ტრაქტორების შესყიდვა უმნიშვნელოვანესი იყო.

    ელზა წიკლაური
    20.08.2013

    კახეთი, სამეგრელო, აჭარა და ახლა უკვე გურია - სტიქიამ, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს რამდენჯერმე დაატყდა თავს, მოსახლეობა სერიოზულად აზარალა. ხანგრძლივმა უამინდობამ თავისი მძიმე შედეგები მოიტანა, ოთხივე რეგიონში განადგურდა სასოფლო სავარგულები, ვენახები, დაიტბორა სახლები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. გურიაში კი, სადაც ბოლო 3 დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, მეწყერსაშიში ზონები წარმოიქმნა, რის გამოც რამდენიმე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

    მარი ჩიტაია
    20.08.2013

    უცხოელი ტურისტების მატება გიდის მომსახურების სერვისსაც დაეტყო, მათზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თავის მხრივ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სპეციალური ღონისძიებების გატარებაც დასჭირდა, რომ ტურისტისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს როგორც გადაადგილება, ასევე ქვეყნის ღირშესანიშნაობების გაცნობა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved