სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ე.წ. ფასიან აცრას მსურველებს, პრაქტიკულად, ვერც ერთი კლინიკა ვერ სთავაზობს
    თამარ მუკბანიანი
    23.12.2019

     კლინიკებში გრიპის საწინააღმდეგო ე.წ. კომერციული ვაქცინა არ მოიპოვება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უკვე 90 000 ადამიანს გაუკეთდა აცრა უფასოდ, არიან ისეთები ვისაც ვაქცინის გაკთება სურს, თუმცა ამ მომსახურეობას ვერსად იღებენ. ეს სახელმწიფოს ცუდი მენეჯმენტის ბრალია, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებმა თადარიგი ვერ დაიჭირეს. 

    გრიპი ვირუსული ინფექციაა. მისი გამომწვევი ვირუსის 4 სახეობა არსებობს: A, B, C და D. ადამიანის გრიპის  A და B შტამები ყოველწლიურად, სეზონურად აქტიურდებიან. საქართველოში გრიპის სეზონი ნოემბრიდან იწყება და შესაბამისად, აცრების გაკეთება ოქტომბრიდან არის შესაძლებელი. ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაღალ რისკ-ჯგუფებში მყოფი ადამიანებისთვის: ბავშვები, მოხუცები, იმუნოკომპრომეტირებული ადამიანები, ორსულები, სამედიცინო პერსონალი, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. იმ დეზინფორმაციის გამო, რაც ვაქცინებთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოში და არა მხოლოდ აქ, ძალიან ბევრი ადმაინი თავს არიდებდა აცრის გაკეთებას, თუმცა ბოლო დროს ეს ტენდენცია შეიცვალა. სამაგიეროდ, ახლა ვაქცინა აღარ არის ხელმისაწვდომი. 

    ,,ბიზნეს-რეზონანსის”  ჟურნალისტი არაერთ კლინიკას დაუკავშირდა როგორც ვაქცინის მსურველი პაციენტი და მათგან არც ერთში არ აღმოჩნდა ხელმისაწვდომი კომერციული აცრის გაკეთება. სამედიცინო დაწესებულებებში ამბობენ, რომ ასეთი მომსახურება დიდი ხანია აღარ აქვთ და არც იციან, როდიდან ექნებათ კომერციული ვაქცინა. მათივე ინფორმაციით, არც რისკ ჯგუფებისათვის აცრებია ამ ეტაპზე ხემისაწვდომი და არც ამ შემთხვევაში იციან როდის შეეძლებათ ქრონიკული დაავადებების მატარებლებს აიცრან. სიები გადააგზავნილია, მაგრამ ვაქცინა ამ დრომდე არ მიუღიათ და ამიტომ გვირჩიეს, ხშირად დაგვერეკა გადასამოწმებლად. 

    მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველფარი საკუთარი ყურით მოვისმინეთ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე,  პაატა იმნაძემ, მაინც კატეგორიულად უარყო.  მისი თქმით, წელს რისკ ჯგუფების მატარებელი 90 000 პაციენტი უკვე აიცრა და 10 000 ვაქცინა ქვეყნაში კიდევ არის. 

    "აშკარაა, მოსახლეობამ დაიჯერა, რომ ვაქიცნის სიკეთე რეალურია და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, რაზეც დეზინფორმაციული კამპანია აქტიურად მიმდინარეობდა. სწორედ ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ წელს, უპრეცენდენტო რაოდენობის ადამიანი აიცრა რისკ ჯგუფებიდან. რაოდენობამ 90 000 მიაღწია. ტყულია თითქოს ქვეყანაში ვაქცინა არ არის. ჩვენ დარჩენილი გვაქვს 10 000 აცრა და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აღრიცხვაზეა და რისკ ჯგუფს მიეკუთვნება, შეუძლია ისარგებლოს ამით”, - განაცხადა იმნაძემ. 

    საწინააღდეგოს ამტკიცებენ პაციენტები, რომელთა თქმითაც, რამდნიმე კვირაა, უშედეგოდ ცდილობენ აიცრან. ,,ბიზნეს-რეზონანსი” ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა და ჰკითხრა როგორც რისკ ჯგუფების უფასო, ასევე დანარჩენი საზოგადოების კომერციულ აცრებთან დაკავშირებით, თუმცა მათგან კითხვებზე პასუხს ვერ ვეღირსეთ. 

