სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    „შარშანდელთან შედარებით ჯავშენები საკმაოდ შემცირებულია და თითქმის არ გვაქვს"
    რეზონანსი
    12.12.2019

     საქართველო უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ზამთრის სპორტისა და სათავგადასავლო დასვენების კუთხით, თუმცა ამით ადგილობრივი მოსახლეობა სულ ეფრო იშვიათად სარგებლობს. ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ფონია, რის გამოც ხალხს დასასვენებელი ფული არ გააჩნია. სასტუმროს ნომრებიც უკვე უმეტესად დოლარში ქირავდება, ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის გამო. ეს კი მომხმარებელს ზამთრის კურორტებზე დასვენების საშუალებას არ აძლევს. 

    საქართველოში მრავლადაა ე.წ. "თეთრი კურორტები" და ხალხს უყვარს კიდეც იქ საახალწლო არდადეგების გატარება, მაგრამ მეორე პრობლემაა ფინანსური საკითხი. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება, შესაბამისად, უამრავი ადამიანი არათუ დასვენებას ვერ ახერხებს, არამედ კარგა ხნით მიივიწყა კურორტებისკენ მიმავალი გზა.

    "რეზონანსი" ამ თემით დაინტერესდა და მცირე გამოკითხვა ჩაატარა, რის შედეგადაც აღმოჩნა, რომ რესპონდენტთა უმეტესობას გადაწყვეტილი აქვს თბილისში გაატაროს სადღესასწაულო დღეები, რადგან არანაირი საშუალება არ გააჩნია კურორტზე გასამგზავრებლად. სასტუმროების მეპატრონეები კი აღნიშნავენ, რომ ჯავშნების სიმცირის გამო, ფასების ჯერჯერობით არ შეუცვლიათ.

    ნინი მოდებაძე 23 წლის სტუდენტია, ის ყოველ წელს დადიოდა ხან გუდაურში, ხან ბაკურიანში, ხანაც ბორჯომში, მაგრამ ახლა ვეღარ ახერხებს:

    "ტარიფებს რომ თვალი გადავავლე, თითქოს მკვეთრ ცვლილებას ვერ ვამჩნევ, მაგრამ მაინც არ შემიძლია სადმე წავიდე, რადგან მეშინია ხვალინდელი დღის. ფული თუ დასვენებაზე დავხარჯე, იქიდან ჩამოსულმა როგორ გავართვა თავი ყოველდღიურ ხარჯს, რომელიც ნამდვილად მკვეთრად გაიზარდა?

    როდესაც ვარჩევდი სასტუმროს ან კოტეჯს, შევამჩნიე, რომ ზოგიერთი მათგანის ფასი დოლარში იყო მითითებული, ალბათ, ხვდებით რატომაც ხდება ასე. წლის განმავლობაში ისედაც ცოტა ხანი ვისვენებ და ძალიან მიჭირს ისევ თბილისში ყოფნა, მაგრამ იმდენად სწრაფად და ყოველდღიურად უარესდება ყველაფერი, რომ მართლა მეშინია დასასვენებლად ფულის დახარჯვისა. არ ვიცი იქიდან რომ ჩამოვალ, რა დამხვდება. ამიტომ ვერ ვრისკავ. მირჩევნია ეს ფული გადავდო ან საახალწლოდ გამოვიყენო, ვიდრე სამი დღე წავიდე გუდაურში და მერე ცარიელზე დავრჩე", - აღნიშნა "რეზონანსთან" ნინო მოდებაძე.

    სასტუმროების მფლობელები და მენეჯერები ამბობენ, რომ ფასის მკვეთრი ცვალებადობა არ შეინიშნება საკურორტო ზონებში, თუმცა დასვენება მთლიანობაში ბევრად ძვირი ჯდება, რაგან თხილამურების ქირაობა, საკვები და სხვა მსგავსი მომსახურება გაძვირებულია.

    ბაკურიანში მდებარე სასტუმრო "სნოუპლაზას" წარმომადგენელი, აღნიშნავს, რომ წელს გაცილებით ცოტა სტუმარი ჰყავს, რადგან ყველაფერთან ერთად კონკურნციამ მოიმატა და ახალი სასტუმროები დიდ კონკურენციაში ჩაებნენ.

    „შარშანდელთან შედარებით ჯავშენები საკმაოდ შემცირებულია და თითქმის არ გვაქვს, ამიტომ ფასებზე საუბარი ძალიან გამიჭირდება. ფასნამატი არ გვაქვს, შემცირებულიც კია, რადგან დიდი კონკუურენციაა ბაზარზე. ახალმა სასტუმროებმა სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას "სნოუპლაზას" წარმომადგენელმა.

    დიდი ახალგახსნილი სასტუმრო "საფირი" კი, რომელიც ასევე ბაკურიანში მდებარეობს, სტუმრების ნაკლებობას არ უჩივის. საფასო პოლიტიკაზე ჯერჯერობით ვერაფერს ამბობენ, რადგან ერთი წელიც კი არ არის, რაც ბაზარზე ოპერირებენ. სასტუმროს წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთიდან სტუმრები არ ჰყავთ.

    „რუსეთიდან ტურისტები ჩვენთან არ მოსულან, სამაგიეროდ გვყავს სხვა მეზბელი ქვეყნებიდან. ფასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, განსაკუთრებით წინა წელთან შედარებას ვერ გავაკეთებ, რადგან ჯერ ერთი წელიც არ არის რაც ბაზარზე გამოვჩნდით. ზამთრის ტპირველი ტურისტული სეზონის სტარტი საკმაოდ ნორმალურია“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას სასტუმრო "საფირის" წარმომადგენელმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ultra   (12.12.2019)
    ityueba rezonansi jibis media, neta vicode vin dagikvetat es tyuilebi


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×