სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    12.06.2019

     ანაკლიის კონსორციუმის თხოვნა ფინანსური ვალდებულებების შესრულების თარიღის გადავადებაზე მთავრობამ გაითვალისწინა და ვადა 6 თვით გაუხანგძლივა. კონსორციუმში ამბობენ, რომ პროექტისთვის საჭირო კაპიტალი სრულად აქვთ მობილიზებული. ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, კონსორციუმი ამჟამად ცდილობს 520 მილიონის აკუმულირებას, აქედან 400 მილიონი არის საკრედიტო რესურსი, ანუ ნასესხები კაპიტალი, რომლის თაობაზე ბანკებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. დანარჩენი 120 მილიონი კი საკუთარი კაპიტალია, რომელიც ასევე კონსორციუმს დიდი ხნის განმავლობაში უნდა ჰქონოდა მობილიზებული.

    "ევროკავშირთან შესაძლო და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებთან მოლაპარაკება არ ეხება მთლიანად 400 მილიონს. ის ეხება მხოლოდ გარკვეულ ნაწილს. ამ თანხებზე შეთანხმება მიმდინარეობს არა ჩვენს შორის, არამედ ბანკებსა და კონოსრციუმს შორის. ეს არის მათი სფერო, მათი საკითხი, ჩვენ ამაში არ ვმონაწილეობთ", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

    ანაკლიის კონსორციუმისთვის ფინანსური სქემის დახურვის ვადა აქამდე 15 ივნისისთვის იყო განსაზღვრული, თუმცა ვერაფრით შედგა შეთანხმება მთავრობასა და ოთხ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციას შორის, რომლებმაც პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი უნდა დააფინანსონ.

    მთავრობამ ეს ნაბიჯი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გუშინდელი განცხადების შემდეგ გადადგა.

    "იმედია, საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. იგი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ", - განაცხადა პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვაშინგტონში ვიზიტისას.

    სახელმწიფო მდივნის განცხადებას მალევე მოჰყვა ბახტაძის რეაგირება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა მხარს დაუჭერდა ანაკლიის კონსორციუმის თხოვნას ფინანსური ვალდებულებების შესრულების თარიღის გადავადებაზე.

    "ჩვენ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ამ პროფილის მქონე, ამერიკული ყველაზე ძლიერი კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი  პროექტში. მას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. თითოეული ჩვენგანი და რა თქმა უნდა, კონსორციუმის მონაწილე წევრები, კონკრეტულ შედეგზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი. თუ ყველა შეასრულებს თავის ვალდებულებას, ეს პროექტი აუცილებლად შედგება და რა თქმა უნდა, გვაქვს სრული მხარდაჭერა მის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს და კომუნიკაციას, რომ მივეხმაროთ კონსორციუმს აღებული ვალდებულებების შესრულებაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ტელეეთერით.

    დაახლოებით ერთი კვირის წინ კი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ  ე.წ. ფინანსური საკითხების დახურვის რამდენჯერმე გადავადების გამო სახელმწიფომ კონსორციუმს 11 მლნ აშშ დოლარის პირგასამტეხლო აპატია. 

    მიუხედავად ამისა, მთავრობამ კონსორციუმს კიდევ ერთხელ გაუწია შეღავათი და პროექტის მხარდაჭერა ამ კუთხით გამოხატა.

    თავის მხრივ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" აცხადებენ, რომ პროექტისთვის საჭირო კაპიტალი სრულად აქვს მობილიზებული. 

    "კონსორციუმმა უკვე დაასრულა ყველა საერთაშორისო ტენდერი, გამოავლინა გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები და მზად არის, ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალ, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადასასვლელად.

    რაც შეეხება სამშენებლო ვადებს, თუ შემდეგი ერთი თვის მანძილზე მთავრობასა და ბანკებს შორის მოხდა შეთანხმება მერვე პუნქტთან დაკავშირებით, დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ანაკლიის პორტი დადგენილ ვადებში – 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში შეძლებს პირველი გემის მიღებას", - წერია კონსორციუმის განცხადებაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    2019   (13.06.2019)
    პირველ რიგში, მთავრობა უნდა იყოს დაინტერესებული ამ პროექტის განხორციელებით და დაარწმუნოს კერძო ბიზნესი ამ პროექტის წარმატებულობაში... აქ კიდევ რას ვხედავთ, "შენი დიდი ხათრი მაქვსო, მაგრამ არაო"...ეს ირონიზებული სპექტაკლი ყოველნაირად ხელს უშლის პროექტის განხორციელებას, არადა წინა ხელისუფება იძახდა, სახელმწიფო ყოველწლიურად ამ პროექტში ჩადებდა 1მლრდ-ლარს. აქ კიდევ სახელმწიფო იძახის, მე არ ვიქნები გარანტორი ტვირთების მოზიდვაზეო და 400მლნ დოლარის გარანტიების გაღებაც არ სურს... რა გამოდის, მუქთად გვინდა ამ დიდი საქმის კეთება, ეგრე აბა სად არი...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved