სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    საარჩევნო წლის შემდეგ მოსახლეობას ყველაფერი ცუდად შემოუტრიალდება
    ირაკლი ლომიძე
    23.12.2019

     მომავალ წელს კომუნალური გადასახადები შეიცვლება. ცვლილება განსაკუთრებით ელექტროენერგიის ტარიფს შეეხება, რომლის შენარჩუნების შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს. წყლის გადასახადში ცვლილება სემეკმა უკვე შეიტანა "ჰიბრიდული ტარიფის" დაწესებით, რითაც საოჯახო სასტუმროების მფლობელების ნაწილს გადასახადი გაუძვირდა. გაცილებით უკეთესი ვითარებაა მოსალოდნელი ბინებრივი აირის კუთხით. შეიძლება მოსახლეობას გაზი საერთოდაც გაუაუფდეს. ამ შესაძლებლობას,,შაჰდენიზი 2”-ის სრულად დატვირთვა მოიტანს. ამას სემეკშიც ნაწილობრივ ადასტურებე კიდეც. 

    ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ წელს არაფერი გაძვირდება. სემეკ-ის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ამჟამად არსებული მდგომარეობა ტარიფის ზრდის საფუძველს არ იძლევა. მარეგულირებელ კომისიაში უკვე განიხილეს კიდეც კომპანიების მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო წინადადებები.

    ,,გაზის ტარიფის რაიმე სახის ზრდას ამ ეტაპზე არ ველოდებით. გარდა ამისა, სხვა ეკონომიკური პარამეტრებიც გვაქვს დაანგარიშებული. ამჟამად მიმდინარეობს მისაწოდებელი ტარიფის დადგენა. უახლოეს დღეებში დავადგენთ ბუნებრივი აირის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფს“, - განაცხადა ნარმანიამ.

    ფაქტი, რომ ტარიფს ცვლილება არ ემუქრება, ეს ,,ბიზნეს-რეზონანსს” სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმაც დაუდასტურა. მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალში სათანადოდ შეფასდება ყველა ის პროექტი, რამაც სატარიფო პოლიტიკაზე შეიძლება იმოქმედოს. ამ მხრივ მან ხაზი გაუსვა ,,შაჰდენიზი2”-ის პროექტს და აღნიშნა, რომ მისი სრულად ათვისების შესაძლებლობა გაზის გადასახადის შემცირების საფუძველს შექმნის.

    ,,მიმდინარე კვირას ახალი ტარიფი უნდა დადგინდეს, ეს პროცედურა კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. დღეის მდგომარეობით, გადასახადს ცვლილება არ ემუქრება, შესაბამისად, არ ვთვლით, რომ კორექტირება გახდება საჭირო. ამ მიმართულებით რისკს ვერ ვხედავ. 

    მომავალში კი ნებისმიერი ის პროექტი, რომელიც სატარიფო პოლიტიკაზე მოახდენს გავლენას, სათანადოდ შეფასდება და გადასახადის რეგულირებისას იქნება გათვალისწინებული. ამ მხრივ ,,შაჰდენიზი 2” მნიშვნელოვანი პროექტია, რამაც სამომავლოდ შეიძლება გავლენა იქონიოს, მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს და ტარიფი კლებისკენ შეიცვალოს, თუმცა ეს მხოლოდ სამომავლო პერსპექტივაა, ჯერჯერობით გადასახადის კორექტირება არ იგეგმება”, - განაცხადა ფანგანმა.

    სპეციალისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გადასახადზე გავლენას არა კონკრეტული პროექტები, არამედ მთავრობის პოლიტიკური ნება მოახდენს. ორგანიზაცია ,,მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დირექტორი, ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ არჩევნების წინ მთავრობამ აქცენტი გადასახადის შემცირებაზე გააკეთოს და პოპულისტური ნაბიჯი გადადგას.

    ,,გადასახადები პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, გაზის სეგმენტი ისედაც სუბსიდირებულია საქართველოში, საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებად მოგვეწოდება. არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების წინ აქცენტი გაიაფებისკენ გაკეთდეს, რაც პოპულისტურ ნაბიჯად ჩაეთვლებათ და წავლენ ამაზე, თუკი სურვილი ექნებათ. სემეკი გადაწყვეტილებას ყოველთვის მთავრობის მითითებით იღებს, ეს საკითხი მთლიანად პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. 

    აქედან გამომდინარე, რ გამოვრიცხავ, პერსპექტივაში გაზის გადასახადის კორექტირების აუცილებლოის საკითხი დადგეს, რასაც კონკრეტულად რომელიმე პროექტს ვერ დავუკავშირებ. გამჭვირვალე რეგულირება და საბაზრო პრინციპი არ მუშაობს და ამიტომ არის გადასახადის დაწესების თემა პოლიტიკური გადაწყვეტილებით მოცული, რაც არასწორია”, - აღნიშნა მარგველაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან". 

    რაც შეეხება ელექტროენერგიის გადასახადს, სააქართველოს პარლამენტის წევრი, დეპუტატი რევაზ არველაძე ფიქრობს, რომ 2020 წელს იგი ნამდვილად შენარჩუნდება, თუმცა 2021 წლიდან ტენდენცია ,,ენგურჰესის” სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიცვლება. როგორც კი იაფი დენის გამომუშავების შესაძლებლობა არ გვექნება, დენი გაძვირდება.

    ,,2020 წელს ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილებას არ ველოდები, ეს საჭიროება არ დადგება, მოსახლეობისთვის გადასახადი არ შეიცვლება. უკვე ცნობილია, რომ გაისად არმოხდება ,,ენგურჰესის” რემონტი და მის მიერ სრულად ამუშავებულ ელექტროენერგიასაც გამოვიყენებთ. ბოლო დროს კრიპტოვალუტების გამომუშავების ტემპიც შემცირებულია, სავარაუდოდ, ეს არის საფუძველი, რომ დენის მოხმარებამ ბოლო პერიოდში 100 მლნ კვტ/სთ-ით იკლო. ასეთი ტენდენცია 2020 წელსაც გაგრძელდება. 

    სამაგიეროდ, მომდევნო 2021 წლიდან როცა ,,ენგური” რამდენიმე თვით გაჩერდება, იაფი ელექტროენერგია მოაკლდება ბაზარს და იმპორტის ზრდის საჭიროება დადგება, ტარიფი შეიძლება თავისუფლად გაიზარდოს”, - აღნიშნა არველაძემ და დასძინა, რომ პრობლემას ჰესების მშენებლობის გარეშე ვერ მოგვარდება.

    ,,აუცილებელია საზოგადოების მენტალიტეტი შეიცვალოს და მოსახლეობის ცნობიერებამდე მივიდეს, რომ ქვეყნისთვის ჰიდროელექტროსადგურები არ არის ისეთი სახიფათო, როგორსაც არასამთავრობო სექტორი ან თუნდაც ოპოზიცია წარმოაჩენს. მთავრობა მხარს უჭერს ისეთი ჰესების მშენებლობას, რომელიც ეკონომიკურად ეფექტური და ეკოლოგიურად მისაღებია ქვეყნისთვის. წარმოიდგინეთ, ,,ენგურჰესი” რომ არ ყოფილიყო, საქართველოში 4 მლნ კბ/მ ტყე გაიჩეხებოდა, ხოლო 2 მლნ კბ/მ-ით ნაკლები, ,,ხუდონჰესი” რომ აგვეშენებინა. 

    მხოლოდ ჰესების მავნებლობაზე ვსაუბრობთ და სარგებელს ვერ ვაცნობიერებთ. საბოლოოდ კი ინვესტორებს ვკარგავთ, ეს ყველაფერი ერთმანეთზე გადაბმულად მოქმედებს და სატარიფო პოლიტიკის ლავირების საშუალებას არ იძლევა”, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" დეპუტატმა. 

    შეგახსენებთ, რომ სემეკში ,,თბილისის ენერჯის" ახალი ტარიფი 25 დეკემბერს, "სოკარ ჯორჯიასა" და "საქორგგაზის" ტარიფები კი 27 დეკემბერს უნდა დამტკიცდეს. 

    რამდენიმე თვით ადრე, 2019 წლის 1-ელ აგვისტოს სემეკში გეგმური სხდომა გაიმართა, რომელზეც გაზის ტარიფის დადგენაზე მსჯელობა დაიწყო. სემეკის ყოფილმა თავმჯდომარემ ირინა მილორავამ მაშინ განაცხადა, რომ გასულ წელს ლარის კურსიდან გამომდინარე, იყო მოლოდინი, რომ ტარიფი გაიზრდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×