სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "შემცირებაზე საუბარი არ არის, საერთოდ განულდება ჯავშნები"
    მარი ჩიტაია
    08.07.2019

     საქართველოში ტურისტების რაოდენობა კატასტროფულად მცირდება. რუსეთის მიერ ავიამომისვლის შეჩერებამ დარგს დიდი დარტყმა მიაყენა, ხოლო სიტუაცია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული პროცესების გამო კიდევ უფრო გაუარესდა. შავი ზღვისპირეთში მდებარე სასტუმროების წარმომადგენების ინფორმაციით, ერთ დღეში ათეულობით ტურისტმა გააქუმა შეკვეთა და კურორტები ადგილობრივი დამსვენებლების ამარა დარჩნენ. ვითარებაა ამ მხრივაც მძიმეა და სასტუმროები მასობრივად ცარიელია. ფაქტია, რომ ქვეყანა ტურისტულ შოკს განიცდის.

    მართალია, საქართველოს რუსი ტურისტები დააკლდა, მაგრამ სიმცირე  სხვა ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებიდანაც იგრძნობა. ზღვისპირა რეგიონებში უჩვეულო სიხალვათეა. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი რუსი ტურისტების მიერ ჯავშნების გაუქმების ტალღაზე წერს. შალვა ალავერდაშვილი მთავრობას და ოპოზიციას მიმართავს და ითხოვს ბიზნესს საქმის კეთება აცადონ.

    "ყველას კარგად გვახსოვს როგორ დაიწყო 2019 წელი. ჯერ იყო ვირუსების გამო საკმაოდ დიდი ზარალი ნახა ტურიზმის სექტორმა, მერე თითქოს ფეხზე წამოდგომა დავიწყეთ და მაისმა იანვარი დააბალანსა, ივნისი უკვე თებერვალს ავსებდა და მერე მოხდა გავრილოვი. ეს ის თემაა როცა მტყუან-მართალი ისტორიამ უნდა გამოაჩინოს. 

    ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ 24-საათიანი მუშაობა, რომ ერთად არ მივსულიყავით იმ შედეგამდე რაც ციფრებით მინუს 2 მილიარდ ლარს უდრის. ცოტა რაღაცეები გამოვასწორეთ, ცოტა მეტი ადამიანი დავარწმუნეთ იმაში, რომ მაინც საქართველოში დაესვენათ. ყველამ ერთად დავიჯერეთ რომ შეგვიძლია არ დავნებდეთ და ჩვენი შრომა შედეგს გამოიღებს და მერე იყო გაბუნიას გუშინდელი განცხადება. დღეს დილიდან უკვე აღარც გვეკონტაქტებიან, უბრალოდ, გვიუქმებენ ჯავშნებს", - აცხადებს ალავერდაშვილი.

    ბათუმში მდებარე სასტუმროებში აცხადებენ, რომ ტურისტები ერთიმეორის მიყოლებით აუქმებენ ჯავშნებს. თუმცა, როგორც 

    სასტუმრო "ოთოს" წარმომადგენელმა მაიკო ბერიძემ "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, კურორტებში ადგილობრივი დამსვენებლების სიმცირეც აშკარაა.

    "ქვეყნის ტურისტული სექტორი კრიზისშია. ფაქტობრივად, შოკია, ამაზე უარესი მდგომარეობა რაღა უნდა იყოს, ბათუმის სანაპიროები დაცარიელდა. შემცირებაზე საუბარი არ არის, საერთოდ განულდება ჯავშნები, უმძიმესი ვითარება გველის. მიუხედავად რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვისა, აქა-იქ მაინც შემოდიოდნენ დამსვენებლები, ახლა შიდა ტურისტების ამარა ვართ და მათი რაოდენობაც 5%-ს არ აღემატება, შარშანდელთან შედარებით კატასტროფული კლებაა. რა შეკვეთებიც გვქონდა, ისიც ერთ დღეში გაუქმდა. ბულვარი დაცარიელდა, ვინც ისევენებს, ძირითადად, ის ხალხია, რომელსაც ზღვისპირეთში ბინები აქვს ნაყიდი, სხვა კატეგორიის დამსვენებელს იშვიათად ნახავთ", - ამბობს მაიკო ბერიძე. 

