სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    27.09.2013

    წელს სიმინდის მოსავალი რეკორდული იქნება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო 600 ათას ტონა მოსავალს ელოდება, ხოლო დათესილი ფართობის მოცულობა 174 ათას ჰექტარს შეადგენდა. მოსავალთან ერთად, სიმინდის ფასმაც მოიმატა. შარშანდელთან შედარებით, ფასი საკმაოდ გაიზარდა და ფუთზე 15 ლარი შეადგინა. ექსპერტების ვარაუდით, მაღალ ფასს სიმინდი დაახლოებით წლის ბოლომდე შეინარჩუნებს.

    მარი ჩიტაია
    26.09.2013

    საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირება ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია. სპეციალისტების შეფასებით, ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესები დაიწყო და ტენდენცია თუ გაგრძელდება, ქვეყანას ეძლევა რეალური შესაძლებლობა, სალდო გაცილებით მეტი მაჩვენებლითაც შეამციროს. თუმცა, ექსპორტისა და იმპორტის დასაბალანსებლად უახლოესი რამდენიმე წელიც არასაკმარისია, რადგან ქვეყანას წლების განმავლობაში უზარმაზარი უარყოფითი სავაჭრო სალდო ჰქონდა.

    მარი ჩიტაია
    25.09.2013

    საქართველომ საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის სტატისტიკური მაჩვენებლები გაიუმჯობესა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის იანვარ-აგვისტოს მონაცემებში ამ მხრივ სასიკეთო ცვლილებებია, თუმცა არა იმ მასშტაბის, რომ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა შეძლოს.

    ელზა წიკლაური
    25.09.2013

    "ჯეოსელის" დამფუძნებელი კომპანია "ტელიასონერა" კომუნიკაციების ეროვნული სამსახურის მიერ შემოღებულ ლიცენზიის ახალ ფორმულას, რის მიხედვითაც კომპანიას გადასახადი 14 მლნ ლარით გაეზარდა, არ ეთანხმება. მიუხედავად ამისა, "ტელიასონერაში" აცხადებენ, რომ ეს ქვეყნიდან ინვესტიციების გატანას არ გამოიწვევს. როგორც კომპანიის ევრაზიის რეგიონის კორპორაციული კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი ერიმ ტაილანლარი ამბობს, "ნებისმიერი ინვესტორისათვის მნიშვნელოვანია, იყოს სტაბილური გარემო და საიმედო რეგულირების მექანიზმი. რაც შეეხება მთავრობის მიერ დაკისრებულ გადასახადს, ის უნდა იყოს სამართლიანი და მდგრადი".

    მაკა ხარაზიშვილი
    24.09.2013

    საგარეჯოში მზის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. ამჟამად, ენერგეტიკის სამინისტროსთან მუშავდება მემორანდუმი, რომლის მიხედვით 100 მგვტ მზის ელექტროსადგური საგარეჯოს რაიონში 220 კვ-იან გადამცემ ხაზთან - "მანავი" - უნდა აშენდეს. ელექტროსადგურს ერთ-ერთი ქართული კომპანია აზერბაიჯანული ინვესტიციითა აშენებს. პროექტის ღირებულება 200 მილიონი დოლარია. ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება წლის ბოლომდე იგეგმება და 8-9 თვეში უკვე ექსპლოატაციაში უნდა შევიდეს.

    მაკა ხარაზიშვილი
    24.09.2013

    წინა წლებთან შედარებით, პომიდორის ექსპორტმა რეკორდი მოხსნა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით გაზრდილია კარტოფილის ექსპორტიც. ქართული კარტოფილი, ძირითადად, სომხეთსა და თურქეთში გადის. ევროპის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა კი, ჯერჯერობით, ქართულ მწვანილსა და ბულგარულ წიწაკას მიეცა.

    ელზა წიკლაური
    24.09.2013

    2014 წლიდან გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური გარემოზე ზემოქმედების კუთხით საწარმოების გეგმიურ შემოწმებას იწყებს. როგორც გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურში აცხადებენ, გეგმიური შემოწმებამდე აქტიურად მიმდინარეობს არაგეგმიური შემოწმებები.

    მარი ჩიტაია
    24.09.2013

      საქართველოში ფეხსაცმლის ფაბრიკები თითზე ჩამოსათვლელადაც აღარ არის. საბჭოურ პერიოდში ცნობილი ფეხსაცმლის ფაბრიკები დიდი ხნის წინათ დახურეს. წლების განმავლობაში წარმოება რამდენიმე ინდმეწარმის საქმიანობაზე იყო მინდობილი და ამ ეტაპზეც მცირე საამქრობის იმედადაა.

    მარი ჩიტაია
    24.09.2013

    "ცენტრ პოინტის" ბედი, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანიამ გაიზიაროს. გენპროკურატურაში აცხადებენ, რომ კომპანიების მიერ დაზარალებულების მხრიდან უწყებაში არაერთი განცხადებაა შესული, რაზეც გამოძიებაც უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ჯერჯერობით კომპანიების დასახელებისგან გენპროკურატურაში თავს იკავებენ. სანამ პროცესი არ დასრულდება, გამოძიების დეტალები არც "ცენტრ პოინტის" საქმესთან დაკავშირებით ხმაურდება.

    ელზა წიკლაური
    21.09.2013

    2019 წლიდან ევროპის 9 ქვეყანა აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს. ბუნებრივი აირის მოპოვება "შაჰ დენიზის" მეორე ფაზიდან მოხდება და სამხრეთკავკასიური მილსადენით, საქართველოს გავლით ჯერ თურქეთს და უკვე შემდგომ, ტრანსადრიატიკული მილსადენით ევროპას მიეწოდება. უკვე ცნობილია, რომ "შაჰ დენიზის" მეორე ფაზიდან ევროპა და თურქეთი თავდაპირველ ეტაპზე 16 მლრდ კბ/მ ბუნებრივ აირს მიიღებენ, საიდანაც 6 მლრდ თურქეთში დარჩება, 10 კი ევროპაზე გადანაწილდება. საბოლოო ჯამში, 2020 წლისთვის საქართველოს გავლით გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობა 22 მლრდ კბ/მ-მდე გაიზრდება, რაც ჩვენთვის წელიწადში 1 მლრდ კბ/მ თითქმის უფასო გაზს ნიშნავს.

    მარი ჩიტაია
    21.09.2013

    ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღში სოჭის გირჩის შესაგროვებლად ემზადებიან. ადგილობივები მას "გირჩის რთველადაც" მოიხსენიებენ. როგორც რაჭველები ამბობენ, ეს არის იშვიათი ბიზნესი, რომლითაც უცხოეთში დიდძალ მოგებას ნახულობენ, ხოლო რეგიონში კი ერთი პატარა სოფლის ცხოვრებაც ვერ შეცვალა.

    მარი ჩიტაია
    20.09.2013

    საქართველოში ვიზიტორების მიერ გაწეულ ხარჯზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემები გადაჭარბებულია. უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში ვიზიტორების მიერ გაწეულმა მთლიანმა ხარჯმა 1 703 673 938 ლარი შეადგინა. 2013 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში კი საქართველოში 3 568 518 მოგზაური შემოვიდა. გამოდის, რომ თითოეული ვიზიტორი, საშუალოდ, 477 დოლარს ხარჯავს, რასაც ტურიზმის სფეროს ექსპერტები არარეალურად მიიჩნევენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ შემოსული ვიზიტორების 30% ღამეს აქ არ ათევს, სავარაუდოდ, ციფრებში დიდი ცდომილებაა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved