სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ვფიქრობთ, აღურიცხავი საქონელია ქვეყანაში რაღაც დოზით შემოსული"
    მარი გოცირიძე
    19.08.2019

     მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა. კლება დიდწილად დიზელის საწვავის იმპორტის შემცირებას უკავშირდება. არ არის გამორიცხული, ბაზარზე აღურიცხავი საქონელი ხვდებოდეს, თუმცა მსგავსი ფაქტები რეალურად დადასტურებული არ არის და სპეციალისტები ამაზე ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდის დონეზე საუბრობენ.

    აღსანიშნავია, რომ დიზელის იმპორტი იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38,8 ათასი ტონით, ანუ 10.9%-ით

    შემცირდა. თუმცა ბენიზნის იმპორტში ტენდენცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და მზარდი ტრენდი შენარჩუნებულია. 

    ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის

    იანვარ-ივლისის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  581,3 ათასი ტონა, რაც 44,5  ათასი ტონით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (625,8 ათასი ტონა). 

    ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის 7 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუსეთიდან - 170,1  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,3%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი - 160,4 ათასი ტონა (27,6%),  აზერბაიჯანი - 116,2 ათასი ტონა (20,0%),  ბულგარეთი  - 53,2 ათასი ტონა (9,1%), თურქმენეთი - 51,2 ათასი ტონა (8,8%);  საბერძნეთი -  29,6 ათასი ტონა (5,1%) და სხვ. 

    მთლიანობაში დიზელის საწვავის იმპორტია შემცირებული, მაგრამ ბენზინის იმპორტში დინამიკა მეტნაკლებად პოზიტიურია. კონკრეტული მიზეზი, რამ გამოიწვია ქვეყანაში დიზელის საწვავის იმპორტის შემცირება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის ბაზარზე აღურიცხავი საქონლის კოხვედრას, რაზეც ეჭვს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი გამოთქვამს. 

    "ვფიქრობთ, აღურიცხავი საქონელია ქვეყანაში რაღაც დოზით შემოსული, უფრო აზერბაიჯანიდან ირანიდან და რუსეთიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებით ე.წ. ავზებიდან ხდება ქვეყანაში დიზელის შემოტანა. ეს რაღაც მოცულობაა, მაგრამ რა მასშტაბებია, სამომავლოდ გაითვლება. კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც დიზელის კლებას ხელი შეუწყო, სავარაუდოდ, სატრანსპორტო საშუალებებით თურქეთის მიმართულებით საწვავის გატანაა, რაც სავსებით ლეგალურად ხდება. ბოლო პერიოდის განმავლობაში იქ ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, თუმცა დიზელის ფასთაშორის სხვაობა ქვეყნებს შორის არ არის იმ მოცულობის, რაც აქამდე იყო. ბოლო პერიოდში, თურქული ვალუტის კურსიდან გამომდინარე, ფასი იქაც შემცირდა, თუმცა საქართველოში დიზელი შედარებით ნაკლები ღირს. ვერ ვიტყვით, რომ ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა, თუმცა გადინებას ხელი შეუწყო და იმპორტის კლებაზე იმოქმედა. საქართველოში სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებებით და მასზე დამონტაჟებული ავზებით ხდება დიზელის შემოტანა", - ამბობს მთვრალაშვილი. 

    მიმდინარე ეტაპზე იმის გამო, რომ სამშენებლო სექტორი გარკვეული დოზით შემცირებულია, ესეც განაპირობებს კლებას. თუმცა პარალელურად საგზაო-სამუშაოების და სატრანზიტო გადაზიდვების მაჩვენებლები მატულობს. მთლიანობაში, ქვეყნის ეკონომიკაში ბევრი დადებითი ძვრაა, მაგრამ არის უარყოფითი სიტუაციაც, რაც იმპორტზე ადეკვატურად აისახება. ამან საბოლოოდ დიზელის საწვავის კლება გამოიწვია. 

    ,,საქართველოში ქარხნული ავზებით საწვავის შემოტანაზე შეზღუდვა არ არის თურქეთისგან განსხვავებით, საიდანაც 550 ლიტრაზე მეტ საწვავის გატანა აკრძალულია. ჩვენს შემთხვევაში, დაბრკოლება არ არის და შეუძლიათ გაიტანონ იმდენი, რის საშუალებასაც ავზის მოცულობა იძლევა. შემცირებული იმპორტი ნიშნავს, რომ გარანტირებული სტაბილური შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტს აკლდება. ამ შემთხვევაში, ეს არის რამდენიმე ათეული მილიონი, რამდენითაც ბიუჯეტმა იზარალა დიზელის იმპორტის კლების გამო.

    რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილე ყურადღება, თუმცა ყველაზე მეტად მაინც აღურიცხავი საქონლის საკითხია, რასაც იმპორტზე განსაკუთრებული გავლენა უნდა მოეხდინა. როგორც აღვნიშნე, პროდუქტი აღურიცხავად შემოდის ირანიდან, ასევე აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ლარსის გამშვები პუნქტის გავლით აღწევს. ირანში დიზელის ფასი არის ძალიან დაბალი, საშუალოდ 10-15 თეთრი, ასევე აზერბაიჯანსა და რუსეთშიც, სადაც ჩვენთან შედარებით, ძალიან იაფი ღირს", - განუცხადა ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს".

    მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავთან დაკავშირებით ხარისხის სტანდარტი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, თუმცა ამის პარალელურად საავტომობილო პარკის განახლება ვერ მოხერხდა. 

    განსაკუთრებით ცუდი ვითარება გვაქვს დიზელის საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით. ესენია, ძირითადად, ასაკოვანი სატრანსპორტო საშუალებები და იმ დროს, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე ეკოლოგიური სტანდარტი და შეუზღუდავად ხორციელდება მოძველებული, შეიძლება ითქვას, ჩამოწერილი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი. 

    ,,ასაკოვანი სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება განვიხილოთ როგორც გარემოს მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი. ამიტომ სასურველი იქნება, რომ დიზელის საწვავის სტანდარტის გაუმჯობესების პარალელურად, ასევე შემუშავდეს გარკვეული რეგულაციები  სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე, ვინაიდან სხვა შემთხვევაში გარემოს გაუმჯობესების კუთხით ვითარება არ შეიცვლება. 

    აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვეროპის და არა მარტო ევროპის ქვეყნებში საწვავის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად ვითარდებოდა სატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიური სტანდარტი. ზოგიერთ ქვეყანაში, სატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიური სტანდარტი საწვავის ხარისხობრივ სტანდარტს ასწრებდა კიდეც", - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ჩვეულებრივი მოქალაქე!   (22.08.2019)
    პირველ რიგში აი ეს ვირია დასაჭერი !!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×