თამარ მუკბანიანი
24.10.2017

 სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წლიური შემოსავალი, 2015 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ 17 ლარით გაიზარდა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მატებამ მინიმალური თანხა - 8 ლარი შეადგინა. ლარის დევალვაციისა და მაღალი ინფლაციის ფონზე, ამ შემოსავლით რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმაა. საქმეს ვერ შველის ვერც სოციალური შემწეობა და ვერც მთის კანონით დადგენილი სხვადასხვა ტიპის შეღავეთები.

თამარ მუკბანიანი
24.10.2017

 სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წლიური შემოსავალი, 2015 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ 17 ლარით გაიზარდა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მატებამ მინიმალური თანხა - 8 ლარი შეადგინა. ლარის დევალვაციისა და მაღალი ინფლაციის ფონზე, ამ შემოსავლით რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმაა. საქმეს ვერ შველის ვერც სოციალური შემწეობა და ვერც მთის კანონით დადგენილი სხვადასხვა ტიპის შეღავეთები.

მარიკა გოგოხია
21.10.2017

 მსოფლიოში ბიტკოინის ბუმია. მან საქართველოს საფინანსო ბაზარზეც შემოაღწია და გარკვეული ჯგუფები პოპულარიზაციასაც უწევენ. კრიპტოვალუტის ამგვარმა ნდობამ (რომელიც არც ერთი ორგანოს მხრიდან არ კონტროლდება) შეიძლება სხვადასხვა რისკი გააჩინოს. მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებში - ჩინეთში, რუსეთსა და ამერიკაში - ციფრულ ვალუტას ეჭვის თვალით უყურებენ. რაც შეეხება საქართველოს, ფინანსისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიტკოინი სრულიად უკონტროლოა და, შესაძლოა, ის არალეგალური საქმიანობისთვისაც გამოიყენონ.

მარი ჩიტაია
20.10.2017

 ლარის კურსის ხელოვნური წონასწორობა წლევანდელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში აშკარად შესამჩნევია. ვერ ვიტყვით, რომ კურსი სტაბილურია, მაგრამ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ძალისხმევა ბოლო დროის სავალუტო დინამიკას ნამდვილად ეტყობა. სპეციალისტები სამომავლოდ განსაკუთრებულ ცვლილებას არ ელიან, თუმცა ფიქრობენ, რომ არჩევნების შემდეგ კურსი აიწევს და ნოემბერში 2,55-ის ფარგლებში იმერყევებს.

ნათია ლომიძე
20.10.2017

 საქართველოში ბიუროკრატიული ხარჯი საგრძნობლად იზრდება, მისი წილი ბიუჯეტის 1/3-ია. როდესაც ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი აბსოლუტური სიღატაკის ზღვარს ქვემოთაა, მსგავსი ხარჯები გაუმართლებელია. სპეციალისტები სახელმწიფოს ურჩევენ, ბიუროკრატიული ხარჯები შეკვეცოს და სახელმწიფოს როლი დასაქმების მიმართულებით შეამციროს.

ნათია ლომიძე
19.10.2017

 ინფლაციურ პროცესებს საარსებო მინიმუმის ცვლილება მოჰყვა, მაგრამ მისი მაჩვენებელი რატომღაც უმნიშვნელოდ გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, წლის დასაწყისიდან მოყოლებული, საარსებო მინიმუმს მხოლოდ 4 ლარი "შეემატა", არადა, 2017 წელს ცხოვრება მართლაც თვალში საცემად გაძვირდა. სპეციალისტების აზრით, "საქსტატის" მონაცემები სალაპარაკოდაც არ ღირს.

ნათია ლომიძე
18.10.2017

 ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა მათ მიერ დახარჯულ თანხებთან შეუსაბამოა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 6 მლნ ვიზიტორია შემოსული, თუმცა ეს მაჩვენებელი სპეციალისტებში უნდობლობას იწვევს. მათი თქმით, 6 მლნ-დან მხოლოდ 2 მლნ-ია რეალური ტურისტი. რაც შეეხება მათ მიერ დახარჯულ თანხას, ის საკმაოდ მცირეა.

ნათია ლომიძე
18.10.2017

 2018 წლის ბიუჯეტი ზედმეტად სოციალურია. სპეციალისტების შეფასებით, მთავრობის მხრიდან ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკმაოდ თამამი ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმეა, სასურველია, ბიუჯეტი განათლებაზე მიიმართოს. გარდა ამისა, მკვეთრად უნდა შემცირდეს საშინაო და საგარეო ვალების ოდენობაც.

მარი ჩიტაია
17.10.2017

 მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი განბაჟების ახალი ტარიფის დაწესებამაც ვერ შეაჩერა. მართალია, ამ კატეგორიის ავტომობილები რაოდენობრივად ძალიან ცოტა ჩამოდის, მაგრამ ეს ბიზნესი სრულად მაინც არ განადგურებულა, რისი მოლოდინიც იყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, ახალი ტარიფით 1319 მარჯვენასაჭიანი სატრანსპორტო საშუალება განბაჟდა.

თამარ მუკბანიანი
16.10.2017

 საქართველოში წელს უჩვეულოდ უხვნალექიანი და ცივი გაზაფხული და გვალვიანი ზაფხული იყო, რამაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოსავლიანობა ძალიან შეამცირა. გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოში მოსავლის დიდი ნაწილი აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მომავალ ზაფხულამდე აგროპროდუქტის იმპორტის წილი მკვეთრად მაღალი იქნება.

ნათია ლომიძე
14.10.2017

 ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მხოლოდ სტატისტიკურადაა შესამჩნევი, რეალურად კი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლება. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, ხალხს შემოსავალი არ ჰყოფნის და ყოველი მეხუთე ოჯახი ნასესხები ფულით იკვებება, ეკონომიკური ზრდა არ ასახავს რეალობას. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მშპ-ს მაჩვენებლით თავის მოწონება სიტყვებით თამაში იქნება, თუკი სახელმწიფო ფუნდამენტურ ცვლილებებს არ განახორციელებს, არ გაზრდის სამუშაო ადგილებს და არ შეამცირებს იმპორტს.

მარი ჩიტაია
14.10.2017

 2018 წელს, შესაძლებელია, პენსია 10 ლარით ან ცოტა მეტითაც გაიზარდოს, დაახლოებით 5 წელიწადში კი საპენსიო თანხა დაახლოებით 60 ლარის ფარგლებში მოიმატებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ხელისუფლება პირობას შეასრულებს და პენსიების ზრდა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად მოხდება. მშპ წელიწადში 3-4%-ით მატულობს. ქვეყანა ამ ტემპით თუ ივლის, დაახლოებით 2020-2022 წლებისთვის პენსიამ 240 ლარს უნდა მიაღწიოს.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×