ელზა წიკლაური
13.11.2014

საქართველოს ბიუჯეტის დაახლოებით 36% ხელფასებს, პენსიებსა და სოციალურ დახმარებებს ხმარდება. 2015 წლის 9,5 მლრდ-იანი ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო გასაცემლების ამ კომპონეტზე სულ 3,4 მლრდ ლარია გათვალისწინებული. იმის გამო, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე წლებია სოციალურად ორიენტირებულია, ექსპერტების ერთი ნაწილი ბიუჯეტიდან აღნიშნულ მიმართულებებზე გასაცემი თანხის ასეთ დიდ მოცულობაში უცნაურს ვერაფერს ხედავს. მეორე ნაწილი კი ბიუჯეტს ხელფასის ნაწილში აკრიტიკებს. მათი აზრით, უმჯობესი იქნებოდა რესურსი სხვა სოციალურ-ეკონომიკური პროექტებზე გადანაწილებულიყო.

მარი ჩიტაია
12.11.2014

რეგიონების მიმართულებით ავტოსადგურმა "ოკრიბამ" მგზავრობა მკვეთრად გააიაფა. ქუთაისის, ბათუმისა და საჩხერე-ჭიათურის მიმართულებით ტარიფი 15-20%-ით შემცირდა. მართალია, ფასი რამდენიმე სხვა ავტოსადგურმაც დაწია, მაგრამ ეს 1-თვიანი აქცია აღმოჩნდა და უფრო დიდხანს არ გაგრძელებულა.

მაკა ხარაზიშვილი
12.11.2014

წელს თბილისს 800-მილიონიანი ბიუჯეტი ექნება. აღსანიშნავია, რომ მისი მეხუთედზე მეტი სოციალურ პროექტებზე დაიხარჯება. სოციალურად დაუცველები დახმარებას სხვადასხვა სარეიტინგო ქულების მიხედვით მიიღებენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქის მთავარი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველებზე ზრუნვა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გამწვანება იქნება.

მაკა ხარაზიშვილი
11.11.2014

2013 წელს ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ხე-ტყე გავიდა - 13 მილიონ დოლარზე მეტი. ტყის ლიცენზიების გაცემა შეჩერებულია, თუმცა უკვე გაცემული ლიცენზიების ფარგლებში ტყის მასშატაბური ჭრა ისევ გრძელდება. საქართველოს ტერიტორიის 40%-იანი ტყის მასივიდან რამდენი დარჩა, ეს ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა სპეციალისტები ადასტურებენ, რომ მდგომარეობა კრიტიკულია, ბევრ ადგილას მთა მოშიშვლებულია, წყაროები დაშრა და რაიონებში გახშირებული მეწყერის გარდა, სასმელი წყლის პრობლემაა.

მარი ჩიტაია
11.11.2014

საქართველოში საყოფაცხოვრებო მომსახურება გაძვირდა. კომპანიების წარმომადგენლებისა და ინდმეწარმეების ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის ყველა სახის მომსახურებაზე ფასმა 10-15%-ით მოიმატა.

მარიამ ხიდაშელი
11.11.2014

ქართულ ჩირსა და კენკრას ჩრდილოეთის კარი გაუღეს. მართალია, საქართველოში ჩირის წარმოების მასშტაბი არც ისე დიდია, მაგრამ ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ ბაზრის გახსნის შემდეგ ეს დარგი კიდევ უფრო განვითარდება. ამ დროისთვის რუსული ბაზარი ყველაზე მნიშვნელოვანი ვაშლისა და ციტრუსისთვისაა.

მარი ჩიტაია
11.11.2014

ავტომობილების საბურავების ბიზნესი გამოცოცხლდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საბურავებზე მოთხოვნამ 7%-ით მოიმატა, რაც რამდენიმე ფაქტორმა განსაზღვრა.

ელზა წიკლაური
08.11.2014

რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 9,5%-მდე გაზრდამ და სავალუტო ინტერვენციისთვის ბოლო ერთ თვეში 30 მლრდ-ს დახარჯვამ შედეგი ვერ გამოიღო, რუსულმა რუბლმა გუშინ ახალი ანტირეკორდი დაამყარა. პარასკევს მოსკოვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ერთი ამერიკული დოლარი უკვე 45,8 რუბლი ღირდა, ერთი ევრო კი - 59,3 რუბლი. რუბლის კურსთან ერთად, მცირდება სავალუტო რეზერვები. ანალიტიკოსების პროგნოზით, ამ წლის ბოლოსა და 2015 წლის პირველ კვარტალში რუსეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, პრაქტიკულად, განულდება.

ელზა წიკლაური
07.11.2014

საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა უკვე მეორე თვეა, მცირდება. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,4%-ით ნაკლები უცხოელი შემოვიდა. უცხოელი ვიზიტორების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტთა ნაწილი სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ასახელებს, მეორე ნაწილი კი ვარაუდობს, რომ ვიზიტორთა კლება თავად უცხოელი ტურისტების გამოისობით მოხდა.

მარი ჩიტაია
07.11.2014

დასავლეთ საქართველოში 90 ათას ტონა ციტრუსს ელოდებიან. აქედან 70 ათასი ტონა აჭარაში უნდა დაიკრიფოს. აჭარის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ წლევანდელი ციტრუსი მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამიტომ რეალიზაციის პრობლემა არ უნდა დადგეს, თუკი შარშანდელის მსგავსად მოსავალი ყინვამ არ დააზიანად. თუმცა ამ შემთხვევაში მოყინულ ციტრუსს აგროდაზღვევის პროექტი აზღვევს.

მაკა ხარაზიშვილი
06.11.2014

 პარლამენტში 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორედ შევიდა. სახეშეცვლილ პროექტში კიდევ უფრო გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები. ასევე, იზრდება ზოგიერთი სამინისტროს ბიუჯეტიც. მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5%-ის ფარგლებშია. სახელმწიფო ვალი 1,330 მილიარდი ლარით მოიმატებს.

მარიამ აფციაური
06.11.2014

ევროპის ბაზარზე დაწესებული სანქციების შემდეგ რუსულმა ავიაკომპანიებმა იერიში ქართულ ბაზარზე მიიტანეს. რეისების დაწყების სურვილი "სიბირის ავიახაზების" შემდეგ კიდევ ერთმა კომპანიამ - "აეროფლოტმა" გამოთქვა და ავიაბაზრის სრულად დასაკავებლად თვითღირებულებაზე დაბალი ფასი დააწესა, ასევე საუბარია ფრენის სიხშირის ზრდაზეც.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×