სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა წიკლაური
    01.03.2014

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარში მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდამ 7.8%-ს მიაღწია. შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მიერ რამდენიმე დღის წინ გახმოვანებული პროგნოზი, რომ ეკონომიკური ზრდა 8%-ს მიაღწევდა, გამართლდა. ქვეყნის მთავარი ფინანსისტის პროგნოზსა და ოფიციალურ მონაცემებს შორის ცდომილებამ მხოლოდ 0,2% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ბიუჯეტში მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი - 5%-ით განისაზღვრა.

    მარი ჩიტაია
    01.03.2014

    ბოლო ათი დღეა, საერთაშორისო ბაზრებზე ოქრო ძვირდება. წელს გამონაკლისი შემთხვევაა, როცა ძვირფასეულობის ქართული ბაზარი საერთაშორისო ტენდენციას ადეკვატურად პასუხობს. როგორც წესი, ოქროს ფასი საქართველოში თვითდინებაზეა და საერთაშორისო ბაზრის მოვლენებს იშვიათად ეხმიანება. ისიც მაშინ, როცა ფასი, კლების ან ზრდის თვალსაზრისით, რადიკალურად იცვლება.

    თაკო მათეშვილი
    28.02.2014

    თბილისის საკრებულოს უმცირესობის ახალ შეთავაზებაზე - უმრავლესობამ შეადგინოს სასურველი ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც ისინი მხარს დაუჭერენ, უმრავლესობამ უარი განაცხადა. დეპუტატები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია არ მხოლოდ ის, თუ ვინ დაწერს ბიუჯეტს, არამედ ისიც, თუ ვინ დახარჯავს მას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობა ამ საკითხში ერთსულოვანი ვერ არის და ზოგიერთ დეპუტატს გადაწყვეტილება სულაც არ მოსწონს.

    მაკა ხარაზიშვილი
    28.02.2014

    ლარი ისევ გაუფასურების გზას დაადგა. 1 დოლარი უკვე 1,75 ლარია. მოკლე პერიოდში ლარის კურსი ერთბაშად 1,79 ლარამდე დაეცა, ხოლო შემდეგ უცებ 1,72 ლარამდე გამყარდა და ახლა ისევ სწრაფი ტემპით უფასურდება. ეკონომისტების მიიჩნევენ, რომ ასეთი პროცესი დათვურ სამსახურს უწევს ქართულ ეკონომიკას. ამგვარ არასტაბილურ სიტუაციაში ინვესტორი კაპიტალდაბანდებას მოერიდება.

    მაკა ხარაზიშვილი
    27.02.2014

    სოფლის მეურნეობაში განხორციელებული მასშტაბური პროექტების მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტის წილი ჯერ ისევ მაღალია. იმ უფსკრულის ამოსავსებად, რომელიც წლების განმავლობაში ამ დარგში შეიქმნა, 1 წელი საკმარისი არის. ზუსტი ანალიზის გაკეთება კი 3-4 წელიწადში იქნება შესაძლებელი.

    მარი ჩიტაია
    27.02.2014

    ბანკებისაგან დაზარალებული ადამიანების დასაცავად მოძრაობა "დაიკავე საქართველო" საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯის გადადგმას აიძულებს. მანამდე კი, ანტისაბანკო მოძრაობა პარლამენტში შესაგზავნად ხელმოწერებს აგროვებს და საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს.

    მარიამ აფციაური
    27.02.2014

    ადგილობრივი ავიაკომპანიები საქართველოს ავიაბაზარზე არსებული მდგომარეობით კმაყოფილნი არიან, მათ შორის ისინი, ვისაც ერთ დროს კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა. ადრე ქართული კომპანიების წარმომადგენლები ხელისუფლებას უცხოური კომპანიების მიმართ მიკერძოებასა და მათ მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ. ახლა კი, მათი თქმით, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა.

    მარიამ აფციაური
    27.02.2014

    საქართველოში უცხოური ავიაკომპანიების რიცხვი იზრდება. ზაფხულში ფრენას "ჩეხეთის ავიახაზები" აღადგენს, ასევე დაბრუნდება რუსული გიგანტი "აეროფლოტი". გარდა ამისა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აწარმოებს მოლაპარაკებას უცხოურ კომპანიებთან. სიახლეა ისიც, რომ მალე თბილისში პირველად ავიამიმართულებების განვითარების ფორუმი გაიმართება, რაც ბაზრის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

    მაკა ხარაზიშვილი
    26.02.2014

    მედიკამენტების გაიაფებაზე საუბარი წარსულს ჩაბარდა. უფრო მეტიც, ის მედიკამენტები, რომლებიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ გაიაფდა, ისევ გაძვირდა. წამლების გაძვირებაზე მოსახლეობის უკმაყოფილება თანდათან იზრდება. როდესაც 600 000 დასაქმებულის შემოსავალი 500 ლარზე ნაკლებია, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია, ეს პროცესი მათზე მტკივნეულად აისახება.

    მოსაზრება
    26.02.2014

    მანანა ასკურავა

    გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მსოფლიოში ცვლილებების დრო დადგა. წამყვანი ინდუსტრიული კომპანიები ბოლო რამდენიმე წელია, ძალებს იკრებენ და მსოფლიო ეკონომიკაც ცვლილებებისთვის უკვე მზად არის. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე არაბეთის საემიროებში, განსაკუთრებით კი დუბაიში შთამბეჭდავი ეკონომიკური წინსვლა დაფიქსირდა. სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება ბიზნესის რეგულირებაზე გაამახვილა, რამაც ხელი შეუწყო, ეკონომიკას რთულად პროგნოზირებად ცვლილებებზე ეფექტური რეაგირება მოეხდინა. ყოველივე ამან კი დიდი გავლენა მოახდინა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

    მაკა ხარაზიშვილი
    25.02.2014

    სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით გაცემა ისევ იწყება. ამჯერად მუშაობა იმ პირობებზე მიმდინარეობს, რა პირობებითაც მიწა მოიჯარეს უნდა გადაეცეს. სოფლის მეურნეობის სპეციალისტებმა მთავრობას კატეგორიულად მოთხოვეს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის უპირობო იჯარით გაცემა არ მომხდარიყო. კანონის მიხედვით, იჯარის მაქსიმალური ვადა 49 წელია.

    მარი ჩიტაია
    25.02.2014

     ტექდათვალიერების შემოღების პერსპექტივამ საქართველოში მეორადი საბურავებისა და ავტონაწილების ბიზნესს პრობლემები უკვე შეუქმნა. უდავოა, რომ ავტომფლობელებს ტექდათვალიერების სამზადისი საკმაოდ ძვირი, ზოგ შემთხვევაში, თვითღირებულებაზე მეტი დაუჯდებათ. სპეციალისტების რჩევასაც თუ გაითვალისწინებენ, მეორად საბურავებზე უარის თქმა ბევრს მოუწევს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×