"იმ შემთხვევაში თუ ეპიდვითარება გაუარესდა და ეკონომიკური რეგულაციები ისევ დაწესდა, სუბსიდიის აღდგენას არ გამოვრიცხავ“
ნინა გარდაფხაძე
15.06.2020

სამთვიანი სუბსიდიით ელექტროენერგიის შეღავათით 1.2 მილიონმა, ხოლო გაზის გადასახადის დაფინანსებით 670 000-ზე მეტმა აბონენტმა ისარგებლა. ყველაზე ქმედითი სოციალური პაკეტის ვადა, უკვე ამოიწურა. ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა რამდენად მტკივნეული იქნება ეს მოქლაქეებისათვის, რომლებსაც ეკონომიკის გახსნის მიუხედავად, შემოსავალი არ აღდგენიათ. ენერგომბუდსმენი ადასტურებს, რომ ივნისში სუბსიდია უკვე დასრულდა და მომხმარებლებს გადასახადის დროულად დაფრვისკენ მოუწოდებს შემდგომი პრობლემების თავიდან ასარიდებლად. 

კომუნალურ გადასახადებზე მთავრობის შეღავათები ყველა იმ მოქალაქეს შეეხო, ვინც ერთი თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 კბ/მ-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს. მთავრობის ინიციატივა სამ თვეზე გავრცელდა: მარტზე, აპრილსა და მაისზე. მიზეზი, კორონავირუსის გამო 21 მარტიდან  გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა იყო, რის შედეგადაც,  ობიექტების დიდი ნაწილი, მცირე გამონაკლისების გარდა, დაიხურა და  არაერთი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე.

სუბსიდიას დადებითად აფასებს და ამ ეტაპზე გაგდძელების აუცილებლობას ვერ ხედავს ენერგოიმბუდსმენი. სალომე ვარდიაშვილი ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ხაზგასმით ამბობს, რომ ივნისში შეღავათის ვადა უკვე ამოუწურულია და მომხმარებლებს დავალიანების დროული დაფარვისაკენ მოუწოდებს, რათა შემდგომში პრობლემები თავიდან აირიდონ. 

,,ეს იყო სუბსიდია, რომელიც მოსახლეობას ძალიან დაეხმარა. პაკეტი რომ ქმედითი იქნებოდა, ჩანდა იმითაც, რომ არაერთი მოქალაქე გვიკავშირდებოდა, ამ საჭიროებით და ეს აისახა ჩვენს რეკომენდაციაშიც, რომელიც მივაწოდეთ სამინისტროს. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ პაკეტი განხორციელდა ზამთრის ყველაზე პიკური გადახდისას და მაშინ, როცა ადამიანებმა დაკაგეს სამუშაო.

პირველად თქვენთან ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ეხებოდა მარტში, აპრილსა და მიასში დარიცხულ გადასახადს და არა მარტის, აპრილისა და მაისის დანახრჯს. მაგალითად, მარტში მოქალაქეებს თებერვლის დანახარჯი დაუსუბსიდირდათ და ა.შ. ამიტომაც, ივნისში მაისის დანახარჯის გადახდა მათ ჩვეულ რეჟიმში მოუწევთ და მოვუწოდებ მომხმარებლებს, დროულად დაფარონ დავალიანებები, რათა არ შეექმნათ პრობლემები შემდგომში.  

ამ ეტპაზე, არ არის აუცილებელი, რომ გაგრძელდეს სუბსიდირება, ზაფხულში ხარჯი ნაკლებია და არ მგონია, რომ შეღავათის გახარნგრძლივება იყოს საჭირო. იმ შემთხვევაში თუ ეპიდვითარება გაუარესდა და ეკონომიკური რეგულაციები დაწესდა, არც ამას გამოვრიცხავ“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ენერგოომბუდსმენმა.

მიუხედავად იმისა, რომ ორი თვის შემდეგ, 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიც დასრულდა და ეკონომიკის სრული ამოქმედებაც ფორმალურად თითქმის ბოლო ეტაპზეა დასაქმებულების დიდ ნაწილს კვლავ არ აქვს აღდგენილი შემოსავალი. 6 თვეზე გადანაწილდა დახმარება სამსახურდაკარგულებისათვის და უცნაურია, რატომ არ მოხდა იგივე კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ ზაფხულში და შემოდგომის დასწყისში ეს სახელმწიფოს არც თუ ისე დიდი თანხა დაუჯდებოდა, პანდემიის პირობებში ყველაზე ქმედითი სოციალური პაკეტი უკვე ამოწურულია და ადამიაენებს, რომელებსაც კვლავ არ გააჩნიათ სამსახური  ან თვითდასაქმებულებმა ვერ მოასხერხეს შემოსავლის მიღება რთულ პირობებში აღმოჩნდებიან. მოსახლეობის დიდ ნაწილს პირველი ხელფასი საუკეთესო შემთხვევაში მომავალ თვეში დაერიცხება, მანამდე კი გადასახადების გადახდა მოუწევთ.

სწორედ ასეთი ადამიანების რიგებშია სალომე ცინცაძეც, რომელიც ბარის მენეჯერია და მისი ობეიქტი ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში არასრული დატვირთვით მუშაობს. მოქალქეს, არც თვითდასაქმებულთა და არც დაქირავებით დასაქმებულთა კომპენსაციით არ უსარგებლია და მხოლოდ კომუნალური შეღავათი შეეხო. 

,,პირველი ეკონომიკურ შეზღუდვებს ბარები და კაფე-რესტორნები ,,შეეწირა“. სანამ საგანგებო რეჟიმი ამოქმედდებოდა, კლიენტებმა თებერვლიდანვე მნიშვნელოვნად იკლო, რაც ლოგიკურიცაა. საგანგებოს ამოქმედების შემდეგ კი საერთოდ ჩავიკეტეთ. ამ დროს ნამდვილად იყო შვება კომუნალური შეღავათი. სხვა არანაირი პაკეტით არ მისარგებლია და მიმაჩნია, რომ თუ 6 თვე გრძელდება სამსახურდაკარგულთა კომპენსაცია, ამდენივე ხნით უნდა გაგრძელდეს ეს პაკეტიც. ეს იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება“, - თქვა სალომე ცინცაძემ.

მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდებოდა მთავრობის სუბსიდია კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით, თუმცა სურდათ, სოლიდარობის ნიშნად,  არ ესარგებლათ ამ შეღავათით, საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ვებ-გვერდზე შეეძლოთ. სამი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 9 600-მა მოქალაქემ თქვა.

თუმცა, იყვენენ ისეთებიც ვინც შეღავათით იმის გამო ვერ ისარგებლა. ერთ-ერთი მათგანი იზა წოწორიაა, რომელიც ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობს, რომ შეღავათები არასწორად იყო გადანაწილებული. 

,,ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ვისაც მართლა სჭირდებოდა, იმ ადამიანებამდე ვერ მივიდა დახმარება. მე, საერთო საცხოვრებელში ვარ, სადაც გაზით გათბობის საშუალება არ გვაქვს და ამიტომ ზამთარი საოცრად ძვირი გვიჯდება. რასაკვირველია 200 კვტ/სთ-ზე მეტს ვხარჯავდით ყოვეთვიურად და შეღავათი არ შეგვეხო, არადა ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. რადგან გაზის შეღავათით ვერ ვსარგებლობდით, დენზე მაინც დაგვმატებოდა ან სხვა რამე მოეფიქრებინათ?“ - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მოქალაქემ, რომელიც სოციალური პაკეტების მიღმა აღმოჩნდა. 

კომუნალური გადასახადების სუბსიდია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ნაწილში მთავრობას თვიურად, ჯამში 44 მილიონი ლარი დაუჯდაა. თბილისის შემთხვევაში, ანუ "თელასის" აბონენტებიდან ეს შეეხო იმ ოჯახებს, რომელთაც ელექტროენერგიის თვიური ხარჯი დაახლოებით 37 ლარამდე ჰქონდათ, რეგიონებში კი - 36 ლარამდე.

რაც შეეხება ბუნებრივ აირსს, დედაქალაქში ("თბილისი ენერჯი") დახმარება მიიღო მან, ვინც თვიურად, მაქსიმუმ 92 ლარს იხდიდა, რეგიონებში ("სოკარ ჯორჯია გაზი") კი ისინი, ვისაც ეს ხარჯი 114 ლარამდე ჰქონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
vaso   (15.06.2020)
დებილი


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×