"სახელმწიფო ალბათ ვერ ასცდება 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ხელახლა გადანაწილებას"
გვანცა წულაია
25.03.2020

საქართველოში გავრცელებული კორონავირუსის შემდეგ გატარებული რეგულაციების გამო, უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა. ქვეყანაში ამ მხრივ, სახარბიელო ვითარება ისადაც არ იყო და განვითარებულმა მოვლენებმა კი, სიტუაციაა უფრო დაამძიმა. საქართველოში ამჟამად მომსახურების თითქმის ყველა სეფრო გაჩერებულია. უცნობია ქვეყანაში ასეთი ვითარება როდემდე გასტანს, საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ვითარება უფრო გართულდება.

კრიზისული ვითარების შემდეგ ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს გარკვეული სახის კომპენსაციებს უწესებენ ხოლმე. უცნობია საქართველოს ხელისუფლებას ამის რესურსი რამდენად გააჩნია, რომ უმუშევრად დარჩნილ მოსახლეობას დაეხმაროს. პროფკავშირებში ამბობენ, რომ ქვეყანაში ამჟამად მძიმე ვითარებაა. ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ასეთ კრიზისულ ვითარებაში ერთიანობის დროა, რათა უმუშევრად დარჩენილ ხალხს დავეხმაროთ.  

“ძალიან მძიმე სიტუაციაა შექმნილი. ფაქტია, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული პრობლემები პირდაპირ ურტყამს ეკონომიკას და დასაქმებას. დიდი გამოწვევაა ხალხისთვის არსებობის საშულება. უნდა გაკეთდეს ერთიანი ბაზა, სადაც იქნებიან ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ დაუსაქმებელთა არმიაში. მინიმალური საასრებოს საშუალება უნდა მიეცეთ მათ. 

მეორე რაც უნდა გაკეთდეს ისაა, რომ კომუნალური გადასახადების გადახდა ორი თვით გადავადდეს. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს ფონდი, სადაც მოქალაქეები სოლიდარობის პრინციპით უწილადებენ თანხას მათ, ვინც დარჩნენ სამსახურის და შემოსავლის გარეშე. ფუფუნებაზე არაა საუბარი, არამედ იმ თანხაზე, რაც საარსებო მინიმუმისთვის არის საჭირო. ჩვენი გათვლით, კომუნალურების გარეშე, ეს თანხა შეადგენს 320-350 ლარს თითოეული ოჯახისთვის. 

ახლა იმის დროა, რომ ერთამანეთი გავიტანოთ. ერთი მხრივ ვირუსი დავამარცხოთ და მეორე მხრივ ხალხს პრობლემა არ შეექმნას, რომლებიც პრაქტიკულად შიმშილისთვის არიან განწირულნი. ის, რომ ბიუჯეტს არ აქვს ამის საშუალება ბუნებრივია. მე პირადად თუ მექნება საშუალება, რომ გარკვეულ ფონდში ჩავრიცხო თანხა ვიქნები ბედნიერი, რომ თუნდაც ერთ ადამიანს, რომელიც უმუშევარი დარჩა, ვუწილადო ჩემი ხელფასიდან საარსებო თანხა”, - განუცხადა “რეზონანსს” ირაკლი პეტრიაშვილმა. 

უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა ახლა რთულ ვითარებაშია. მათი რაოდენობა კი, სამწურადო, საკმაოდ დიდია. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ხალხი უმუშევარი დარჩა და შემწეობა კი არ არსებობს. 

"საქართველოში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 800 ათასზე მეტია. აქედან 200 ათასზე მეტი საჯარო სამსახურში არიან დასაქმებულნი. მასწავლებლები, ლექტორები, პოლიცია და ა.შ. რაც შეეხება დანარჩენებს ისინი დღეს უმუშევრები არიან ან ზღვარზე იმყოფებიან. რა თქმა უნდა, დასაქმებულთა რაოდენობა მოიკლებს, თუმცა არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ტოტალურად ყველგან მოხდება თანამშრომელთა შემცირება. მაგალითად, გაჩერდა რესტორნები და კაფეები, მაგრამ გაიზარდა მომსახურება გამოძახების სერვისზე. ამიტომ ჯერჯერობით რამის თქმა ძნელია, მაგრამ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, რომ შემცირდება ეს ცალსახაა. 

სახელმწიფო ვერ ასცდება 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ხელახლა გადანაწილებას. ალბათ, მთვრობაში ამაზე უკვე მუშაობენ და სულ მალე პარლამენტში შესაბამის პროექტს წარადგენენ. სოციალური დახმარების ხარჯი მკვეთრად გაიზრდება. ახლა კი მთავარი ამოცანაა, ეს ეპიდემია ჩავაქროთ, დავიცათ ხალხის ჯანმრთელობა”, - აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას სოსო არჩვაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×