სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    18.04.2014

    უცხოურ ბაზრებზე ოქრო იაფდება. ანალიტიკოსები ფასების შემცირებას მოთხოვნის ვარდნას უკავშირებენ. გაიაფების ტენდენცია წინა კვირას აღინიშნა ჩინეთში, რომელიც ძვირფასი ლითონის უმსხვილესი მომხმარებელია.

    მაკა ხარაზიშვილი
    18.04.2014

    ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა ისევ მკვეთრად იზრდება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო რჩება უარყოფითი მიგრაციული სალდოს მქონე ქვეყნად. მძიმე სოციალური ფონის გამო, ემიგრანტები სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, გასვლის სურვილი კი ისევ ბევრს აქვს.

    მაკა ხარაზიშვილი
    18.04.2014

    საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა იზრდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების, სათადარიგო ტრასის მოწყობის ან საერთოდ ახალი აეროპორტის აშენების გეგმა ერთ ადგილზე გაიყინა.

    მარი ჩიტაია
    17.04.2014

    საქართველოს სამკურნალო კურორტებზე წელს გაძვირება მოსალოდნელი არ არის. იქ დასვენება ისედაც ძვირი სიამოვნებაა და მორიგი გაძვირება მომხმარებელს დააფრთხობს.

    მაკა ხარაზიშვილი
    16.04.2014

    აღდგომის წინ, ანუ მაშინ, როდესაც ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობაა, ბენზინი გაძვირდა. ნავთობიმპორტიორები ამ ფაქტს საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის მატებით ხსნიან. "პლატცის" მიხედვით, 1 ტონა ბენზინი 30-40 დოლარით გაძვირდა. ეს საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ქართულ ბაზარზე საწვავის ფასი 5 თეთრით გაზრდილიყო.

    მარი ჩიტაია
    16.04.2014

    ქართველი მეჩაიეები სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ჩაის ადგილობრივი წარმოება გაჭირვებაშია და ამ პრობლემის მთავრობისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტა წარმოუდგენელია. ისინი დარგის სუბსიდირებას ითხოვენ და დასძენენ, რომ ქვეყანაში ნედლეულის მნიშვნელოვანი დეფიციტია, რის გამოც წარმოება ვერ ვითარდება.

    ელზა წიკლაური
    15.04.2014

    ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმებისა თუ სანქციების შედეგად სულ 650,8 მლნ ლარი შევიდა. მართალია, 7 და 8 მლრდ-იანი ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირებაში ამ ციფრს სერიოზული გავლენის მოხდენა არ შეიძლებოდა ჰქონოდა, თუმცა 650 მლნ ლარი საქართველოს ტიპის, ზომის თუ რიცხოვნობის ქვეყნისთვის მაინც ძალიან დიდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ 5 წლის განმავლობაში საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ (4 მლნ ადამიანი) ჯარიმის სახით 160 ლარი გადაიხადა, ანუ წელიწადში 32 ლარი.

    ელზა წიკლაური
    15.04.2014

    კომერციული ბანკები კომუნალური გადასახადების გადახდისას მომხმარებელს დენის, ბუნებრივი აირის გადასახადთან თუ სხვა კომუნალური ხარჯებთან ერთად, ბანკში ე.წ. საკომისიოს მაინც ახდევინებენ. "რეზონანსის" უხეში გამოთვლით, წლიურად კომერციული ბანკებში საკომისიოდან შესულმა თანხამ, შესაძლოა, 25 მილიონსაც კი გადააჭარბოს.

    ელზა წიკლაური
    15.04.2014

    1-ლი მაისიდან სტომატოლოგიური კლინიკებისათვის ახალი წესების ამოქმედდება. ჯანდაცვის სამინსიტროს ინიციატივით, ახალი წესები შეეხება როგორც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, ასევე სტომატოლოგიური კაბინეტის ფართის 14 კვადრატულ მეტრამდე გაზრდას. ახალ რეგულაციების დაწესებას სტომატოლოგთა ასოციაციაში დადებითად ხვდებიან, თუმცა სერგეენკოს უწყებას რეგულაციების ამოქმედებამდე გარდამავალი პერიოდის გაზრდას სთხოვენ.

    მარი ჩიტაია
    12.04.2014

    დედაქალაქის მასშტაბით, ძნელად მოიძებნება უბანი, სადაც შეიძლება საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია დამაკმაყოფილებელი იყოს. ექსპერტებისა და დეველოპერების განცხადებით, მოთხოვნა შემცირდა როგორც ახალი, ასევე მეორადი საცხოვრებელი ფართების მიმართ. ინტერესი არის უფრო ბინის ქირასა და გირაოს მიმართ, რომლის ფასიც საკმაოდ მაღალია.

    მაკა ხარაზიშვილი
    12.04.2014

    რუსეთი ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის პირისპირ დადგა. ცოტა ხანში ამერიკისა და ევროპის მუქარის (ეკონომიკური სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით) აღსრულება უნდა დაიწყოს. ექსპერტები რუსეთს სერიოზულ პრობლემებს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს სანქციები არ არის საკმარისი რუსეთის პრეზიდენტის სიჯიუტის გასანეიტრალებლად.

    მაკა ხარაზიშვილი
    11.04.2014

    ყურძენზე გაზრდილმა ფასმა მუშახელიც გააძვირა. კახელებმა ვენახის გასხვლა უკვე დაასრულეს, ახლა ვენახის აკვრა-შეყელვისთვის გამალებული მუშაობა მიმდინარეობს. გლეხები ამბობენ, რომ მუშის ხარჯმა მოიმატა. ისინი შიშობენ, რომ წელს ყურძნის ფასი 1 ლარს არ ჩამოცდეს და გაზრდილი ხარჯი კისერზე არ დააწვეთ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×