მაკა ხარაზიშვილი
18.02.2015

ლარის სწრაფმა გაუფასურებამ და მსოფლიოში ნავთობის გაძვირებამ საქართველოში საწვავის გაიაფების პროცესი შეაჩერა. ამ დროისთვის 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1,36 ლარია. ჯერჯერობით ნავთობიმპორტიორებს გაძვირებული საწვავი არ შემოუტანიათ.

ელზა წიკლაური
18.02.2015

 საქართველო-უკრაინის სავაჭრო ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა. 2015 წლის იანვარში საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი 75%-ით, ხოლო იმპორტი 20%-ით შემცირდა, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 28,2 მლნ ლარი შეადგინა. იმის გამო, რომ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა ისევ არაპროგნოზირებადია, გამორიცხული არ არის, რომ წლის განმავლობაში უკრაინაში როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი კიდევ უფრო შემცირდეს.

ელზა წიკლაური
17.02.2015

 საქართველოს მოსახლეობა ვალში ეფლობა. ამაზე მეტყველებს "რეზონანსის" ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც, რომლის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოკითხულთა თითქმის 74%-ს ვალი გაეზარდა, აქედან 32,8%-ს "მკვეთრად". ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოიმატა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამაც, თითქმის 9%-ით, მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა კი ბოლო 3 თვეში 6 ათასით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ხალხს ფული არ ჰყოფნის და ფულს ბანკისგან, კერძო იპოთეკარისგან თუ სხვა მსესხებლისგან იღებს.

მაკა ხარაზიშვილი
17.02.2015

 საქართველოში ყოველი მე-6 ადამიანი პენსიონერია. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობას პენსიონერთა რიცხვი 42 ათასი ადამიანით აჭარბებს. გამოდის, რომ 1 პენსიონერზე 1 დასაქმებულიც არ მოდის. ბიუჯეტში კი საპენსიო ხარჯები თითქმის 15%-ს აღწევს. არსებული ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით უახლოესი 5 წლის განმავლობაში პენსიის თუნდაც ერთი ლარით გაზრდა შეუძლებელი იქნება.

მარი ჩიტაია
17.02.2015

 საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანების რიცხვი მცირდება. გაზგასამართი სადგურების ინფორმაციით, გაზის მონტაჟზე მოთხოვნამ თითქმის 100%-ით იკლო, ხოლო თავად საწვავის რეალიზიაცია 30-40%-ის ფარგლებში შემცირდა.

ელზა წიკლაური
17.02.2015

გაეროს მონაცემებით, 2014 წელს მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 8%-ით შემცირდა და 1,26 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ამავე მონაცემებით, რუსეთში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 70%-ით დაიკლო, უკრაინიდან კი 200 მლნ დოლარის ოდნეობის ინვესტიციის გადინება მოხდა. 2014 წლის წინასწარი პროგნოზით, უცხოური კაპიტალდაბანდება გაიზარდა საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ბელარუსში.

მაკა ხარაზიშვილი
17.02.2015

ეროვნული ბანკის ერჯერადმა ინტერვენციამ და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ ლარის გაუფასურება ვერ შეაჩერა. ოფიციალური კურსით, 1 დოლარი 2,0541 ლარი ღირს. სპეციალისტების განცხადებით, ეროვნულ ბანკს ინტერვენციები უნდა გაეგრძელებინა. გარდა ამისა, უნდა აღესრულებინა კანონი და საქართველოში ეროვნული ვალუტა ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად ექცია. შესაბამისად, დღეს ლარის ასეთ მასშტაბურ გაუფასურებას არ მივიღებდით.

ელზა წიკლაური
17.02.2015

საქართველოში ფულადი გზავნილის მოცულობა ისევ შემცირდა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის იანვართან შედარებით, წელს იანვარში უცხოეთიდან 23,3%-ით ნაკლები თანხა გადმოირიცხა. თუ კლება ასეთი ტემპით გაგრძელდა, გამორიცხული არ არის, რომ წლის განმავლობაში ფულადი გზავნილის მოცულობა 30-40%-ით შემცირდეს.

მაკა ხარაზიშვილი
17.02.2015

საქართველოში თურქმენული და რუსული საწვავის წილი იზრდება. ამ ქვეყნებიდან, ძირითადად, დიზელი შემოდის. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თურქმენული დიზელის იმპორტი გაიზარდა. ნავთობიმპორტიორების განცხადებით, შუა აზიური დიზელის ხარისხი დამაკმაყოფილებელია, ფასი კი აზერბაიჯანულ და თურქმენულ საწვავზე დაბალია. არ არის გამორიცხული, მალე საქართველოს სანავთობო ბაზარზე თურქმენულმა პროდუქტმა სხვა ქვეყნების დიზელს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს.

მარი ჩიტაია
17.02.2015

თბილისში ფალიაშვილის #86-ში "არქი თაუერმა" მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობა შეაჩერა. კომპანიამ ვერ შეძლო მშენებლობის სტანდარტის დაცვა და მეზობლად მდებარე საცხოვრებელი კორპუსის "წითელ საზღვრებში" მოექცა.

მარი ჩიტაია
14.02.2015

უცხოელ მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შესაძენად სპეციალური პირობები დაუწესდებათ. მთავრობაში ფიქრობენ, რომ ახალი რეგულაცია ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად დაეხმარება.

მაკა ხარაზიშვილი
14.02.2015

იანვარში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 55%-ს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ ქართულმა ეკონომიკამ მკვეთრად უკან დაიხია. გარდა ამისა, 30%-ით შემცირდა ექსპორტი, განსაკუთრებით ისეთი წამყვანი საექსპორტო პროდუქციისა, როგორებიცაა სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, ფეროშენადნობები და აზოტოვანი სასუქები.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×