სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გაუგებარია რატომ ტრიალებენ ყველა სფეროს ტოპ მენეჯმენტში, ერთი და იგივე სახეები. ეს საკმაოდ დიდი რისკია
    თამარ მუკბანიანი
    09.07.2019

     კომერციული ბანკი-ეროვნული ბანკი-კომერციული ბანკი - ეს მურთაზ კიკორიას "სივის" ბოლო მონაკვეთია, რომელმაც მარეგულირებლიდან კვლავ კერძო საფინანსო ინსტიტუტში - "ლიბერთი ბანკში" გადაინაცვლა. უცნაურია, მაგრამ გამოკვეთილი ინტერესთა კონფლიქტის, მიღებული გამოცდილების და მუშაობის გზების უშუალო ცოდნის და დაგროვილი კონტაქტების მიუხედავად, ამ ფაქტში კანონსაწინააღდეგო არაფერია. 

    სებ-ის საბჭოს წევრი კარიერას „ლიბერთი ბანკში“ აგრძელებს. მურთაზ კიკორია სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელ წევრად მიიწვიეს. ის ოთხი წლის ვადით არის არჩეული. მის გარდა, საბჭოში არიან დავით შონია, მამუკა წერეთელი და ირაკლი რუხაძე. რაც შეეხება მის ანაზღაურებას, როგორც "ბიზნესპრესნიუსი" იუწყება, კიკორიას ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 12 500 ამერიკული დოლარი იქნება.

    ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, მურთაზ კიკორიამ ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობა 2018 წლის 30 ნოემბერს საკუთარი სურვილით დატოვა. ის ცენტრალური ბანკის საბჭოში 2016 წლის დეკემბერში აირჩიეს.

    მანამდე კიკორია 2015-16 წლებში „საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი იყო. არის თუ არა ინტერსეთა კონფლიქტი, როცა მარეგულირებელსა და კომერციულ ბანკში პირი მონაცვლეობით მუშაობს, კიკორიასთან მიმართებაში, ეს კითხვის ნიშანი პირველად არ ისმება. 

    საბანკო სფეროს სპეციალისტი, ვახტანგ ხომიზურაშვილი ამბობს, რომ პერსონის კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული გამოიყენებს თუ არა ის მარეგულირებელში მიღებულ გამოცდილებას, მუშაობის გზებს და ნაცნობობას კომერციულ ბანკში და ამას, კანონი მკაცრად უნდა არეგულირებდეს. 

    "მიმაჩნია, რომ ეროვნულ ბანკში, კომერციული ბანკების ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები არ შეიძლება მიდიოდნენ და პირიქით, ეროვნული ბანკიდან ამ კონკრეტულ სექტორში ინაცვლებდნენ. აუცილებელი არ არის რომ ბანკირი იყო, ეროვნულ ბანკს საერთოდ სხვა დანიშნულება აქვს. იქ საჭიროა აბსოლუტურად განსხვავებული ხედვის და სპეციფიკის წარმომადგენლები, რადგან მაკროეკონომიკური პროცესების ანალიზი და ფულად საკრედიტო მიმართულებების კურირება მთავარი, რაც ითხოვს განსხვავებულ უნარებს. ბანკირებს აქვთ აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა, აზროვნება და შეხება უშუალოდ ეკონომიკურ პროცესებთან. 

    რაც შეეხება კონკრეტულად კიკორიას "საქართველოს ბანკიდან", მარეგულირებელში გადასვლას, შემდეგ კი "ლიბერთიში" გადაბარგებას, ეს ცალკე საკითხია. საერთოდ არ მესმის, რატომ ტრიალებენ ყველა სფეროს ტოპ მენეჯმენტში, რომელიც მომიჯნავე დარგებია, ერთი და იგივე სახეები. ეს რომ ეფექტური არ არის ცალსახაა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარებაც კარგად აჩვენებს. 

    გარდა ამისა, დიდი რისკია, რომ პირადი კონტაქტების გამოყენებით, ასეთი თანამდებობის პირების ირგვლივ "საქმეების კეთების" პრეცენდენტი შეიქმნას (აქ კონკრეტულ პერსონალიებზე არ ვსაუბრობ). ზოგადად, ადამიანის კეთილსინდისიერებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა ის მიღებულ გამოცდილებას და კონტაქტებს, რომელიც მარეგულირებელში დააგროვა. ამას კანონი უნდა არეგულირებდეს, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება", - აცხადებს "რეზონანსთან" ვახტანგ ხომიზურაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved