მაკა ხარაზიშვილი
25.04.2014

რეფინანსირების სესხის მოცულობა ახალ რეკორდს ამყარებს. წინა კვირას ეროვნულმა ბანკმა 600 მილიონი ლარის 4%-იანი სესხი 5 კომერციულ ბანკს გაუნაწილა. წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რეფინანსირების სესხის მოცულობამ 8 მილიარდს გადააჭარბა.

მარი ჩიტაია
25.04.2014

საქართველოს მინერალური წყლების საექსპორტო მაჩვენებელი მატულობს. 2014 წლის პირველი კვარტალის ოფიციალური მონაცემებით, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს, მინერალური წყლების ექსპორტმა 34 415 აშშ დოლარი შეადგინა. შარშან, ანალოგიურ პერიოდში, ეს მაჩვენებელი 15 616 დოლარი იყო. გამოდის, რომ წყლების ექსპორტში 125%-იანი მატებაა.

მაკა ხარაზიშვილი
24.04.2014

"ჩვენი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ვალის შემცირებით, ეკონომიკის შემდგომი აღმავლობა მოვახდინოთ", - ამბობს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. რეალურად კი, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2014 წელს მთავრობამ ყველაზე დიდი ვალის აღება დაგეგმა. მარტო საგარეო ვალი 1,036 მილიონი ლარით იზრდება.

ელზა წიკლაური
24.04.2014

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების 30%-ზე მეტი, ანუ დაახლოებით 1 მლნ ჰექტარი ეროზირებულია, რის გამოც ყოველწლიურად 30-50%-მდე მოსავალი იკარგება. აქედან გამომდინარე, ეროზია ქვეყანაში ერთ-ერთი უმთავრეს პრობლემაა, თუმცა სპეციალისტების განცხადებით, ვერც წინა და ვერც ახლანდელი ხელისუფლება პრობლემის სიმწვავეს ვერ აცნობიერებს.

მარი ჩიტაია
24.04.2014

"რედიქსის" სამშენებლო სამუშაოებმა მოსახლეობა დააზარალა. მშენებლობისთვის დაშვებული დროებითი სამშენებლო ღობე საკადასტრო რუკის საზღვრებს გასცდა და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ დამონტაჟდა. კომპანიის წარმომადგენლები თავს იმართლებენ იმით, რომ კუთვნილი საზღვრები უსაფრთხოების მიზნით გააფართოვეს. თბილისის მერიაში საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით, "რედიქსმა" უსაფრთხოების წესები დაარღვია, რისთვისაც კომპანიას გამოსასწორებელი ვადა დაუწესდა.

მაკა ხარაზიშვილი
23.04.2014

"თითო საწარმო თითო რაიონში" - ეს ლოზუნგი ახალი მთავრობისთვისაც პოპულარულია. ცოტა ხნის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი დავალებით მზადდება გეგმა რაიონებში ტრადიციული საწარმოების აღდგენასთან დაკავშირებით. ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ გეგმა დამუშავების პროცესშია და პრეზენტაციას მალე გამართავენ.

მაკა ხარაზიშვილი
22.04.2014

საქართველოში სასმელი წყლის დანაკარგი საერთაშორისო სტანდარტებს რამდენჯერმე აჭარბებს. ამის მიზეზი წლების განმავლობაში მოწესრიგებელი გამრიცხველიანება და ხშირი ავარიებია, რაც დანაკარგის მაჩვენებელს ზრდის. მაღალი დანაკარგების გამო, კომპანიები ბევრს არაფერს ზარალობენ, ვინაიდან ყველა ხარჯს მოსახლეობა საკუთარი ჯიბიდან ფარავს. საყურადღებოა, რომ სასმელი წყლის ყველაზე მცირე ტარიფი საჩხერეშია, ვინაიდან "საჩხერის წყალკანალს" ყველაზე მოწესრიგებული ქსელი აქვს და დანაკარგი მინიმუმამდეა დაყვანილი.

მარი ჩიტაია
22.04.2014

სააღდგომო ვაჭრობა დასრულდა. დატვირთული სამუშაო რეჟიმის შემდეგ, სავაჭრო ობიექტების უმრავლესობამ 2 დღით დაისვენა. მაღაზიების ადმინისტრატორები და და აგრარული ბაზრების მოვაჭრეები ნავაჭრით დიდად კმაყოფილი არ არიან, რადგან გაყიდვის საერთო მაჩვენებელი მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიუმჯობესეს. მათ უმრავლესობას შედეგი ჯერ არ დაუთვლია, განსაკუთრებით დიდ სავაჭრო ობიექტებს.

მაკა ხარაზიშვილი
22.04.2014

ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჯერჯერობით არ ჩანს. ქვეყანა, შარშანდელთან შედარებით არც განსაკუთრებული ეკონომიკური აქტივობით გამოირჩევა. შესაბამისად, სპეციალისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ოპტიმისტურად დაგეგმილი 2014 წლის ბიუჯეტი ისევ პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.

მარი ჩიტაია
22.04.2014

სულ რამდენიმე დღეა, რაც ბელორუსის რესპუბლიკაში ქართული ღვინის მიწოდება განახლდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებას დადებითი შედეგი მოჰყვა და ექსპორტი ბელორუსის მიმართულებით შეუფერხებლად გაგრძელდება.

ელზა წიკლაური
22.04.2014

"კავკასუს-ონლაინს" სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, - "ბიზნეს-რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ კომპანიამ ბაზარზე ახალი პაკეტები გამოიტანა და მომსახურება გააძვირა. ფინანსურ პრობლემებს კატეგორიულად უარყოფენ "კავკასუს ონლაინში". რაც შეეხება პაკეტების განახლებას, კომპანიაში ამბობენ, რომ ეს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად გაკეთდა.

ელზა წიკლაური
22.04.2014

ქართველ ავტოდილერებს მორიგი "სიურპრიზი" ელით. უახლოეს მომავალში საქართველოდან სომხეთში ავტომანქანების რეექსპორტი, შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს. მიზეზი სომხეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა, სადაც წევრი ქვეყნებისთვის განბაჟების ერთობლივი ტარიფი მოქმედებს და იქ, მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს დამატებით, საკმაოდ მაღალი გადასახადებია დაწესებული.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×