მაკა ხარაზიშვილი
08.07.2014

საქართველო სადისტრიბუციო ქსელში გაზის დანაკარგის მაჩვენებლით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. სემეკის დადგენილებით, გაზის ნორმატიული დანაკარგი დასაშვები ნორმა 9%-მდეა მაშინ, როდესაც ევროპაში ნორმატიული დანაკარგი 1-2%-ია, დსთ-ს ქვეყნებში კი - 3-4%. სპეციალისტების განცხადებით, ნორმატიული დანაკარგის დიდი განაკვეთი კომპანიებს ქსელის მოწესრიგების სურვილს არ უჩენს, ვინაიდან დანაკარგი მაინც ტარიფშია ასახული ქსელის რეაბილიტაცია კი გაცილებით ძვირი ჯდება.

მარი ჩიტაია
08.07.2014

საზღვაო აქსესუარებზე მოთხოვნამ მოიმატა. ტანსაცმლის მაღაზიებსა და სავაჭრო ობიექტებში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე სეზონზე ყველაზე კარგად სწორედ საზღვაო აქსესუარები იყიდება. თუმცა, განწყობა ამ ბიზნესში მაინც არაერთგვაროვანია, სავაჭრო ობიექტების სხვადასხვა ნაწილში სიტუაციას განსხვავებულად აფასებენ.

ელზა წიკლაური
08.07.2014

სადაზღვევო კომპანიებიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში უმწეოთა გადასვლამ სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის მაჩვენებელი გაზარდა. როგორც ჟურნალისტური კვლევის ცენტრში აცხადებენ, ბოლო 3 თვის განმავლობაში პოლიკლინიკებსა და კლინიკებში ბენეფიციართა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. მიმართვიანობის გაზრდის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტმა 5 თვის გეგმას 9%-ით გადააჭარბა და იანვარ-მაისში, ნაცვლად დაგეგმილი 85 მლნ ლარისა, ამ მიმართულებით უკვე 92 679 133 ლარი დაიხარჯა. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პროგრამის დაფინანსების მხრივ პრობლემები არ იქნება.

მაკა ხარაზიშვილი
08.07.2014

რამდენიმეთვიანი ძალისხმევის შემდეგ, "ტავ ურბან ჯორჯიას" თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირეს. მალე აეროპორტის შემოწმების საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია, უფრო ადრე კი შემოსავლების სამსახურმა "ტავ-ურბან საქართველო" 18 მილიონი ლარით დააჯარიმა. ასე რომ, წინა მთავრობის ფავორიტი კომპანია, რომელმაც 2005 წელს, აეროპორტის მართვისთვის გამოცხადებულ ტენდერში, ცნობილ გერმანულ კომპანიას მოუგო, მძიმე დღეში აღმოჩნდა.

ნატა გიორგაძე
08.07.2014

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოსკოვში კვლავ აქტიური განხილვის საგანია. რუსეთის პრეზიდენტის შემდეგ "ბაზრის დაცვაზე" პრემიერიც ალაპარაკდა. დიმიტრი მედვედევის განცხადებით, თუ საქართველოს პარლამენტი ასოცირების შეთანხმების რატიფიცრებას მოახდენს, რუსეთი თავისი ბაზარს დაიცავს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კი, ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის.

მაკა ხარაზიშვილი
05.07.2014

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელი 18%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციებში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია, მოთხოვნა მაინც დიდია. ამის მიზეზი ისაა, რომ კომერციული ბანკები სესხების გაცემისას დღემდე კონსერვატიულ მიდგომას ინარჩუნებენ. ამასთანავე, გაიზარდა მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა.

მარიკა გოგოხია
05.07.2014

გარევაჭრობის პრობლემის გადაწყვეტა კიდევ დიდი ხნით გაჭიანურდება. მართალია, მის მოსაგვარებლად ახალი საკანონმდებლო რეგულაციები შემუშავდება, რაზეც იყო საუბარი, მაგრამ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ასეთ ინფორმაციას არ ადასტურებენ. შესაბამისი რეგულაცია, რომელიც დღევანდელზე ეფექტიანი იქნება და პრობლემას გადაჭრის, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში არც შემუშავდება.

მაკა ხარაზიშვილი
04.07.2014

ფიზიკური პირები სურსათის კონტროლისგან 2020 წლამდე გათავისუფლებულნი არიან. გლეხს, რომელიც საკუთარ ყველს, რძეს, კვერცხს თუ სხვა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმს ყიდის, პროდუქტს არავინ შეუმოწმებს. კონტროლი გამკაცრდა მხოლოდ იურიდიული პირების მიმართ, ანუ თუ აღმოჩნდა, რომ მათ მიერ სავაჭრო ქსელში მოხვედრილი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის მავნეა, იგი განადგურდება, ხოლო მეწარმე - დაჯარიმდება.

მაკა ხარაზიშვილი
03.07.2014

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, უნგრეთი და ავსტრია რუსულ "სამხრეთ ნაკადზე" უარის თქმას არ აპირებენ. აღნიშნული მილსადენით რუსული გაზის ევროპაში უკრაინის გვერდის ავლით უნდა შევიდეს. ამ შემთხვევაში კი უკრაინა რუსეთთან პოლიტიკური ბრძოლის მნიშვნელოვან ბერკეტს დაკარგავს.

მაკა ხარაზიშვილი
02.07.2014

ხშირმა წვიმამ და სეტყვამ ვაშლი გააფუჭა. მოსავლის დიდი ნაწილი დახალულია. გარდა ამისა, რეალიზაცია წელსაც პრობლემა იქნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამჯერად შიდა ქართლელები სთხოვენ დახმარებას.

მარი ჩიტაია
02.07.2014

საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლები დაუცველი არიან. სპეციალისტები ამის მიზეზად საკანონმდებლო ხარვეზს მიიჩნევენ, რის გამოც ეროვნული ბანკის მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონტროლი მინიმუმამდეა დაყვანილი.

მაკა ხარაზიშვილი
01.07.2014

 ეკონომიკის სამინისტრომ მაისიდან სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა განაახლა. საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი - მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის მორატორიუმის გაუქმება და სამინისტროს გადაწყვეტილება "უცნაურად" დაემთხვა ერთმანეთს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×