    საინტერესოა რატომ არ არის კომერციული ვაქცინა ხელმისაწვდომი ან სად იკარგება აცრა სანამ სახელმწიფოსაგან პაციენტამდე მივა?

    თამარ მებონია ქრონიკული დაავადების - დიაბეტის მატარებელია. წინა წლებში ვაქცინის გაკეთება თავად არ ისურვა, თუმცა მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ გვერდითი ეფექტი აცრის მხრივ გაცილებით ნაკლებია, უკვე სამი კვირაა უშედეგოდ ცდილობს აიცრას. 

    "დიაბეტი მაქვს ბავშვობიდან და გასულ წლებში, როცა გრიპი ეპიდემიად მოედო მთელ საქართველოს, გავიგე, რომ რისკ ჯგუფში ვიყავი. მიუხედავად ამისა, აცრისაგან თავი შევიკავე. სოციალურ ქსელში იმდენი ინფორმაცია იწერებოდა, რომ მავნეა, ვერ გავრისკე. სამაგირეოდ, წელს გადავწყვიტე რომ მეც უნდა ავცრილვიყავი. ზფხულშივე ვიცოდი, რომ შემოდგომაზე აცრას უნდა გამეკეთებინა. ბევრმა გაიკეთა წინა წლებში ჩემს ირგვლივ და განსაკუთრებული უკუჩვენება არავის ჰქონია. 

    ამასობაში შემოდგომაც მოვიდა და ერთი თვის დაგვიანებით დაიწყო აცრა და როცა მივედი, მითხრეს, რომ მარაგი უკვე ამოიწურა. ამის შემდეგ რაღაც პერიოდი აღარ მეცალა, ახლა კი სამი კვირაა ყოველდღე ვრეკავ და ვამოწმებ, აქვთ თუ არა ვაქცინა. მეუბნებიან, რომ სიები გადაგზავნილია და როგორც კი მოვა, შემატყობინებენ", - აღნიშნა თამარ მებონიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან”. 

    წელს, სახელმწიფომ უმაღლესი ხარიისხის ვაქცინა შემოიტანა, რომელიც რისკ ჯგუფებისათვის ჯერ კიდევ არის დაარჩნილი. ეს იცის ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტმა ვატო სურგულაძემაც.თუმცა, ის, რომ აცრა მოსახლეობას სათანადო დროს ვერ უკეთდება, ცუდი მენეჯმენტის დამსახურებაა. 

    "მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სისტემა, დღითი დღე თავზე გვენგრევა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს სტრუქტურამ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა იმუშავა გაცილებით უკეთ, ვიდრე წინა წლებში. შემოიტანა 4-კომპონენტიანი აცრა რისკ-ჯგუფებისათვის. ვიცი, რომ ვაქცინის მარაგი ჯერ კიდევ არსებობს და ის, რომ მოსახლეობისათვის არ არის ხელმისაწვდომი, სრულად ცუდი მენეჯმენტის პრობლემაა, როგორც ყოველთვის. 

    რაც შეეხება კომერციულ ვაქცინას, მისი შეკვეთა უნდა გაკეთდეს წინასწარ. დიდ დროს და ფინანსებს მოთხოვს, მეორე წლისთვის მისი შენახვა კი კატეგორიულად აკრძალულია. ამიტომ კომერციულმა დაწესებულებებმა წინასწარ თუ არ შეკვეთეს,მისი დამზადება ახლა უკვე დაგიანებულია - დღეს შეკვეთილი, ჩამოვა ყველაზე ადრე, თებერვლის ბოლოს. 

    სახელმწიფოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ვაქცინის ხარისხი არის კარგი, მაგრამ მუდმივი პრობლემა, ახლაც რჩება პრობლემად. სამთავრობო  უწყებები არ მუშაობენ კოორდინირებულად”, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან"  ვატო სურგულაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (23.12.2019)
    აბა აფთიაქებს როგორ გაასაღებინონ წამლები.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×