სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ამის გამო მოსახლეობა საშუალოდან დაბალ ფენაში ინტენსიური ინცავლებს
    თამარ მუკბანიანი
    17.06.2019

     "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, საშუალო თვიურმა ხელფასმა 32 დოლარით იკლო, მაშინ როცა ლარში, 351-ლარითაა გაზრდილი. დიდწილად იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, რომელიც ენერგორესურსებსაც დოლარში ყიდულობს, კლება მძიმედ აისახება მოსახლოების დიდ ნაწილზე. შეიძლება ითქვას, ქვეყანაში ხელფასი და მისი მსყიდველუნარიანობა კი არ იზრდება, პირიქით, მცირდება.

    "საქსტატის" ინფორმაციით, საშუალო ხელფასი საქართველოში წლიდან წლამდე იმატებს. 2018 წლის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულ პირთა გასაშუალოებული ანაზღაურება 1124 ლარია, 2013 წელს კი 773 ლარი იყო. გამოდის, "ოცნების" ხელისუფლების დროს საშუალო ხელფასი 351 ლარით გაიზარდა, თუმცა სხვაგვარია მონაცემები დოლარში. თუ 2013 წელს საშუალო თვიური ხელფასი დოლარის კურსის მიხედვით, 462 აშშ დოლარი იყო, 2018 წელს ის 430 დოლარს არ აღემატება. აქედან გამომდინარე, თითქმის სრულად იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში საშუალო თვიურმა ხელფასმა 30 დოლარით იკლო დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. 

    სწორედ დოლარში შემცირებული შემოსავლით ხსნის ეკონომისტი, პროფესორი პაატა აროშიძე ფაქტს, რომ საშუალოდან დაბალ ფენაში მოსახლეობის გადანაცვლებას ინტენსიური ხასიათი აქვს. 

    "რეალურად უმეტესი დაქირავებით დასაქმებულ ადამიანთა ხელფასი არ გაზრდილა. საუბარია, დოლარისა და ლარის თანაფარდობის მიხედვით რომ დავთვალოთ. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია და ნეგატიურ ეფექტს უფრო ამძაფრებს ის, რომ საქართველო თითქმის 90%-ით იმპორტმომხმარებელი ქვეყანაა. იმპორტიორები კი, ძირითადად, მყარი ვალუტით, დოლარით იხდიან. როცა შემომტანს რაღაც კონკრეტული თანხა აქვს გადახდილი დოლარში და ამ დროს ეროვნული ვალუტა უფასურდება, ეს რასაკვირველია ჰპოვებს ასახვას ფასებზე. 

    ავიღოთ საწვავის ფასი, რომელიც დოლარით განისაზღვრება მსოფლიო ბაზარზე. გაიფებაც რომ მოხდეს, თუ ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურებას გააგრძელებს, ეს მაინც არ იქონიებს გავლენას ადგილობრივ ბაზარზე ან შეიძლება გაძვირდეს კიდეც. ასეთი მოცემულობაა ბოლო პერიოდში და ეს მძიმე სოციალური ტვირთია მოსახელობისათვის, რომლის შემოსავალიც ფიქსირებულია და ის არაა არც გაუფასურებაზე და არც სეზონურობაზე დამოკიდებული. ხალხის დიდი ნაწილი მუდმივად ერთსადაიმავე თანხას იღებს და ის უნდა იმყოფინოს შედარებით იაფ ზაფხულში და ძვირ ზამთარშიც. 

    ყველა ხედავს, რომ გაიზარდა პროდუქციის ღირებულება და შემცირდა ხალხის მსყიდველუნარიანობა ეს კი აისახება არსებულ სიტუაციაზე. ამიტომაცაა, საშუალო ფენიდან მაღალ შემოსავლიან ფენაში გადამსვლელთა რიცხვი ძალიან მიზერულია მაშინ, როცა მაღალია საშუალოდან ღარიბ ფენაში გადანაცვლებული მოსახლეობის რიცხვი.  ადამიანები არ მდიდრდებიან, ისინი ღარიბდებიან და ეს არის ყველაზე სავალალო შედეგი ამ პროცესის, რამდენიც უნდა ისაუბრონ ცალკლეულმა პირებმა რომ ლარის გაუფასურება მოსახლეობაზე ცუდად არ აისახება და ა.შ.", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" აროშიძემ. 

    საერთაშორისო ანგარიშებში რასაკვრველია ყველა კომპონენტის შედარება დოლარში ხდება. ეს იქნება ეს 1 სულ მოსახლეზე მთლიანი შიგა პროდუქტი, სამომხმარებლო კალათა თუ ა.შ. ამ მხრივ საქართველო პოზიციებს მუდმივად თმობს. ამ დროს `საქსტატი~ მონაცემებით, საშუალო ხელფასი კვლავ იზრდება. 2019 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში გაცემული საშუალო ხელფასის მოცულობა 1092.7 ლარი იყო. ეს 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 33.5 ლარით აღემატება. 

    სტატისტიკოსი გივი მომცელიძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ დოლარში ხელფასი ნამდვილად შემცირებულია პირდაპრი გაანგარიშება არ არ არის მართებული და მსყოიდველუნარიანობაც არ დაცემულა 2013 წლის შემდეგ. ამ ეტაპზე ხელისუფლებისათვის საყურადღებო 2019 წლის პირველ კვარტალში, მხოლოდ 3%-ით გაზრდილი საშუალო ხელფასი უნდა იყოს. 

    "რასაკვირველია დოლართან მიმართებით საშუალო ხელფასი შემცირებულია და იმის გამო, რომ იმპორტი საკმაოდ დიდია და ჩვენ საგარეო საკრედიტო ვალდებულებები დოლარში გვაქვს, ეს ნეგატიურად მოქმედებს მოსახლეობაზე და არც თუ მცირე დოზით. მით უფრო ბოლო პერიოდამდე დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალი იყო სამომხმარებლო სესხებთან მიმართებითაც, თუმცა მთლად სწორი ასეთი პირდაპირი დათვლა არ უნდა იყოს. 

    დასაქმებული ადამიანების ხელფასი მაინც იზრდება და მსყიდველუნარიანობაც ცოტათი, მაგრამ მატულობა. საჭიროა ბევრად მაღალი ტემპი. ახლადგამოქვეყნებული მონაცემი, რომელიც 2019 წლის საშუალო ხელფასის ზრდას ეხება, შევადარე წლის პირველ კვარტალს და მხოლოდ 3%-იანი მატებაა. ასეთი დაბალი ტემპი ადრე არ ყოფილა, რაც ნიშნავს, რომ აშკარა ეკონომიკური პრობლემაა და ციფრები რომელიც ბიზნესში შემცირებაზე მეტყველებდა, აისახა მოსახლეობაზეც.  

    ბოლო წლებში პირველად მოხდა რომ ასეთი მცირე ოდენობით გაიზარდა საშუალო ანაზღაურება. მე გასული წლის პირველ კვარტალებს შევადარე წლევანდელი მონაცემი და აღმოჩნდა, რომ ადრე საშუალოდ 7%-იანი მატება იყო, ახლა კი მხოლოდ 3%-ია. ეს რეცესიული სიმპტომი საყურადღებო უნდა იყოს ხელისუფლებისათვისაც“, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას სტატისტიკოსმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×