ელზა წიკლაური
21.01.2015

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0,2%-ით გააუმჯობესა. ევრობანკის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა წელს, ნაცვლად 4%-ისა, 4,2%-ით გაიზრდება. რუსეთის კრიზისის გავლენის გამო, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი თითქმის ყველა ქვეყანაში გაუარესდება, თავად რუსეთის ეკონომიკას კი ორგანიზაციის ექსპერტები თითქმის 5%-იან ეკონომიკურ ვარდნას უწინასწარმეტყველებენ.

ელზა წიკლაური
20.01.2015

 გაუფასურებულმა ეროვნულმა ვალუტამ მოსახლეობა საგონებელში ჩააგდო. ლარი ძლივს მოპოვებულ ნდობას ისევ კარგავს. ამაზე მეტყველებს "რეზონანსის" ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც ყოველი მეორე ეროვნულ ვალუტას ან აღარ ენდობა, ან არც ადრე ენდობოდა. გამოკითხულთა 1/3-ს კი ლარისადმი ნდობა ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

მაკა ხარაზიშვილი
20.01.2015

 ერთ თვეში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინი 1,5 ლარამდე გაიაფდება, არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე კი - 1,3 ლარამდე. "ბიზნეს-რეზონანსის" ინფორმაციით, მსხვილ ნავთობიმპორტიორებს საწვავის აღნიშნულ მაჩვენებლამდე დაწევის გეგმა უკვე გაწერილი აქვთ. კვირის ბოლოს ბენზინ-დიზელის მორიგი გაიაფება იგეგმება.

ელზა წიკლაური
20.01.2015

 საქართველოში მალე დეპოზიტების დაზღვევის პროგრამა ამოქმედდება, თუმცა რა მოდელით იმუშავებს ახალი სისტემა, ჯერჯერობით უცნობია. პროგრამის ამოქმედებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.

მარი ჩიტაია
20.01.2015

 მეორად ავტონაწილებზე მოთხოვნა 70-80%-ით შემცირდა. ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები ამბობენ, რომ დიდ კრიზისში არიან და რეალიზაცია თითქმის შეჩერდა. ავტონაწილებზე მოთხოვნის კატასტროფულ კლებას ისინი აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით ექსპორტის შეზღუდვას უკავშირებენ. რაც ავტოიმპორტიორებს მანქანები აღარ გაჰყავთ, ავტობაზრობაზე მოთხოვნა ერთბაშად დაეცა.

ელზა წიკლაური
20.01.2015

საქართველო, სომხეთი, ბელორუსი, მოლდოვა, შუა აზიის ქვეყნები და უკრაინა - ყველა ამ ქვეყანის ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ვარდნა ზოგან ძალიან დიდი იყო, ზოგან 9-10%-ის ფარგლებში მერყეობდა. ბოლო ერთ წელიწადში დოლართან მიმართებაში ყველაზე ნაკლებად ქართული ლარი (9,6%-ით), ყველაზე მეტად კი უკრაინული გრივნა (98,6%-ით) გაუფასურდა. ერთადერთია აზერბაიჯანული მანათია, რომელიც არათუ გაუფასურდა, არამედ ევროსთან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა კიდეც.

მაკა ხარაზიშვილი
20.01.2015

სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულებს შეიძლება ხელფასები დაუგვიანდეთ. ამის მიზეზი საჯარო დაწესებულებათა ანგარიშების ხაზინის ერთიან ანგარიშთა სისტემაში გადასვლაა. ჯერ ერთი, რომ ბუღალტრები ახალ სისტემაში ვერ გარკვეულან და მუშაობა უჭირთ, ხოლო ვინც გაერკვა, მას ახალ სისტემაზე გადასასვლელად დრო არ ჰყოფნის.

მარი ჩიტაია
20.01.2015

საბანკო სექტორმა კლიენტებისთვის იპოთეკური სესხების პროცედურა გაართულა. უძრავი ქონების აგენტებს ბინების რეალიზაციის კლება საბანკო სექტორის "დამსახურებად" მიაჩნიათ და აცხადებენ, რომ ბანკებმა სესხებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებული პირობები შეცვალეს და ეს პროცედურა მომხმარებლებისთვის საგრძნობლად გაძნელდა.

თიკო ოსმანოვა
19.01.2015

 "ფასების ზრდის რისკი არის. თუმცა ნეგატიური ფაქტორების გადაცემა არ ხდება მყისიერად და ეს თვეების შემდეგ შეიძლება გამოჩნდეს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე და ხელისუფლებას ურჩევს, გასული წლის შეცდომები აღარ გაიმეოროს.

მაკა ხარაზიშვილი
17.01.2015

საბიუჯეტო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა, ხარჯვითი ნაწილი - 99%-ით. ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ფინანსთა სამინისტრომ "ნაციონალურ მოძრაობას" სანაძლეო მოუგო. თუმცა, სპეციალისტების განმარტებით, ბიუჯეტის ხარჯვითი გეგმა მხოლოდ ქაღალდზე შესრულდა და რეალურად გაწერილი თანხის ათვისება არ მომხდარა.

მარი ჩიტაია
17.01.2015

რეგიონული ეკონომიკური კრიზისის მოლოდინში საქართველოს მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვა გაუჭირდება. არ არის გამორიცხული, რამდენიმე ქვეყნიდან უცხოური ინვესტიციები შემცირდეს კიდეც. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ მხრივ 2015 წელი რთული იქნება და ქვეყანა სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება.

მაკა ხარაზიშვილი
17.01.2015

"ენგურჰესის" განაწილებაზე "ჩერნომორენერგოსა" და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის მოლაპარაკებები არავითარი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. სამინისტროში "ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორის განცხადებას რეალობას აცდენილს უწოდებენ. ენგურის პარალიზების შემთხვევაში, აფხაზეთი სრულად ჩაბნელდება, რადგან სეპარატისტებს რუსეთიდან ელექტროენერგიის სრულყოფილად მიღებაც კი არ შეუძლიათ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×