სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინა გარდაფხაძე
    27.08.2019

     კამპანიამ  - ,,გაატარე ზაფხული საქართველოში" შედეგი გამოიღო. მიუხედავად რუსი ტურისტების სიმცირისა, ეკონომიკამ მოსალოდნელზე მცირე ზარალი მიიღო, თუმცა მომხმარებელი კვალვ გაზრდილ ფასსა და ცუდ მომსახრებაზე საუბრობს. ზოგი ინფრასტრუქტურულ პრობლემაზე ჩივის, ზოგი დამსვენებელი კი იმაზე წუხს, რომ საოჯახო ტურიზმი რიგიანად ვერ ვითარდება და შიდა ტურიზმის მთელი ხიბლი ქვეყნის გასაოცარ ბუნებაშია, რომელიც მათ ყველზე მეტად იზიდავს.

    ხარისხის პრობლემაზე საუბრობენ სპეციალისტებიც, რომლების ტურისტების შენიშვნებს მაქსიმალურად იზიარებენ. 

    მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა და საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, გარკვეული წარმატება უკვე სახეზეა. ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით, 13.4 პროცენტით მეტია.

    რუსეთის ტურისტული ემბარგოს შედეგ, რაც 20 ივნისის მოვლენებს მოჰყვა და პირდაპირი საჰაერო ფრნები ჩრდილოელ მეზობელთან გაუქმდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ კამპანია, -გაატარე ზაფხული საქართველოში დაიწყო. 

    სოციალურ ქსელში, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისევე ქვეყნის უცხოელი გულშემატკივრებიც მსგავსი ჰეშთეგით აქვეყნებდნენ პოსტებსა და ფოტოებს, რითიც ხალხს საქართველოში ტურისტული სეზონის გატარებას ურჩევდნენ. ასევე ქართველებს, რომლებიც საზღვარგარეთ დადიან დასასვენებლად, ურჩევდნენ ქვეყნის შგნით გაეტარებინათ ზაფხული, პატრიოტული მოტივებიდან გამომდინარე. 

    მასშტაბური კკამპანიის პარალელურად კი, რომელმაც შედეგი ნამდვილად გამოიღო და საკურორტო ზონებში ტურისტების სიმცირე დიდად არ შეიმჩნეოდა, მომხმარებელი ფასისა და ხარისხის შეუსაბამაბაზე საუბრობდა. 

    მოლოდინების მიუხედავად, დამსვენებელის სიმცირე რომ წელს არ ყოფილა, ადასტურებს თეა ონიანიც, რომელიც არაერთ კურორტს სტუმრობდა.

    ,,სხვა წლებისაგან განსხვავებით, წელს ევროპაში დასვენებას ნამდვილად ვერ ვახერხებდი, მაგრამ თურქეთში გვქონდა წავსლა გადაწყვეტილი მეგობრებს. ბოლო მოვლენებმა კი გადაგვაფიქრბინა და ჩვენც შევუერთდით ჰეშთეგს, გაატარე ზაფხული საქართველოში. გადავწყვიტეთ, იმ ფულით რაც სხვაგან უნდა დაგვეხარჯა, ისევ საკუთარი ეკონომიკა დაგვეფინანსებინა. 

    იმის გამო რომ  რუსეთიდან ფრენების გაუქმების შემდეგ, ქვეყნაში სრული ისტერია იყო და მედიაც აძშუქებდა როგორ უქმდებოდა ჯავშნები და ეშინოდათ ადგილობრივებს ტურისტული სეზონის ჩავარდნის, ლოგიკური მგონია, ფასებიც დაბალ უნდა ყოფილიყო. ჩემდა გასაკვირად, პირიქით, ფასები აჭარაშიც, თუშეთშიც და სვანეთშიც დამხვდა ძალიან გაზრდილი. 

    ზღვაზე ივლისის ბოლოს ჩავედით და შეზლონგი 4 ლარი ღირდა, აგვისტოს დასაწყისისათვის კი როცა იგრძნეს, რომ ტურისტები მაინც ჰყავთ, შეზლონგის ფასი თითქმის ყველასთან უცებ 10 ლარი გახდა. ეს ბათუმში ხდებოდა და ძალიან ძვირი იყო საკვებიც, როგორც ვიცი ამ მხირვ ქობულეთში უფრო ნორმალური  ფასები იყო.  

    სვანეთში და თუშეთში კი საკვები დამხვდა უზომოდ გაძვირებული, რასაც ვერ ვიტყვ დასარჩენ ადგილზე. საოჯახო სასტუმროებში, წინა წლებშიც და წელსაც თითქმის ერთიდაიგივე ფასი გადავიხადე.  

    იმის ნახევარ ფასად, რაც  ბათუმში დავხაჯე ავიაბილეთებიანად დავისვენებდი თურქეთში ძალიან კარგ სასტუმროში და იმის მიუხედავად, როგორც არ უნდა მინდოდეს ამის აღიარება, ფაქტია უკეთეს სანაპიროზეც.”-ამბობს თეა ონიანი, რომელმაც საქართველოს სამ საკუროტო ზონაზე დაისვენა ივლის-აგვისტოში. 

    თბილისში მცხოვრები ჯამილა გიდელია ცნობილია მოგზაურობებით, რომლის შესახებაც მას მთელი ფოტო-სერია აქვს შემონახული. ჯამილა დაუვიწყარ ემოციებს ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მუდმივად აზიარებს. როგორც თავად ამბობს, წელს გამონაკლისი შემთხვევაა, როცა უცხოეთში დასვენებას ქართული კურორტების მონახულება არჩია და ამაღლებული განწყობით დაბრუნდა.

