სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პაატა ლომაძე: "ვქმნით ისეთ ქსელს, რომ ჩვენი წარმომადგენლები თვითონ მივიდნენ თითოეულ სოფელსა თუ ქალაქში"
    ნინა გარდაფხაძე
    17.10.2019

     "ჯიპიაი ჰოლდინგი" ყველა ავტომფლობელს, სტიქიური რისკების დაზღვევას უფინანსებს. პროგრამაში, რომელიც კომპანიის მიერ მასშტაბური სოციალური პროექტის  ფარგლებში ხორციელდება, უკვე ჩართულია 95 000 ავტომფლობელი. საჩუქრად მიღებული პოლისებით "ჯიპიაიმ" მხოლოდ წელს დაზღვეულებს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურა. 

    სადაზღვევო კომპანია, პროგრამას აგრძელებს და რეგიონების მაქსიმალურად ჩართვას გეგმავს.17 ოქტომბერს “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ მასშტაბური სოციალური პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ განაცხადა. კომაპანია ავტომობილების სტიქიისგან დაზღვევას მეხუთე წელია აფინანსებს და მსხვილი რისკებისგან დაზღვევას ფიზიკურ პირებს საჩუქრად სთავაზობს. პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში "ჯიპიაი" მთავარ აქცენტს რეგიონებზე აკეთებს, სტიქიისგან უფასო ავტოდაზღვევის გასავრცელებლად მასშტაბურ ქსელს ქმნის და რეგიონებში ასობით ვაკანსიას აცხადებს.

    ავტომობილის სტიქიისგან დაზღვევა გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს და ვრცელდება კერძო პირების მფლობელობაში არსებულ ავტომობილებზე. დაზღვევა ფარავს შემდეგ რისკებს - წყალდიდობას, ქარიშხალს, მეწყერს, დიდთოვლობას, მიწისძვრასა და ღვარცოფს.

    2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შედეგებმა აჩვენა, რამდენად დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის რისკების მენეჯმენტისა და ფინანსური ზარალისგან თავდაცვის ეფექტური სისტემის არსებობა. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ამ გეგმაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სადაზღვევო მექანიზმებია. "ჯიპიაი ჰოლდინგის" სტიქიისგან დაზღვევა სწორედ ამ მექანიზმის შექმნას და პოპულარიზაციას ეწევა. 

    „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი, პაატა ლომაძე ამბობს, რომ დაზღვევის სერვისის საჩუქრად გადაცემის მთავარი მიზანია, დარწმუნდეს მომხმარებელი თუ რამდენად არის შესაძლებელი რისკისგან თავდაცვა.

    „პროექტი, რომელიც გულისხმობს, სიქიისაგან ავტომობილების დაზღვევის უფასო პოლისების გაცემას, ჯერ კიდევ 4 წლის წინ, თბილიში მომხდარი შემზარავი სტიქიური უბედურების შემდეგ წამოვიწყეთ, თუმცა მასშტაბურობა პროექტმა რეგიონებში გასვლით შეიძინა. ჩვენი კომპანია უკვე წარმოდგენილია საქართველოს 40 რაიონში.  რეალურად, 4 წელია ავტომფლობელებს სტიქიისგან დაზღვევას საჩუქრად გადავცემთ, ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ დაზღვევის ცნობადობა რეგიონებში ძალიან დაბალია. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი სოციალური პროგრამის მეორე ეტაპი კონკრეტულად რეგიონებს მივუძღვნათ. 

     ვქმნით ისეთ ქსელს, რომ ჩვენი წარმომადგენლები თვითონ მივიდნენ თითოეულ სოფელსა თუ ქალაქში, რათა ამ სოციალურ პროგრამაში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩავრთოთ - ვაჩუქოთ დაზღვევა და მივცეთ საშუალება თავად დარწმუნდეს, დიდი ფინანსური რისკებისგან თავის დაცვა შესაძლებელია!“ - ამბობს პაატა ლომაძე. 

    სოციალური პროექტი, გარდა მოსახლეობის დაზღვევისა, ასაქმებს რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებსაც. გარდაბნის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი, ხვიჩა ფერაძე ,,რეზონანსთან” აცხადებს, რომ რაიონში უკვე 3 000 პოლისზე მეტია გადაცემული უსასყიდლოდ და 50 ადამიანია დასაქმებული. იგეგმება წარმოამდგენლობის გაზრდაც. 

    ,,გარდაბნის რაიონის წარმომადგენლობით ოფისში, დასაქმებულია 50-მდე  ადამიანი სოფლების მიხედვით. უფასო დაზღვევა, რომელსაც სოციალური პროგრამა მოიცავს აზღვევს ხუთ კომპონენტზე: წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი და მიწისძვრა. უკვე მოქალაქეებისათვის გვაქვს 3 000 პოლისამდე საჩუქრად გადაცემული. ვფიქრობთ, წარმომადგენლობა სოფლების მიხედვით გაიზრდება, რათა შევძლოთ ყველა ოჯახამდე მისვლა", - ამბობს  ხვიჩა ფერაძე. 

    კანდიდატებმა, ვისაც სურთ გახდნენ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ რეგიონალური წარმომადგენლები უნდა დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე 032 2505 111.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×