მაკა ხარაზიშვილი
19.05.2015

 2015 წლის პირველ კვარტალში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა უცხოურ ბანკებზე 226 მილიონი დოლარით მეტი გაყიდეს, ვიდრე იყიდეს. სწორედ ამ პერიოდში, დოლარის დეფიციტის მიზეზით, ლარი კატასტროფულად გაუფასურდა. თუმცა, ეს კერძო სექტორის გადაწყვეტილებაა, ეროვნულ ვალუტაზე ზრუნვა კი ხელისუფლებას მართებს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, მთავრობამ არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღოს და ეროვნული ბანკიდან სრული ინფორმაციის მისაღებლად რამე ღონისძიება შეიმუშაოს.

ელზა წიკლაური
19.05.2015

აზერბაიჯანმა საკუთარ ტერიტორიაზე საკონტეინერო გადაზიდვის ტარიფები გაანახევრა და ეს გადაწყვეტილება ბაქო-თბილისის-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის ექსპლოატაციაში შესვლამდე რამდენიმე თვით ადრე მიიღო. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ასეთი გადაწყვეტილებით კომპანია ცდილობს საკუთარი საქმიანობის უფრო ეფექტური გახადოს. სპეციალისტების აზრით, ბაქო ცდილობს, ტარიფის დაწევით საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ტვირთის ნაწილი ბაქო-ყარსის რკინიგზისკენ გადაქაჩოს.

ელზა წიკლაური
19.05.2015

 სემეკმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" ტარიფის კორექტირებაზე უარი უთხრა. შესაბამისად, თბილისში 2017 წლის იანვრამდე წყლის გადასახადი არ შეიცვლება, მარეგულირებლის ახალ გადაწყვეტილებას ვადა სწორედ იმ დროისთვის ეწურება. მანამდე კი დედაქალაქში წყლის სულადობრივი ტარიფი ისევ 3,1407 ლარი იქნება, მრიცხველით მოხმარებისას კი - 0.2655 ლარი.

მაკა ხარაზიშვილი
19.05.2015

 ბენზინის გაძვირების კვალდაკვალ საავტომობილო გაზიც გაძვირდა - 1 კბ/მ ფასი უკვე 1,25 ლარია. სპეციალისტების განცხადებით, ბუნებრივი აირისა და თხევადი საწვავის ფასს შორის სხვაობა იმდენად მცირეა, რომ ავტოგაზის მოხმარება უკვე აზრს კარგავს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო დროს მუდმივად ძვირდება ნავთობპროდუქტები. გუშინ ბენზინი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა და არ არის გამორიცხული, ტენდენცია ისევ გაგრძელდეს.

მარი ჩიტაია
19.05.2015

 ნერგებზე მოთხოვნაც და ფასიც გაზრდილია. გამწვანების კომპანიება და სანერგე მეურნეობების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურების გამო, თითქმის ყველა დასახელების მცენარის ნერგი გაძვირდა. ცვლილება განსაკუთრებით შემოტანილ პროდუქციას შეეხო.

თამარ მუკბანიანი
01.01.1970

 კანონპროექტს საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების შესახებ პარლამენტი 2018 წლისათვის მიიღებს. წესდება ზედა ზღვარი დანამატებისათვის - წლიური სახელფასო სარგოს 20%, პრემიისათვის კი - 10%. ცვლილებების ნაწილი მოსწონს არასამთავრობო სექტორს, თუმცა არასაკმარისად მიაჩნია, რადგან საკითხების ნაწილი კვლავ დეურეგულირებელია.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×