    ,,ზაფხულს საქართველოში ვატარებ და უკვე მოვასწარი დიდი ემოციებით დატვირთვა. ყველა მხარე გამორჩეულად ლამაზია, მაგრამ არ შემიძლია არ ვისაუბრო მთა-თუშეთზე, რომელიც ჩემი აზრით, არის ადგილი, სადაც თავს არაამქვეყნიურად გრძნობ. დასვენება წინასწარ დავგეგმე, ამისთვის დავუკავშირდი  ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში ტურებს აწყობს. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაღალი ფასია, ყველა შემთხვევაში ასე არ არის. მთა-თუშეთში ტური ღირს 250 ლარი. მ თანხაში შედის ტრანსპორტირება, დაბინავება და სამჯერადი კვება. მოვინახულეთ: დიკლო, დართლო, შენაქო, კვავლო, ბოჭორნა, დოჭუ. ვფიქრობ, რომ ეს  ტური არის დაგეგმილი ფასის შესაბამისად, მაგრამ მთელ განწყობას აფუჭებს გზა, ინფრასტრუქტურის პრობლემაა და ეს აუცილებლად უნდა ითქვას. საშიში და უხარისხო გზის გამო ტრანსპორტირებას 9 საათი მოვუნდით. ჩვეულებრივი სასაკლაოა ეს გზა! მაგრამ მთათუშეთი რისკის გაწევად ღირს! ამ განწყობამ მაიძულა, რომ ეს უმშვენიერესი მხარე დამეთვალიერებინა. ეს ის შემთხვევაა, როცა მომსახურების პირობებს ვერ მოითხოვ, რადგან ზოგ სოფელს ელექტროენერგიაც არ აქვს. სამცხე ჯავახეთიც გასაოცრად ლამაზია, მოგზაურობაში ნეგატიურს არ ვაქცევ ყურადღებას. ვცდილობ კარგი ვნახო და წამოვიღო. მაღალ ფასებთან დაკავშირებით მოსაზრებებს ვერ დავეთანხმები. ვთვლი, რომ ბიუჯეტურად საქართველო ყველაზე იაფია, სადაც ვყოფილვარ. ალბათ სწორი დაგეგმვაც სჭირდება, ამ მხრივ გამიმართლა. სამცხე-ჯავახეთში მოვინახულე გასაოცარი ადგილები: ნინიწმინდა, ფარავნის ტბა, რომელიც საოცარია,  ხერთვისის ციხე (შესვლა 5 ლარი ღირს), ვარძია (ასვლა - 7 ლარი ღირს), რაბათის ციხე შშესვლა- 6 ლარი). დავბინავდით სასტუმრო ,,ჯინო ფერედაისში", სადაც გადავიხადეთ საუზმით 220 ლარი ნომერში, ამ სასტუმროს აქვს კარგი სპა, და ყავთ საიცარი მასაჟისტი, მასაჟი ერთი საათი 100 ლარი ღირს, (სპა საუნები ნომრის ფასში შედის). მოვინახულეთ ზარზმის მამათა მონასტერი, საფარის მონასტერი, ჭულეს მონასტერი და სხვა. ეს საოცარი ტაძრები ცნობილია უძველესი ფერესკებით. სამცხე-ჯავახეთში ორდღიანი ტურის საფასურმა 560 ლარი შეადგინა. არ ვთვლი, რომ საგანგაშოა", - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჯამილა გიდელიამ.

    ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ საქართველოში სერვისის სფეროძალიან დაბალი ხარისხისაა. ამ დროს თბილისში სასტუმროს ფასი სამჯერ მაღალია ნიუ იორკში იმავე კლასის სასტუმროს ფასზე და ეს ვერც რუსეთისტურისტულმა ემბარგომ ვერ შეცვალა. 

    "არც ერთ ქვეყანას არ სურს თავის ქვეყანაში ღარიბი ტურისტები. ეს ლოგიკურიცაა, მაგრამ ამისათვის მაღალი დონის ინფრასტრუქტურაცაა საჭირო. ჩვენთან კი ინფრასტრუქტურაც და მომსახურებაც საკმაოდ ცუდ დონეზეა. რუსული ტურისტული ემბარგო წესით ფასების მასტაბილურებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა ასე არ მოცდა.  თანაც ბრენდული სასტუმროები ძირითადად ერთგანაა თავმოყრილი და არ არის გადანაწილებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. მეორე მხრივ, მათი მომსახურება ძალიან ძვირია. მაგალითისათვის, თბილისის "შერატონის" ფასი სამჯერ მეტია ნიუ იორკის იმავე დონის სასტუმროს ღირებულებაზე.

    სიახლეების გარეშე გამორციხულია ასეთი ტურისტების ჩამოყვანა. ამ თვალსაზრისით, შავი ზღვის ზოლი ნამდვილად გამოცოცხლდა. იცით, არის კიდევ ერთი პრობლემა, მზადყოფნა სიახლეებისადმი, რომელიც არ გააჩნია ჩვენს მოსახლეობას. ერთ დღეში თითოეული ტურისტის დახარჯული თანხის მოცულობა დაახლოებით 88 დოლარს აღწევს. ეს არის საშუალო სტატისტიკური მონაცემი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, სამოგზაუროდ მაინც არ არის იაფი, არადა მომხმარებლეს რარიბი ქვეყნისგან დაბალი ფასის მოლოდინი აქვს და ეს ბურნბრივია. 

    ტურისტული სეზონი ბოლომდე არ ჩავარდნილა, მაგრამ ის რასაც რუსული ბაზარი საქართველოსთვის ნიშნავს დაუბალანსებელი დანაკარგია და ამის შეცვლას ათწლეული და მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება. ", - ამბობს კვარაცხელია.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×