    ტურისტულ სფეროში შექმნილ ვითარებას რამდენიმე დღის წინ ქობულეთში უკმაყოფილება მოჰყვა. ადგილობრივებმა აქციაც კი გამართეს და პრობლემის დროულად მოგვარება მოითხოვეს. ხალხი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანების შემდეგ, ასობით ჯავშანი გაუქმდა, ასევე რუსი ტურისტების ნაწილმა ქალაქი უკვე დატოვეს. ისინი მომხდარში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებენ.

    აქციაზე იპოთეკით დაზარალებულებიც იმყოფებოდნენ, ისინი გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს ითხოვდნენ. შეკრებილებთან ეკონომიკის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მივიდნენ და ადგილობრივების პრობლება მოისმინეს.

    ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლება მხარში დაუდგება მცირე მეწარმეებს, მოხდება ეფექტური გეგმის შემუშავება. მსოფლიოს ეტყვიან, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, რაც არსებული ჯავშნების შენარჩუნებასა და ახალი ქვეყნების დამატებაში დაეხმარება. ფაქტია, რომ ეკონომიკის მინისტრს დანაპირების შესრულება რეალურად ძალიან გაუჭირდება. დამსვენებელების სიმცირე იგრძნობა ქვეყნის მთის კურორტებზეც, ყაზბეგიც კი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად ინარჩუნებდა აქტიუროაბს, ეს ტემპი საგრძნობლად დაეცა.

    სტეფანწმინდაში არსებული საოჯახო სასტუმროს თანამშრომელი ამბობს, რომ ყაზბეგიც დაცარიელდა.

    ,,შარშან ამ დროს დიდი აქტიურობა იყო, ძირითადად უცხოელი ვიზიტორები გვსტუმრობდნენ, მათ შორის უმრავლესობა რუსი იყო, ახლა რუსი ისედაც აღარ არის, მაგრამ უბედურებაა ისიც, რომ სხვა ქვეყნებიდანაც შენელდა ინტერესი. საქართველოში შექმნილმა დაძაბულობამ შედეგი ძალიან მალე გამოიღო და ეს თვალის ერთი შევლებითაც ჩანს. ყაზბეგი თითქმის დაცარიელდა, სტუმრებს იშვიათად ნახავთ, ჯავშნები გაუქმდა და ახალ შეკვეთებს ვერ ვიღებთ. მართალია, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, მაგრამ სახმელეთო გზითაც არ შემოდიან, სიცარიელეა", - ამბობს ნონა ქართველიშვილი, საოჯახო სასტუმროს თანამშრომელი.

    როგორც აღმოჩნდა, პრობლემა სამკურნალო ტურებსაც შეეხო. ანალოგიური პრობლემის წინაშეა აბასთუმანიც, სადაც დამსვენებლების სიმცირეა. ექსკურსების რაოდენობაც შეიზღუდა.

    "ობსერვატორიაში, ძირითადად, ექსკურსიები ეწყობა, ბოლო პერიოდში საგრძნობლად იკლო, ახლა კიდევ უფრო შემცირდება. ცხადია, ექსკურსიებთან დაკავშირებულმა შეზღუდვამაც იმოქმედა, ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. აქაურობას ძირითადად მაინც ოჯახები სტუმრობენ, მაგრამ ახლა ხანგძლივი დასვენების მსურველიც ცოტაა. უცხოელები 

    3-4-დღიანი ტურებით შემოდიან, სიცარიელეს ვერ ვუწოდებ, მაგრამ ტემპი აშკარად შენელებულია. რეალურად რთული ვითარებაა, როგორმე უნდა გამოსწორდეს", - ამბობს ვაჟა ყულიჯანიშვილი, აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომელი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    სტატუს ქუო   (08.07.2019)
    ეს ჩოილარი ვინაა, ხალხს აპოკალიფსის სიტუაციას რომ უხატავს ტურიზმის სფეროში, სავსეა ქალაქი გერმანელი ტურისტებით, აგერ ახლა,ბულაჩაურზე გამიარა 10მა სულმა ფეხით.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×