სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პროექტი, რომელიც 3-4 თვეში უნდა დასრულდეს, პრაქტიკულად არც კი დაწყებულა
    თამარ მუკბანიანი
    18.10.2019

     საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ჩავარდა. ეს, ,,ოცნების” ხელისუფლების წინა საარჩევნო დაპირება იყო და 2018-20 წლებში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა რეალური სამუშაოები არც კი დაწყებულა. მიუხედავად ამისა, მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დამფინანსებელ ფონდს ,,ქართუს” პროექტზე უარი არ უთქვამს. 

    საყოველთაო ინტერნეტიზაციის სამთავრობო  პროგრამის  დაწყება 2016 წელს დაანონსდა, მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა. რა ეტაპზეა პროექტი და რა ბედი ელის მომავალში, ახლა ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. 

    „ქართული ოცნების“ 2016 წლის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარება იყო, რომლის ფარგლებშიც პარტია მოსახლეობას სრულ ინტერნეტიზაციას ჰპირდებოდა. პროგრამის მიხედვით, 2020 წლისათვის 8 000-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო, რის შედეგადაც 800 000 ადამიანი მიიღებდა ინტერნეტს. ჯამში ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნებოდა ვირტუალირ ქსელზე წვდომა. მოსახლეობის სრულ ინტერნეტიზაციაზეა საუბარი 2018-20 წლის სამთავრობო პროგრამაშიც.

    საინფორმაციო სააგენტო ,,ფაქტ-მეტრი” არაერთი წყაროდან ცდილობდა ინფორმაციის მიღებას, თუ რა ეტაპზეა დღეს პროექტი, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა უშედეგოდ. ვიცით მხოლოდ ეკონომიკის მინისტრის განცხადება, რომ ,,ქართუ”  დანაპირებს ყოველთვის ასრულებს და პროექტებზე უარს არასოდეს ამბობს. ფაქტი კი ის არის, რომ მოსახლეობამ არაფერი იცის რა კეთდება ინტერნეტიზაციის გზაზე, რომელსაც თუშეთამდე და ხევსურეთამდეც კი უნდა მისულიყო, ოპტიკურ-ბოჭკოვანი სიჩქარით. არადა, საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ“ 2015 წლის 21 ივლისს ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ დააფუძნა.

    პროგრამის ჩავარდნას მთავრობაში მყოსვე გამოეხმაურნენ. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამტკიცებს, რომ ფონდ „ქართუს“ არასდროს უთქვამს უარი ინტერნეტიზაციის პროექტზე, ყოველთვის გამოხატავდა და დღესაც გამოხატავს მზადყოფნას, მიიღოს მონაწილეობა ისეთ პროექტებში, სადაც მთავრობას სჭირდება დახმარება და კერძო ბიზნესის ინტერესი დაბალია.

    მინისტრის ინფორმაციით, თავის დროზე, როდესაც ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო, ფონდმა „ქართუმ“ საკმაოდ სერიოზული, სოლიდური თანხები გაიღო და დააფინანსა როგორც სტრუქტურის შექმნა, ასევე პირველადი კვლევები, რომელსაც ახლა სამინისტრო იყენებს.

    „შემდგომში, რა მოდელითაც ყალიბდებოდა ეს პროექტი, ამ მოდელმა გამოიწვია გარკვეული კრიტიკა კერძო სექტორიდან და ამან შეაფერხა გარკვეულწილად პროექტის განვითარება. ჩვენ ახლა ვახდენთ მის განახლებას. მოდელი უნდა იყოს იმდაგვარი, რომ კერძო ბიზნესთან არ შევიდეთ კონკურენციაში. უახლოეს პერიოდში, მოგახსენებთ, როგორ და რა გზით განვითარდება ეს პროექტი. იგი თავისთავად ძალიან საჭიროა, ჩვენ ვფიქრობთ, ძალიან სწრაფად განვაახლებთ ინტერნეტიზაციის პროექტს, როდესაც იქნება ბიუჯეტი და მოდელი, შემდეგ ვისაუბრებთ დაფინანსების წყაროებზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

    მინისტრის განცხადება, უფრო მეტად გაუგებარს ხდის ვიტარებას - რატომ არ დაწყებულა პროექტის განხორციელება, თუკი დამფინანსებელი თანახმაა? კომუნიკაციების სფეროს სპეციალისტი, პიარტექნოლოგი ელდარ პირმისაშვილი ,,რეზონანსთან” აცხადებს, რომ პროექტი მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კი იყო რეგიონების განსავითარებლად, თუმცა ვერც ის ხვდება რატომ შეჩერდა პროცესი, თუ ,,ქართუ” დაფინანსებაზე უარს არ ამბობს. 

    "ეს პროექტი იმთავითვე არ მოიაზრებოდა კომერციულ პროექტად,ფონდ ,,ქართუს” უნდა დაეფინანსებინა. რეგიონებში და განსაკუთრებით მაღალმთიანეთი წვდომა არ არის ინტერნეტზე და შესაბამისად, შეზღუდულია ინფორმაციის ყველა გზით მიღებაც. ეს იყო მთავარი გამოწვევა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ, მხოლოდ პროექტი და ინიციატივა, არადა აქცენტები პირველ ეტაპზე იყო სწორი. ყველა მხარე  თანხმდებოდა, რომ ამ დდიდი პროგრამის საჭიროებაზე და მნიშვნელობაზეც. 

    ეკონომიკის მინისტრი დაბეჯითებით ამბობს ,,ქართუს” უარი არ უთქვამსო, მაშინ არსებობს  ჩნდება კითხვა - უარი თუ არ თქვა, რატომ არ დაწყებულა პროცესი ჯერ კიდევ? ვფიქრობ, მონდომებისა და როგორც ფინანსური, ასევე კვალიფიციური კადრების არსებობის შემთხვევაშიც, შესაძლებელია დათქმულ ვადაში მოესწროს ინტენეტიზაცია, თუმცა აქამდე რომ არაფერი გაკეთებულა ამისათვის, ესეც ფაქტია”, - განაცხადა ,,რეზონანსთან” პირმისაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×