სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    წლის ბოლომდე რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა იგეგმება, მათ შორის გაცვლითი კურსის საკითხიც
    თამარ მუკბანიანი
    22.10.2019

     ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ბარომეტრი დღეს არის ლარის კურსი - ასეთია კერძო სექტორის პოზიცია, რომლის ხელმძღვანელებთანაც, პრემიერმა სამუშაო შეხვედრა გამართა. ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, გახარიამ თქვა, რომ ლარის კურსის და საბანკო რეგულაციების საკითხის მოგვარება წლის ბოლომდე უნდა. მსგავსი დანაპირები არ ახსოვთ სხვა ასოციაციის ხელმძღვანელებს, თუმცა შეხვედრას და სამუშაო პროცესს, დადებითად აფასებენ და იმედიც აქვთ.  

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო. პირველ რიგში, მან სექტორული და შემაჯამებელი შეხვედრის ფარგლებში 40 ასოციაციის ხელმძღვანელი მიიღო.

    მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლევადიან გადაწყვეტას მოითხოვს, მთავრობის მხრიდან ეფექტურად გადაიჭრება. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი განსახილველი თემა პრემიერთან შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები იყო, კერძო სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან, მათთვის ყველაზე პრობლემური, ეროვნული ვალუტის კურსის საკითხი დაისვა. 

    საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, კერძო სექტორმა პრემიერ–მინისტრთან შეხვედრაზე ლარის კურსის რყევებისა და საბანკო რეგულაციებზე ისაუბრა. 

    „ვიმსჯელეთ ლარის კურსზე და საბანკო რეგულაციებზე. პრემიერი უშუალოდ არის ამ პრობლემაში ჩართული და დარწმუნებული ვართ, აქაც გვექნება სიახლე. მან აღნიშნა, რომ არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მას უნდა წლის ბოლომდე, მომავალი ორი–სამი თვის განმავლობაში. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ საბანკო რეგულაციები და ლარის კურსია“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ და დასძინა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ბარომეტრი დღეს არის ლარის კურსი. 

    „ეს ერთნაირად აწუხებს როგორც საზოგადოებას, ისე ბიზნესსა და ეკონომიკას. ლარის კურსი სამწუხაროდ, დამოკიდებულია საგარეო ფაქტორებზე. ბოლო წლებში ძალიან დიდი საგარეო შოკი გვქონდა, დღეს ეს საგარეო შოკი არ ჩანს. მაკროეკონომიკური ფაქტორები არის ჯანსაღი და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, მომავალში ლარს აქვს საშუალება, რომ გამყარდეს. რა ნიშნულამდე ჩამოვა, ამაზე საუბარი არავის შეუძლია“, – განაცხადა მან.

    სოსო ფხაკაძისგან განსხვავებით, განსაზღვრული დროის დასახელება და კონკრეტული პირობა ლარის წლის ბოლომდე გამყარების შესახებ არ ახსენდება მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავს. "რეზონანსთან" საუბრისას იგი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები აუცილებელია. სამომავლოდ პრემიერი მიმართულებების მიხედვით უნდა შეხვდეს ასოციაციებს, რადგან რიგი საკითხების დაყენება კერძო სექტორის მხრიდან ვერ მოესწრო. 

    ,,სიმართლე გითხრათ, არ აღმიქვამს ისე, რომ პრემიერმა რამე კონკრეტული დაპირება მოგვცა, რა დროში და რამდენად გამყარდება ლარი. საუბარი სამუშაო პროცესზე და იმაზე იყო, რომ იცის ამ  პრობლემის სიმწვავე. მსგავსი დაპირება ვერც გაიცემა და არც იქნება სერიოზული, იმდენად ვართ მიბმული გარე ფაქტორებზე. 

    საერთო ჯამში შეხვედრით კმაყოფილი ვარ, თუმცა დრო იყო ცოტა და 40 ასოციაციაზე ისე ვერ გადანაწილდა, რომ ყველა კითხვა და საკითხი დასმულიყო”, - ამბობს სილაგავა და აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე პრემიერთან, ხოლო შემდეგ კი ეკონომიკური მიმართულების მინისტრებთან, მსგავსი სახის შეხვედრები აუცილებელია. 

    მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მსგავსად, არც სადისტრიბუციო ასოციაციის ხელმძღვანელს ახსოვს კონკრეტული დაპირება ლარის გამყარებასთან დაკავშირებით. ივა ჭყონია ,,რეზონანსთან” ამბობს, რომ არ `იცის სოსომ  ეს საიდან მოიტანა~. 

    ,,რამე კონკრეტული საუბარი ლართან დაკავშირებით არც კი ყოფილა. პრემიერმა ძალიან გაკვრით შესავალ სიტყვაში ისაუბრა. რაც ზოგადად შეხვედრას ეხება, იყო უკმარისობის გრძნობა, რადგან ბევრნი ვიყავით და შეხვედრის დრო სულ ორი საათი იყო, ამიტომ ვერ დაისვა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენზე. ამიტომ ვთვლი და იქაც ვთქვი, რომ აუცილებელია სექტორული შეხვედრები”, -ამბობს ჭყონია. 

    40 ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელს შორის, ის ასოციაციებიც იყვენენ, რომლებიც საბანკო რეგულაციებმა ყველაზე მეტად დააზარალა. 

    მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ ლართან დაკავშირებით შეუძლებელია რამე პროგნოზის გაკეთება, თუმცა პრემიერმა საბანკო რეგულაციებით გამოწვეულ პრობლემებზე თავადვე ისაუბრა და იმედი აქვს რომ ეს, წლის ბოლომდე მოგვარდება. 

    ,,სიმართლე გითხრათ, მე თვითონ ვაპირებდი საბანკო რეგულაციებზე და მისი გადახედვის აუცილებლობაზე საუბარს, თუმცა ეს არ დამჭირდა, რადგან პრემიერმა შესავალ ტექსტშივე ისაუბრა და თქვა, რომ გადასახედი და მოსაგვარებელია. ამ კუთხით ახალი პრემიერის პირობებში, ძვრებასაც ვხედავ და შესაბამისად, იმედიც არის. 

    აი, რაც ლარის კურსს ეხება, ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი, იმდენად არაპროგნოზირებადი და მძიმე ვითარებაა”, - აღნიშნა როსტომაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    )))))   (23.10.2019)
    Ai kreditebi visas larze akvs aghebuli kidev erti prosentit gazardeet ra xdeba xalxs ras upirebt amden gharibs larebshi akvt aghebuli kreditebi da isev isini unda gaagharibot da usxo valutit visas akvs isini raa ar arian valdebulebii ubedur xalxs ras upirebt gesmiit mains

    status quo   (23.10.2019)
    ოე უწიგნურებო,ბიზნესს ორი ს-თი იწერება.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×