სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    02.10.2013

    საწვავის ფასი მოულოდნელად შემცირდა. საფასო ცვლილება დაფიქსირდა ბრენდირებულ სადგურებში, სადაც რამდენიმე დღის წინ ასევე მოულოდნელად ფასი გაიზარდა. ზუსტად ერთი კვირის წინ, სპეციალისტებზე დაყრდნობით, "რეზონანსი" წერდა, რომ კომპანიებს საწვავის გაიაფების რეალური შესაძლებლობა აქვთ, რასაც შეგნებულად არ აკეთებენ. ჩვენს ვარაუდს ამყარებს ფაქტიც, რომ საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი დაბლა ეშვება.

    ელზა წიკლაური
    01.10.2013

     თბილისში ერთი კილოგრამი პური დაახლოებით 1,5 ლარი ღირს, ერევანში - 0,93 ლარი, ბაქოში 1 კგ-ის პურის ფასი, საშუალოდ, 0,86 ლარია, მინსკში - 1,1 ლარი, კიევში კი 1 კილოგრამი პური 0,9 ლარი ღირს. პური ყველაზე ძვირი მოსკოვშია, იქ მისი ღირებულება 33,12 რუბლს, დაახლოებით 1,67 ლარს შეადგენს. თუმცა მოსკოვში პურზე მოქმედებს ე.წ. სოციალური ტარიფი, რომელიც ფიქსირებულია და საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებია.

    ელზა წიკლაური
    01.10.2013

    პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული თანაინვესტირების ფონდმა მუშაობა უკვე დაიწყო. ამ დროისთვის ფონდის ბიუჯეტი 6 მლრდ დოლარია და მასში ფული პრემიერ ივანიშვილის გარდა, "დაბი ჯგუფმა", "რაკიამ", აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდმა, ბათუმის ნავთობტერმინალის კომპანია "ყაზტრანსოილმა", "ჩალიკ ჰოლდინგმა", "მაილსთოუნ ინთერნეიშენალ ჰოლდინგმა", ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა, ალექსანდრე მაშკევიჩმა და სხვა ინვესტორებმა დააბანდეს. ცნობილია ისიც, რომ ფონდი კერძო კაპიტალით შეივსება და საინტერესო ბიზნეს-იდეების შემთხვევაში პროექტის ღირებულების 25-75%-ს დააფინანსებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    01.10.2013

    სოფლის მეურნეობას ქართველი მოსახლეობის გამოკვება აღარ შეუძლია. წლების განმავლობაში აგრარული სექტორი მხოლოდ ინგრეოდა. თუ 2003 წელს მთლიან შიგა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 19,5%-ს შეადგენდა, 2012 წელს ეს მაჩვენებელი 9%-მდე დაეცა.

    ელზა წიკლაური
    01.10.2013

    საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 662 ათას ადამიანს შეადგენს, აქედან 2/5-ზე მეტი სახელმწიფო-საბიუჯეტო სექტორში მუშაობს. ამასთან, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მნიშვნელოვნად მაღალია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება, ის მხოლოდ საფინანსო სექტორში დასაქმებულთა ხელფასს ჩამოუვარდება.

    მარი ჩიტაია
    28.09.2013

    თბილისსა და მის შემოგარენში სააგარაკე ფართებზე მოთხოვნა შემცირდა. ბოლო 2 წელია, აგარაკები თითქმის აღარ იყიდება. უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენელთა ინფორმაციით, მოთხოვნა, ძირითადად, ისეთ ფართებზე შემორჩა, რომელიც მდებარეობს თბილისში ან მასთან ახლოს და მობინადრეებს კომუნიკაციის საშუალებებზე ხელი მიუწვდებათ.

    მარი ჩიტაია
    28.09.2013

    გარემოსდამცველები ხელისუფლების ენერგეტიკულ პოლიტიკას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მცირე ჰესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შესაცვლელია. ექსპერტების განსაკუთრებული კრიტიკა ონის რაიონში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობამ გამოიწვია. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის გამომუშავება ქვეყნის განადგურების ხარჯზე მოხდება.

    ელზა წიკლაური
    28.09.2013

    მინერალური და მტკნარი წყლის მოპოვებაზე მოსაკრებლის მომატების შემდეგ, პარლამენტი გადასახადს უკვე მანგანუმის მოპოვებაზეც ზრდის. "ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ბუნებრივი რესურსის მოსაკრებლის ოდენობა 0,012 ლარის ნაცვლად 0,25 ლარით განისაზღვრება. ცვლილების განხორციელებით ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლები ადგილობრივი ბიუჯეტის ნაწილში საშუალოდ 20-ჯერ გაიზრდება.

    მარი ჩიტაია
    27.09.2013

    წელს სიმინდის მოსავალი რეკორდული იქნება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო 600 ათას ტონა მოსავალს ელოდება, ხოლო დათესილი ფართობის მოცულობა 174 ათას ჰექტარს შეადგენდა. მოსავალთან ერთად, სიმინდის ფასმაც მოიმატა. შარშანდელთან შედარებით, ფასი საკმაოდ გაიზარდა და ფუთზე 15 ლარი შეადგინა. ექსპერტების ვარაუდით, მაღალ ფასს სიმინდი დაახლოებით წლის ბოლომდე შეინარჩუნებს.

    მარი ჩიტაია
    26.09.2013

    საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირება ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია. სპეციალისტების შეფასებით, ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესები დაიწყო და ტენდენცია თუ გაგრძელდება, ქვეყანას ეძლევა რეალური შესაძლებლობა, სალდო გაცილებით მეტი მაჩვენებლითაც შეამციროს. თუმცა, ექსპორტისა და იმპორტის დასაბალანსებლად უახლოესი რამდენიმე წელიც არასაკმარისია, რადგან ქვეყანას წლების განმავლობაში უზარმაზარი უარყოფითი სავაჭრო სალდო ჰქონდა.

    მარი ჩიტაია
    25.09.2013

    საქართველომ საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის სტატისტიკური მაჩვენებლები გაიუმჯობესა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის იანვარ-აგვისტოს მონაცემებში ამ მხრივ სასიკეთო ცვლილებებია, თუმცა არა იმ მასშტაბის, რომ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა შეძლოს.

    ელზა წიკლაური
    25.09.2013

    "ჯეოსელის" დამფუძნებელი კომპანია "ტელიასონერა" კომუნიკაციების ეროვნული სამსახურის მიერ შემოღებულ ლიცენზიის ახალ ფორმულას, რის მიხედვითაც კომპანიას გადასახადი 14 მლნ ლარით გაეზარდა, არ ეთანხმება. მიუხედავად ამისა, "ტელიასონერაში" აცხადებენ, რომ ეს ქვეყნიდან ინვესტიციების გატანას არ გამოიწვევს. როგორც კომპანიის ევრაზიის რეგიონის კორპორაციული კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი ერიმ ტაილანლარი ამბობს, "ნებისმიერი ინვესტორისათვის მნიშვნელოვანია, იყოს სტაბილური გარემო და საიმედო რეგულირების მექანიზმი. რაც შეეხება მთავრობის მიერ დაკისრებულ გადასახადს, ის უნდა იყოს სამართლიანი და მდგრადი".


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved