სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სისტემაში ჩაერთვება 2-3 ბანკი, ხოლო მძღოლებს გარკვეულ საინდეტიფიკაციო მონაცემებს მოსთხოვენ
    თეო გუდავაძე
    13.06.2019

     შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემას ორი ან სამი ბანკი დაიწყებს. სპეციალური შეთავაზება გაკეთდება ტაქსის მძღოლებისთვის. როგორი იქნება, პირობები საპროცენტო განაკვეთი და იქნება თუ არა ეს რეალური შეღავათი თვითდასაქმებულთათვის ეს რამოდენიმე დღეში ეროვნული ბანკისგან გახდება ცნობილი. 

    თვითდასაქმებულთა ნაწილი, სესხის შემოსავლის დადასტურების გარეშე აღებას კონკრეტული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ შეძლებს. ეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედების დოკუმენტის მიხედვითაც იყო ცნობილი. ამისათვის ეროვნულომა ბანკმა ფინანსურ ინსტიტუტებს უნდა მისცეს დელეგირების უფლება. მთავარ რეგულატორს აქვს უფლება სპეციალური ნორმა დაუშვას, რომელიმე კონკრეტულ საკრედიტო ორგანიზაციაზე ან ყველაზე ერთად. 

    „ტაქსის მძღოლებისთვის, რომელთაც შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდებათ, სესხებს 2 ან 3 ბანკი გასცემს“, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ დაადასტურა. აღნიშნული ინიციატივა კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის, რადგან ასეთ შესაძლებლობას ეროვნული ბანკის რეგულაციები ითვალისწინებს. 

    „გარკვეული წესები არის ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებულ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგილაციაში, რომლითაც შესაძლებელია გაითვალისწინო პირის შემოსავალი, თუ სხვა ალეტრნატიული მეთოდით შეგიძლია აღნიშნული შემოსავალი დაადასტურო. ტაქსის მძღოლების შემთხვევაში ეს არის ლიცენზია და რაიონი, სადაც მუშაობს ადამიანი. ამით დგინდება საშუალოდ აღნიშნულ ქალაქში რა შემოსავალიც აქვს ტაქსისტს, შეიძLება საშუალო და მინიმალური ზღვარი გამოიანგარიშო, რაც სავარაუდოდ, მათ მისცემს საშუალებას, რომ ბანკებმა დააკრედიტონ. რეგულაციაში პირდაპირ წერია, რომ შემოსავლის ნებისმიერი მეთოდით გადამოწმება შესაძლებელია და ამაზე ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა კომენტარი. არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს ანგარიშზე ჩარიცხული ხელფასი", - აღნიშნა "ბიემთან" ძნელაძემ. 

    მისი ინფორმაციით, ბანკების ნაწილი, რომელიც აღნიშნულ სისტემაში ჩაერთვებიან, უახლოეს დღეებში მოახდენენ მათი პროდუქტების პრეზენტაციას და ტაქსის მძღოლებს ეცოდინებათ, რა პირობით შეძლებენ კრედიტებიტ სარგებლობას. 

    მანამდე კი სიახლის შესახებ დედაქალაქში დასაქმებულ ტაქსის მძღოლებს თბილისის მერმა ამცნო. სპეციალური პროგრამების მეშვეობით, ტაქსის მძღოლებს სესხების აღების საშუალება მიეცემათ. 

    „ტაქსის მძღოლებისთვის ბანკებიდან სესხის აღება სერიოზული პრობლემაა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საბანკო სექტორთან და მივაღწიეთ შეთანხმებას, 3-4 დღის განმავლობაში ბანკები გააკეთებენ ამაზე განცხადებას და იქნება კონკრეტული შეთავაზება ტაქსის მძღოლებისთვის. სპეციალური პროგრამები კეთდება, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა აიღონ სესხი და თანხა იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ ძველი ავტომობილი ახლით; იქნება იაფი კრედიტები იმისთვის, რომ მოხდეს ხელშეწყობა ტაქსის მძღოლებისთვის“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე კალაძემ.

    როგორი იქნება სებ-ის ახალი ინიციატივა, რა პირობებს შესთავაზებენ თვითდასაქმებულებს და იქნება თუ არა ის უკეთესი, ვიდრე კერძო მევახშეების გაცემული თანხა? ამ თემებით „რეზონანსი“ დაინტერესდა და აზრი სპეციალისტებს ჰკითხა. ფინანსისტი ოთარ ანგურიძე აღნიშნავს, რომ ტაქსისტების რაოდენობა არ არის იმდენად დიდი, რომ ფინანსურად დააზარალოს ბანკები, პირიქით, ეს ერთგვარი წახალისებაც იქნება მათთვის: 

    „ახალი რეგულაციების მიხედვით ბანკებს შეეზღუდათ, სესხის გაცემა წინასწარი დადასტურების გარეშე, თუმცა ეს ინიციატივა, რომელიც ჯერ ქალაქის მერმა, ხოლო შემდეგ ბანკების ასოციაციამ გაახმოვანა, გარკვეული სოციალური აქტი იქნება ეროვნულ ბანკსა და კომერციული ბანკების მხრიდან. სავარაუდოდ, ეს იქნება ტაქსისტების წახალისება, რომ მათ ისარგებლონ გარკვეული შეღავათებით, გარდა იმ შემოთავაზებებისა, რასაც ზოგადად მათ საფინანსო სექტორი სთავაზობს. 

    წინასწარ არ არის ცნობილი რა პირობები და შეღავათები ექნებათ ტაქსის მძღოლებს, ან ექნებათ თუ არა საერთოდ. ეროვნული ბანკის კომენტარის შემდეგ იქნება დაზუსტებული დეტალები და სრული ანალიზის გაკეთებაც ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი. ერთი რამ შეიძლება ითქვას, ეს სეგმენტი არ არის იმ მოცულობის, რომ მთლიანად საფინანსო სექტორზე ცუდი გავლენა მოახდინოს, მით უმეტეს არ გაიცემა დიდი რაოდენობით სესხები. შესაბამისად, რისკი ნაკლებია, თუმცა იქნება გარკვეული სახის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაც თბილისის მერიის რეგულირების ქვეშ მოხვდება და შესაბამისად, სესხსაც მხოლოდ ამ სისტემაში მოქცეულ ტაქსისტებზე გასცემენ", - აღნიშნა "რეზონანსთან" ოთარ ანგურიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×