სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ბოლო წვეთი კრემლისთვის გაბუნიას მონოლოგი აღმოჩნდა და სადამსჯელო ღონისძიებებიც ამოქმედდა
    თამარ მუკბანიანი
    08.07.2019

     დუმის კომიტეტმა, რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების, ღვინისა და მინერალური წყლის შეტანის აკრძალვას მხარი დაუჭირა.  ავიამიმოსვლის აკრძალვა კი უკვე ამოქმედდა. ამის შედეგად, ლარის გაუფასურებას 20 ივნისის შემდეგ შეუქცევადი ხასიათი აქვს და ანალიტიკოსები პროგნოზით, თუ ქვეყნის შიგნით ვითარება არ დასტაბილურდა, დევალვაცია კვლავ გაგრძელდება. 

    საქართველოს მთავარი საექსპოტო, ტურისტული პარტნიორი რომ დღემდე ოკუპანტი მეზობელია და ბაზრების დივერსიფიცირება აუცილებელია, ეს არაერთხელ დამდგარა დღის წესრიგში. მით უფრო ქვეყანას უკვე აქვს გამოცდილება, რომ რუსეთი ეკონომიკას პოლიტიკურ იარაღად იყენებს და არ ერიდება როგორც ემბარგოს დაწესებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გამოდევნას. მიუხედავად ამ გამოცდილებისა, 2018 წელს ქართულ-რუსულმა სავაჭრო ბრუნვამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია (1.373 მილიარდი დოლარი და მთლიანი საგარეო ვაჭრობის 11%), რაც იმპორტის ზრდსათან ერთად, ექსპორტის მაღალი მაჩვენებელითაა განპირობებული. შარშანდელთან შედარებით 2018 წელს ექსპორტი რუსეთში 10%-ით გაიზარდა და 437.3 მლნ დოლარი შეადგინა; იმპორტი კი 17%-ით და 935.7 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

    ცალკეული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით მშპ-თან რუსეთის წილი ქართულ ეკონომიკაში განსხვავებულია. კერძოდ: რუსეთის პოზიცია დომინანტურია ფულადი გზავნილების ჭრილში - 2.5%; ტურიზმი - 3%; ექსპორტი - 2.7%; 

    ისედაც დაძაბული ვითარებიას დამატებით დეტონატორად ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოხდომა იქცა, რის გამოც, კრემლში გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს. რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა. გარდა ამისა, მთავრობა დამატებით ზომებს მიიღებს, ვინაიდან „მომხდარი საღი აზრის ჩარჩოებში არ ჯდება და სიკეთისა და ბოროტების ზღვარს სცდება“.

    ახლა აკრძალვების საკითხი დუმის საბჭომ უნდა განიხილოს. „ედინაია როსიას“ ინიციატივას მხარს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის და „სპრავედლივაია როსიას“ წარმომადგენლებიც უჭერენ.

    ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკას და კონკრეტულად ლარის კურსს დიდი პრობლემებს შეუქმნის. `ფინექს 1970~-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია "ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ თუკი პოლიტიკური ვითარება ქვეყნის შიქნით არ დასტაბილურდა, გაუფასურებას შეუქცევადი ხასიათი იქნება და ლარი, 3,0-იან ნიშნულს მიუახლოვდება. საუბარი იმაზე რომ ემბარგო მომავალში დაწესდება არასწორია, რადგან რუსეთი სხვადასხვა ფორმით უკვე ახორციელებს წნეხს ქართული ნაწარმის შეტანაზე.

    "ემბარგოს მომავალში არ უნდა განვიხილოთ. 20 ივნისის შემდეგ ეს რეალობა ისედაც ნათელი იყო და პრინციპში, გამოუცხადებლად მიმდინარეობს კიდეც. ლარსთან უზარმაზარი, სამკილომეტრიანი რიგია. ამას რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას. ტრაილერებს, რომელთა ნაწილსაც მალფუჭებადი პროდუქტი გადააქვს, რამდენიმედღიან საცობში უწევს დგომა. დღეს ასე უშლის ქართულ ბიზნესს რუსეთი ხელს. 

    ჯამში 1 მლრდ დოლარამდე დავკარგავთ წლის ბოლომდე, ხოლო თუ პოლიტიკური არასტაბილურობა გაგრძელდება, გაიზრდება დანაკარგიც. 

    ეს ყველაფერი რა საკვირველია, აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ლარი პროცესების კვალდაკცვალ უფასურდება. უკვე იმხელაა უარყოფითი მოლოდნი, რომ პროცესი შეუქცევადია და პროგნოზი რომ ლარი 2,80-იან ნიშნულს ჩამოსცდებოდა, უკვე თითქმის შეუძლებელია. ლარი კიდევ და კიდევ გაუფასურდება. ეს არის კარგად ორგანიზებული, დაგეგმილი სიტუაცია გარკვეული ჯგუფის მიერ. 

    ჩვენ ვთვლით, რომ ლარი უკვე 2,90-იან ნიშნულთან ახლოს ტრიალებს. ჯერ დაკვირვების პროცესში ვართ. 2 კვირის განმავლობაში, თუ პოცესები შედარებით მაინც არ დასტაბილურდება, სავარაუდოა, ლარის გაცვლითი კურსი 3,0-იან ნიშნულამდე მივიდეს. ამის ნიშნები ამწუთას არ არის, თუ არასტაბილურობა დროში არ გაიწელა", - აცხადებს შენგელია.  

    თსუ-ს ანალიზისა და პრობნოზირების ცენტრმა 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ჩაატარა კვლევა - ,,რუსული ფაქტორი ქართულ ეკონომიკაში". კვლევის ერთ-ერთი ავტორი, გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ ვითარება ქართული ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმეა. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის აკრძალვაზე ჯერ საუბარი არ ყოფილა, ბიზნესმა ახალი ბაზრები უნდა ეძებოს, რადგან რუსეთის მხრიდან სპონტანური დარტყმები მუდმივად მოსალოდნელია.  

    "საკმაოდ ნეგატიური ფაქტორია, ფულადი გზავნილების აკრძალვა, ღვინის და წყლის ემბარგო. ეს არის სამი ძირითადი მიმართულება, რითაც რუსეთი ქართულ ეკონომიკასთან ბმაშია და ასევეა ტურისტული მიმართულებაც. ფრენა უკვე აიკრძალა 8 ივნისიდან. 

    მოგეხსენებათ, ემიგრანტების დიდი ნაწილი რუსეთში ცხოვრობს და იქედან არჩენენ ოჯახს, წარმოიდგინეთ, როგორი მძიმე წნეხია ეს მათთვის. ღვინისა და წყლის ექსპორტს კი მზარდი წილი ჰქონდა ექსპორტის კუთხით. ძალიან ბევრია გასაკეთებელი, რომ ეს ნეგატივები იქნეს შემცირებული მცირე დროში. დივერსიფიკაცია კარგია, მაგრამ ამას დიდი დრო და ფინანსები სჭირდება. 

    ლარზე რა გავლენაც აქვს, უკვე თვალსაჩინოა. მაშინაც კი, როცა ფრენა ჯერ კიდევ არ იყო გაუქმებული და უბრალოდ დაანონსა, მყისიერი ასახვა ჰპოვა კურსზე. მას შემდეგ მოლოდინი უფრო გაუარესდა. იმედია, ჩვენი მოსახლეობა და ბიზნესი რამენაირად შეამსუბუქებს ამ უაწყოფით ეფექტს, რაც მოლოდინითაა გამოწვეული. 

    საგულისხმოა ისიც, რომ ძალიან დიდი წილი უჭირავს ნავთობიმპორტირთა სტატისტიკაში რუსეთს და ასევე იმპორტში დიდია ხორბლის წილი. ჯერ ამ მიმართულებით არ ყოფილა საუბარი, მაგრამ სიტუაცია რთული და დაძაბულია და პოლიტიკოსებს ძალიან ფრთხილი და სწორი ნაბიჯების გადადგმა მართებთ. 

    კარგი იქნება, თუ იმპორტიორები დაიჭერენ თადარიგს, ალტერნატიული ბაზრის ძებნას, რადგან რუსეთისაგან სპონტანური გადაწყვეტილებები მუდმივად მოსალოდნელია", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" ანგურიძე. 

    ბიზნესმენი უკვე ზარალს ითვლის. დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძის აზრით, რუსეთის მხრიდან საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვა ქვეყნისთვის კოლაფსის ტოლფასი იქნება.

    "ხუთ სასტუმროს ვაშენებ ქალაქში, ტურისტი თუ არ ჩამოვიდა, სასტუმრო რად მინდა? გარდა ამისა, ხალხი რომ თანხას ვერ მიიღებს, რამხელა რაღაც შეიძლება მოხდეს. ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი. დაიხურება უამრავი საწარმო, ეკონომიკა კოლაფსში ჩავარდება", -  აცხადებს წაქაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×