სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    2023 წლამდე ბუნებრივი აირის გადასახადის მხრივ ცვლილება აღარ იგეგმება
    გვანცა წულაია
    25.12.2019

    გაზის ტარიფი უცვლელი რჩება. მოსახლეობა მომდევნო 3 წლის განმავლობაშიც დღევანდელ ფასს გადაიხდის. ასეთია სემეკის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 2023 წლამდე მოქმედებს. ენერგეტიკოსები მარეგულირებლის გადაწყვეტილებას მხარს უჭრენ და არ გამორიცხავენ, სამომავლოდ ტარიფის კიდევ უფრო შემცირებასაც. 

    ახალი ტარიფები ძალაში 2020 წლის 1-ელ იანვარს შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. სემეკმა ბუნებრივი გაზის სექტორში გრძელვადიანი სამომხმარებლო ტარიფები პირველად დაადგინა და აღნიშნული ტარიფების გადათვლა მომდევნო სამი წლის განმავლობაში აღარ იგეგმება.

    შპს „თბილისი ენერჯის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფი, რომელსაც უშუალოდ მოქალაქეები იხდიან, უცვლელი დარჩა და 1 კუბურ მეტრზე 46.137 თეთრით განისაზღვრა, "ვარკეთილაირის“ სამომხმარებლო ტარიფი ერთ კბ/მეტრზე 48.678 თეთრი იქნება, „ენერგოკავშირის“ - 49.444 თეთრი, „საჩხერეგაზის“ - 51.415 თეთრი, „ტაბას“ - 57.584 თეთრი, და შპს „არზუგაზის“ - 55.362 თეთრი. თითოეული გაზგამანაწილებელის ტარიფი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. 

    მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, სამი წლის განმვალობაში ბუნებრივი აირის გადასახადი არც ერთი გაზგამანაწილებლის შემთხვევაში არ შეიცვლება და ის დარჩება, რაც დღეისთვისმოქმედებს. 

    ენერგეტიკოსები "რეზონანსთან" ამბობენ, რომ გაზის ტარიფის უცვლელად დატოვება პოლიტიკური საკითხია. მურმან მარგველაშვილი აცხადებს, რომ სემეკის ახალი გადაწყვეტილება, ეკონომიკასთან კავშირიში არ არის. 

    “სახელმწიფო ახდენს გადასახადის სუბსიდირება, ანუ ჩვენი საერთო თანხით ხდება გაზის ტარიფის დაფინანსება, რითიც მდიდრები უფრო მეტ სარგებელს იღებენ, ვიდრე ღარიბები. 

    ინფლაციამ უკვე გვაჩვენა, რომ შესწორება ალბათ, მიზანშეწონილი იქნებოდა, მაგრამ ეს ნაბიჯი არ გადადგეს. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და არა ეკონომიკური და ეს მხოლოდ სემეკის კომპეტენციის სფერო არ არის. ამაში ერევა სახელმწიფო და ბუნებრივ აირს, რომელიც ტრანზიტის საფასურად გვერგება ხარჯავს იმაზე, რომ შეამციროს ტარიფი და ამით სავარაუდოდ, პოლიტიკუტი დივიდენტები მიიღოს”, - აცხადებს “რეზონანსთან” თემურ მარგველაშვილი. 

    მოსახლეობის შემოსავლის მესამედი გადასახადებში მიდის, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია დაბალი ანდა უცვლელი ტარიფი. გაუფასურებული ლარის და ზედმეტად გაზრდილი ინფლაციის პირობებში მოსახლეობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ბუნებრივი აირის გადასახადი არ იზრდება. 

    ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე ამბობს, რომ სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკმაოდ პოზიტიურია. მიუხედავად საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე კარგია, რომ სემეკი გაზის ტარიფს ინარჩუნებს. 

    “ჩვენს რეალობასთან გადასახადი რამდენად შესაბამისობაში მოდის, ამაზე უკვე ვეღარ ვისაუბრებთ, რადგან არსებული ტარიფი უკვე დიდი ხანია მოქმედებს. ფაქტია, რომ წლების განმავლობაში მასზე ზემოქმედება არ ხდება და მისი ზრდისგან ყველა თავს იკავებს. შესაბამისად, მე მივესალმები ამ საკითს, ისე როგორც არის. სემეკი ამჯერად კარგ გადაწყვეტილებას იღებს და მათ მიერ გადადგულ რამდენიმე ნაბიჯსაც მხარს ვუჭერ. 

    დიდი ხანია ვიძახი, რომ გადასახადი არასწორად არის დათვლილი. საქართველოს ტერიტორიაზე საშუამავლო კომპანიების არსებობა, რომელიც საზღვრიდან მოწოდებული გაზი სამ ორგანიზაციას და სამ საშუალომავლო კომპანიის გზას გადის და ამის შემდგომ იღებს მომხმარებელი ბუნებრივ აირს. თავისთავად ტარიფი ამის ხარჯზე არის გაზრდილი, მაგრამ მაინც მისასალმებელია ფაქტია, რომ ამას ინარჩუნებენ და დევალვაციით თუ ლარის გაუფასურების მიზეზით, არ ხდება გადასახადის ზრდა”, - განუცხადა “რეზონანსს” ჭიჭინაძემ. 

    ბუნებრივი აირის მომარაგების მხრივ სამომავლოდ კიდევ უფრო უკეთესი პირობები გვექნება. 2023 წლისათვის საქართველო "ტანაპის" გაზსადენში გატარებული გაზის სანაცვლოდ 1.1 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. შესაბამისად, უფასო გაზის მოცულობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზარდება. საბოლოოდ, მკვეთრად გაზრდილი მოხმარების პირობებშიც კი, ეს საქართველოს სრული მოთხოვნის ნახევარზე მეტს დააკმაყოფლებს. ეს არის გარანტია, რომ სამომავლოდ ბუნებრივი აირის ტარიფი არათუ გაიზარდოს, არამედ შემცირდეს კიდეც.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×