სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ივა ჭყონია: `ანაზღაურების მკვეთრი შემცირება, ვფიქრობ, გარდაუვალი იქნება~
    თამარ მუკბანიანი
    05.09.2019

     ბიზნესის პრობლემები, რომელიც ლარის შეუქცევადმა გაუფასურებამ და სახელმწიფოს მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა გამოიწვია, უკვე პიკს აღწევს. კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ რომ ან სამუშაო ადგილების ან ხელფასის შემცირება, გარდაუვალად მოუწევთ. 

    რუსეთის ნეგატიული ფაქტორების გავლენა, მოლოდინზე სუსტი აღმოჩნდა, თუმცა კურსი კვლავ ,,გაქცეულია” და კერძო სექტორს იმდენად გაუჭირდა, რომ ქვეყნის უმსხვილესი ბიზნესმენები, წარმოების შემცირებაზე საუბრობენ. ეს კი, რასაკვირველია მუშახელის სამსახურიდან გათავისუფლებას გამოიწვევს. 

    ბიზნესმენები აცხადებენ, რომ ლარის კატასტროფული გაუფასურების პირობებში საქმიანობის გაგრძელება რთულდება. რეალიზაცია ყველაგან შემცირდა, ფასი კი - გაიზარდა. დაეცა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაც. ამიტომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუ ადამიანებს სამსახურიდან არ გაუშვებენ, ხელფასების შემცირება მაინც მოუწევთ. 

    ხელფასების კლებაზე უფრო მძიმე მოლოდინი აქვს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელ, ივა ჭრონიას. იგი `ოქროს სიის” გაუქმებისა და ლარის დევალვაციის შემდეგ, მცირე და საშუალო ბიზნესის დახურვის საფრთხეს რეალურად ხედავს. 

    ,,სამწუხაროდ, ასეთია რეალობა. ,,ოქროს სიის” გაუქმებამ მსხვილ კომპანიებზე მეტად, მცირე და საშუალო ბიზნესს დაარტყა. ისინიც საშეღაათო პირობებით იხდიდნენ გადასახადს. ამას ლარის კურსის მუდმივი რყევა ემატება და უკვე ისეთი მდგომარეობა დიდებს უჭირთ და საშუალო და მცირეები კი ბაზრიდან ნელ-ნელა ქრებიან. ეს არის რეგულაციების შედეგი, რომელსაც არავითარი დადებითი ეფექტი არ მოჰყოლია. 

    ლარი ამ მდგომაროებაშია და ახლა კიდევ ევრო-5 სტანდარტის დიზელზე გადასვლა იგეგმება 2020 წლიდან, რაც საწვავის ფასს კიდევ უფრო გაზრდის, რაც კატასტროფული იქნება ამ ვითარებაში. მოსახლეობას არ აქვს ის მსყიდველუნარიანობა, რომ ამას გაუძლოს, ამიტომ თანამშრომლების გაშვება, ან ხელფასის მკვეთრი შემცირება, ვფიქრობ გარდაუვალი იქნება~, - ამბობს `რეზონანსთან~ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი. 

    შექმნილი პრობლემებიდან გამომიდნარე, თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირება რომ გარდაუვალი იქნება, ადასტურებს კომპანია ,,დიოს” დამფუძნებელი თამაზ დაუშვილი. 

    “ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რადგან ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება განსაკუთრებით დრამატეულად აისახა ბიზნესზე. ბევრმა კომპანიამ - დაწყებული ფარმაცევტული ბაზრიდან, დასრულებული სასურსათე მაღაზიებით - კურსის რყევის გამო მასობრივად გაზარდა პროდუქციაზე ფასი. შესაბამისად, ეს აწვება ისევ და ისევ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას და საბოლოო ჯამში, „ბუმერანგივით“ უბრუნდება უკან ბიზნესს. 

    მოსახლეობა ვეღარ ახერხებს გაზრდილი ფასების შესაბამისად პროდუქციის შეძენას, კომპანიებს კი შემოსავლები უმცირდებათ. შედეგად იკლებს რეინვესტირებისთვის საჭირო თავისუფალი რესურსებიც, რის გარეშეც შუძელებელია ბიზნესის და ზოგადად ეკონომიკის განვითარება თუ, მომავალშიც გაგრძელდა ლარის დევალვაცია, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს გაყიდვების შემცირების ტენდენციას, რამაც საბლოო ჯამში შესაძლებელია მიგვიყვანოს სახელფასო ფონდის ან თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაციამდე, რადგან ხარჯი უნდა იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე შემოსავალი. ვიმედოვნებ, საქმე აქამდე არ მივა“, - ამბობს `კომერსანტთან~ თამაზ დაუშვილი.

    კერძო სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეები, მაგალითად, თემურ ჭყონია ერთი თვის წინ, არათუ ბიზნესის შემცირების, არამედ დეფოლტის საფრთხესაც კი ხედავდა. როცა დიდ ბიზნესს უჭირს, რა თქმა უნდა, უფრო რთულ მდგომარეობაშია წვრილი და საშუალო ბიზნესი, რომელსაც რეგულაციებლმა ისედაც საკმარისზე დიდი ზიანი მიაყენა. 

    არსებულ ვითარებას აფასებს ეკონომისტი რამაზ გერლიანიც. იგი ამბობს, რომ ბიზნესს წამგებიან პროექტებში მონაწილეობა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში შეუძლია. შემდეგ აცხადებს ლიკვიდაციას ან დროებით იღებს პაუზას. ასეთი საფრთხე კი დღეს ძალიან რეალურია. 

    ,,ბიზნესის მძიმე მდგომარეობა ლარის კურსის მკვეთრ ვარდნამდეც ცალსახა იყო. მკვეთრად იკლო რეალიზაციამ. ეს შემდეგ უკვე ეკონომიკაზეც ახდენს გავლენას. ამ დროს კი ისაა სახელმწიფო სექტორის მთავარი დამფინანსებელიც. საქმე დეფოლტამდე რომ მივიდეს, ალბათ, იქამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ ამ გზაზე ნამდვილად დგანან კომპანიები. ნებისმიერი ტიპის საქმიანობა, რომელიც ხორციელდება საქართველოში, დიდწილად დამოკიდებულია უცხოეთიდან შემოტანილ რესურსებზე, შესაბამისად, ლარის დევალვაცია დიდ გავლენას ახდენს მათზე. 

    მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალი არ არის, ის დიდი ხანია გასცდა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს. იმავდროულად თუკი შევხედავთ საწარმოო ფასების ინდექსს, ეს გაცილებით მეტია, რაც ბიზნესს დანახარჯს უზრდის. ამ დროს ისინი პროუდქციას უნდა აძვირებდნენ, მაგრამ ამას ვერ აკეთებენ, რადგან რეალურად მოქალაქეებს მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად დაეცა. შესაბამისად, კომპანიების მოგების მარჟა იკლებს მკვეთრად. 

    ბიზესს წამგებიან პროექტებში მონაწილეობა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში შეუძლია. შემდეგ ან აცხადებს ლიკვიდაციას, ან დროებით იღებს პაუზას, რასაც არა მხოლოდ კერძო სექტორი, ქვეყანაც ძალიან ცუდ შედეგამდე მიჰყავს”, - ამბობს გერლიანი ,,რეზონანსთან”.

    იმ ფონზე, როცა ბიზნესი ეროვნული ბანკისა და ხელისუფლებისაგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს, ლარი თანდათან 3,0-იანი ნიშნულისკენ მიიწევს. 6 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 დოლარი 2.9598 ლარი ეღირება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×