სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    17.10.2013

    აშშ-ს საგარეო ვალის ლიმიტის გაზრდასთან დაკავშირებით სენატში გუშინ გვიანობამდე შეთანხმება ვერ მოხერხდა. უკვე მესამე კვირაა რესპუბლიკელები მსოფლიოს ფინანსური ბაზრების ნერვებზე თამაშობენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შეთანხმება ბოლო წამს, მაგრამ მაინც შედგება. ამ დროისთვის აშშ-ს საგარეო ვალი 16.7-ტრილიონი დოლარია. ქვეყნის წლიური დეფიციტი კი ბოლო 4 წელიწადია, ყოველწლიურად ტრილიონ დოლარს აღემატება.

    მარი ჩიტაია
    17.10.2013

    დაფნის წარმოების მიმართ მოსახლეობის ინტერესი გაიზარდა. დასავლეთ საქართველოში არსებულ საწარმოებში აცხადებენ, რომ ბოლო ორი წელია, მოსახლეობა ძალიან არის დაინტერესებული დაფნის მოშენებით და ამ მხრივ მხოლოდ რუსეთის ფაქტორი არ არის გადამწყვეტი. წარმოების ზრდა, ქართველი მეწარმეების განცხადებით, ზოგადად საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი მოთხოვნითაა გამოწვეული.

    მარიამ აფციაური
    17.10.2013

    ქვეყანაში ტურისტთა შემოდინებამ მოიმატა, რასაც სასტუმროების, კოტეჯებისა და "გესთჰაუზების" ზრდა მოჰყვა. ამჟამად საქართველოს მასშტაბით სულ 1053 სასტუმრო ობიექტია, რასაც კიდევ 53 დაემატება. ეს მცირე ჩამონათვალია იმ მშენებლობებიდან, რაც ხორციელდება.

    მარიამ აფციაური
    17.10.2013

    ქუთაისის აეროპორტში რეისების ინტენსივობა იმატებს. მიზეზად ბილეთზე დაბალი ფასი სახელდება. გაიზარდა ფრენის სიხშირე დონეცკისა და ხარკოვის მიმართულებით, რამდენიმე თვეში ავიაკომპანია "ვიზ ეარის" მიერ მოხდება ახალი ავიაბაზრის - ლვოვისა და ვილნიუსის - ათვისება. რეისების ზრდასთან ერთად, მგზავრთა ნაკადიც მატულობს. აეროპორტი ყოველდღიურად 700-ზე მეტ ადამიანს ემსახურება.

    მაკა ხარაზიშვილი
    16.10.2013

    საქართველოს ბიუჯეტმა 4 წელიწადში 2 მილიარდამდე საგარეო ვალი უნდა გაისტუმროს. გარდა ამისა, ქვეყანა 3 მილიარდამდე ახალ ვალს აიღებს. ექსპერტების განცხადებით, მთავარია, რომ საგარეო ვალმა მთლიან შიგა პროდუქტთან მიმართებაში კრიტიკულ ზღვარს - 30%-ს არ გადააჭარბოს.

    მარი ჩიტაია
    16.10.2013

    ქართული ხილ-ბოსტნეულისთვის რუსული ბაზარი 14 ოქტომბრიდან გაიხსნა. პირველ ეტაპზე ექსპორტზე მსხალი, ვაშლი და კომში გავა. მათ რიგს ნოემბრის პირველი ნახევრიდან ქართული ციტრუსი და თხილი დაემატება.

    მაკა ხარაზიშვილი
    15.10.2013

    პირველად ხდება, რომ არჩევნები ბიზნესის აქტიურობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. მიზეზი რამდენიმეა - პრეზიდენტის დაკნინებული როლის გამო არჩევნების მიმართ გამოჩენილი უინტერესობა, "ქართული ოცნების" ლიდერობა და რაც მთავარია, წლეულს პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსება ბიზნესმენებისთვის აღარ მოუთხოვიათ.

    მარი ჩიტაია
    15.10.2013

    ნებისმიერი ბიზნესწამოწყებისთვის სოციალური ქსელი ერთ-ერთი საუკეთესო და მარტივი საშუალებაა. ამ მხრივ უპირობო ლიდერი "ფეისბუკია", რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია თავისი საქმიანობის წარმოჩენა და გარკვეული პროდუქციის ყიდვა-გაყიდვა. სოციალური ქსელის მეშვეობით იყიდება ხელთნაკეთი ნივთები, ანტიკვარი, ახალი და მეორადი წარმოების ნებისმიერი ნივთი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და უამრავის სხვა, რისი შეძენაც შეიძლება.

    მარი ჩიტაია
    15.10.2013

    საქართველოს უმეტეს რეგიონში სეზონური მუშახელის ანაზღაურება ბოლო 5 წლის განმავლობაში გაორმაგდა. შარშანდელთან შედარებით, ერთი ადამიანის დღიური გასამრჯელო, დაახლოებით, 10-15 პროცენტის ფარგლებშია გაძვირებული.

    მაკა ხარაზიშვილი
    15.10.2013

    ყაზახი ინვესტორები "სილქროუდ ჯგუფს" ამჯერად საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს. საქართველოში ყაზახეთის ელჩი ერმუხამეტ ერტისბაევი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო სასამართლოში გამარჯვება მათ დარჩებათ. "სილქროუდ ჯგუფის" ერთ-ერთი მფლობლი "ზარალად" წოდებული გიორგი რამიშვილია, რომელიც ნიკა რურუასა და მის ძმასთან მეგობრობის გამო, წინა ხელისუფლების განსაკუთრებული "მფარველობით" გამოირჩეოდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    12.10.2013

    ხელისუფლებაში სავალუტო ფონდის ეკონომიკური პროგნოზების არ სჯერათ. უფრო მეტიც, ფინანსთა მინისტრი ფონდის გათვლებით გაკვირვებულიც კი დარჩა. ექსპერტები კი ეკონომიკური შენელების ძირითად მიზეზებს ეგრეთ წოდებულ "კოაბიტაციასა" და გლობალურ პროცესებში ხედავენ.

    მარი ჩიტაია
    11.10.2013

    წინასაარჩევნო პერიოდმა სარეკლამო ბიზნესი გამოაცოცხლა. ცვლილებები განსაკუთრებით სატელევიზიო სფეროს შეეხება. რეკლამის განთავსების მაშტაბები გაიზარდა ინტერნეტსა და პრესაშიც.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved