მაკა ხარაზიშვილი
30.04.2015

ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური გუნდის შეცვლას არ აპირებს. აქედან გამომდინარე, სპეციალისტები მთავრობის გადადგომით ქვეყნის ეკონომიკაში რაიმე სერიოზულ ცვლილებას არ მოელიან. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ პირველ რიგში, სწორედ ეკონომიკური გუნდი უნდა შეცვლილიყო.

ელზა წიკლაური
29.04.2015

 ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანა სავალუტო კოლაფსამდე მიიყვანა. ლარს გუშინ ვეღარც სებ-ის 40-მილიონიანმა სავალუტო ინტერვენციამ უშველა და მკვეთრად გაუფასურდა. მთავრობაში ეროვნული ვალუტის შესუსტებას ისევ გარე ფაქტორებს უკავშირებენ. პარლამენტი ობიექტური მიზეზების დასადგენად მომავალ კვირას მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და სებ-ის ხელმძღვანელს იბარებს.

მაკა ხარაზიშვილი
28.04.2015

 ლარის გაუფასურებამ ეკონომიკის განვითარებას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საწარმოთა ნაწილი დაიხურა, ნაწილმა კი ბრუნვა შეამცირა. პრობლემა შეექმნა მსხვილ ბიზნესსაც. ლარის გაუფასურება კი გრძელდება. ამ პროცესის შესაჩერებლად საერთოდ არაფერს აკეთებს ეროვნული ბანკი და უუნაროა მთავრობაც.

ელზა წიკლაური
28.04.2015

 საქართველოში, შესაძლოა, კომუნალური გაძვირების ახალი ტალღა დაიწყოს. გაზგამანაწილებელი კომპანიების შემდეგ ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით სემეკს უკვე მიმართა "ენერგო-პრო ჯორჯიამ". თბილისში წყლის ახალ ტარიფზე გადაწყვეტილებას 21 მაისამდე გამოიტანენ. უკვე გაძვირდა ინტერნეტ-მომსახურება. გამორიცხული არ არის, რომ კომუნალური გადასახადები 2012 წლის ოქტომბრამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდეს ან უფრო მეტადაც გაიზარდოს.

მარი ჩიტაია
28.04.2015

 მეცხვარეობის დარგში პრობლემის დაძლევა ვერდავერ ხერხდება. მეცხვარეები პირუტყვის გაყიდვას ვერ ახერხებენ. მათთვის ცხვრის საძოვრებზე გაშვებაც პრობლემაა, რადგან ეს საკმაოდ დიდ გადასახადს უკავშირდება.

მარი ჩიტაია
28.04.2015

საქართველოში ქვიშიანი სანაპიროს მქონე კურორტების უმეტესობა აუთვისებელია. რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის გარდა, კურორტების კეთილმოწყობის მიზნით ბოლო წლებში ბევრი არაფერი გაკეთებულა. აქა-იქ ძვრა შეინიშნება და რამდენიმე კურორტს შეიძლება რეაბილიტაცია ჩაუტარდეს, თუმცა პრობლემა საკმოდ მასშტაბურია. სამკურნალო თვისებების მქონე კურორტები იმდენად სავალალო დღეშია, რომ მოსახლეობამ მათი არსებობაც კი მიივიწყა.

მაკა ხარაზიშვილი
28.04.2015

"მთის კანონის" დამტკიცება იგვიანებს. პარლამენტს კანონპროექტის განხილვა მარტში უნდა დაეწყო და საგაზაფხულო სესიაზე უკვე უნდა დაემტკიცებინა, თუმცა კანონის განხილვა ამჯერად მაისისთვის გადაიდო.

მაკა ხარაზიშვილი
25.04.2015

 ლარის გაუფასურების 16-წლიანი რეკორდი მოიხსნა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 დოლარი 2,2844 ლარი ღირს. გუშინ შუადღემდე ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა რამდენჯერმე შეცვალეს კურსი. მოსახლეობაში მაშინვე გაჩნდა პანიკა, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცემოდა.

მარი ჩიტაია
25.04.2015

 ენერგოსადისტრიბუციო კომპანიების მოთხოვნას - ტარიფი გადაიხედოს, მთავრობა არ იზიარებს. ქვეყნის პრემიერი ღიად აცხადებს, რომ მოსახლეობას "ხელოვნურად ძაბავენ" და გადასახადის გაძვირების არანაირი წინაპირობა ამ ეტაპზე არ არსებობს. მის აზრს იზიარებს ენერგეტიკის მინისტრიც.

მარი ჩიტაია
25.04.2015

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ღორის ხორცის იმპორტმა 184%-ით მოიმატა, ხოლო შინაური ფრინველის მაჩვენებელი 100%-ით გაიზარდა. ბაზარზე განსაკუთრებით ჭარბადაა უკრაინული პროდუქცია. ამ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო, ადგილობრივი ნაწარმი მკვეთრად იაფდება, შესაბამისად, ბიზნესმენები მისი იმპორტით ძალიან ინტერესდებიან.

ელზა წიკლაური
24.04.2015

ლარის კურსი ყოველ ხუთშაბათს ეცემა და ამჯერად მორიგ კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა. გუშინ საღამოს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შემდეგ, "ბლუმბერგის" ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობა 2,2650-2,2700-ის ფარგლებში მიმდინარეობდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დღეს, შესაძლოა, ლარმა 26 თებერვლის ავადსახსენებელი რეკორდი მოხსნას. წლეულს ლარი-დოლარის ყველაზე მაღალი გაცვლითი კურსი სწორედ იმ დღეს - 2,2635.

მაკა ხარაზიშვილი
23.04.2015

საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზში ვერ თანხმდებიან. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი 2%-იან მატებას წინასწარმეტყველებენ, ევრობანკი კი ძველებურად 4,2%-იან ნიშნულს ინარჩუნებს. ბიუჯეტის გაჭარბებით შესრულებით გათამამებული საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კი ჯერჯერობით არაფერს ცვლის.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×