სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    08.04.2014

    იმპორტიორებს, არაკეთილსაიმედო ქვეყნებში, ინსპექტორების გამგზავრების დაფინანსება უძვირდებათ. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ აქამდე არსებული დაბალი ტარიფები, ინსპექტორების მივლინების ხარჯებს ვერ ფარავდა, ამიტომ მათი გაზრდა გახდა საჭირო.

    ელზა წიკლაური
    08.04.2014

    ბიზნესმენი ლევან ვასაძე ხელისუფლებას აკრიტიკებს და მთავრობას დაზარალებული ბიზნესმენების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს. "ასე პირში წყლის ჩაგუბება და წაყრუება წელიწადნახევრის განმავლობაში როგორ შეიძლება? - მიმართავს ბიზნესმენი ხელისუფლებას და სამართლიანობის აღდგენის კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ვასაძე ამბობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთ ბიზნესმენისთვის წართმეული ქონების დაბრუნება არ მომხდარა.

    მარიამ ხიდაშელი
    08.04.2014

    ქართულ ცხვარს უცხოელები აღარ სწყალობენ, მიზეზი კი მაღალი ფასია. 2010 წელს ცხვრის გაზრდილი ექსპორტით გახარებულმა მეცხვარეებმა ფასიც გაზარდეს, ახლა კი ექსპორტის ჩავარდნაზე საუბრობენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    05.04.2014

    არაბების შემდეგ ფოთის ინდუსტრიული ზონა ირანელებმაც დატოვეს. ექსპერტების განცხადებით, ამგვარ ზონებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ რაიმე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ვინაიდან უფუნქციო ზონა, რომელიც ბიზნეს აქტივობის კერად უნდა ქცეულიყო, ქვეყნის იმეჯზეც ცუდად მოქმედებს. ეს კი, თავის მხრივ, ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს.

    მარი ჩიტაია
    04.04.2014

    ყირიმში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო, უკრაინელი და რუსი ტურისტების დიდი ნაწილი დასასვენებლად ქართულ კურორტებს ირჩევს. ბათუმსა და ქობულეთში მოქმედი სასტუმროების მენეჯერთა ინფორმაციით, უკრაინელები წელს განსაკუთრებით აქტიურობენ, რასაც შეკვეთების ზრდაც მოწმობს.

    მაკა ხარაზიშვილი
    04.04.2014

    დასაქმების მაჩვენებლის შემცირებამ საშუალო ხელფასი გაზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საშუალო ხელფასი 61 ლარით გაიზარდა და 875 ლარს შეადგენს. ეს მაშინ, როდესაც კერძო სექტორში დაქირავებით, დასაქმებულთა რაოდენობა 9 ათასამდე შემცირდა. ექსპერტების განცხადებით, მთავარი ის კი არ არის რამდენია საშუალო ხელფასი, მთავარია, რამდენ ადამიანს აქვს ხელფასი. ეს მაჩვენებელი კი წლებია არ უმჯობესდება.

    ელზა წიკლაური
    04.04.2014

    საქართველოში ახალი საწარმოები ელვის სისწრაფით იქმნება. საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ 12 797 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,8%-ით მეტია. ამ დროს ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი ისევ იზრდება. "საქსტატის" მონაცემებით, 2013 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვი 9 ათასი ადამიანით შემცირდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    03.04.2014

    სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს. ამისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტი 170 მილიონი ლარს დახარჯავს. ამ რაოდენობის თანხის მიმოქცევაში ერთბაშად გამოშვება, გარკვეულწილად, ინფლაციას წაახალისებს. ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა იმდენად გახარებულია, რომ ამ მცირე მსხვერპლის გაღება ღირს.

    მარი ჩიტაია
    03.04.2014

    მთავრობა ანაკლიის მსხვილ საპორტო პუნქტად გადაქცევას აპირებს. პორტთან ერთად, აეროპორტის მშენებლობაც იგეგმება. ეკონომიკური სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ორივე პროექტი პოლიტიკაზეა ორიენტირებული, რის გამოც ის უპერსპექტივოა.

    მაკა ხარაზიშვილი
    03.04.2014

    კრედიტები დეპოზიტებზე თითქმის 3-ჯერ ძვირია. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ბანკები საქართველოში ყველაზე დიდი მევახშეები არიან. სპეციალისტების განცხადებით, მაღალი სპრედით (კრედიტების საპროცენტო განაკვეთებსა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა) საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.

    მარი ჩიტაია
    02.04.2014

    აზერბაიჯანში ავტომანქანებზე ევროპული სტანდარტის ევრო-4-ის დაწესებამ ქართველ იმპორტიორებს პრობლემები შეუქმნა. მართალია, დილერები ფასების შეინარჩუნებას ახერხებენ და საქართველოში ავტომობილის გაძვირება არ იგეგმება, ბევრ მათგანს საბრუნავი თანხის გაზრდა მოუწევს. უკვე შემცირდა მეზობელ ქვეყანაში ავტომობილების იმპორტის მასშტაბებიც.

    თაკო მათეშვილი
    02.04.2014

    მაპ-ის მიღება, უსაფრთხოების გარანტიები, ორმხრივი ხელშეკრულებები დასავლეთთან, ან რაიმე ახალი ფორმა, რაც ნატო-სთან დაგვაახლოვებს - სწორედ ეს იგულისხმებოდა, პოლიტოლოგების აზრით, ნატო-ს სამიტზე მოსალოდნელ იმ "სასარგებლო გადაწყვეტილებებში", რაზეც დავით უსუფაშვილმა ისაუბრა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×